Share PDF

Search documents:
  Report this document  
    Download as PDF   
      Share on Facebook

(გამოქვეყნებულია საქართველოს პარლამენტის უწყებანი

N13-14 1998წ)

საქართველოს

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

ზოგადი ნაწილი

კარი პირველი ძირითადი დებულებანი

თავი I

სისხლის სამართლის პროცესის კანონმდებლობა

მუხლი 1. სისხლის სამართლის პროცესის ამოცანები (25.03.2005 N1204)

სისხლის სამართლის პროცესის ამოცანებია: დაადგინოს დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ფაქტობრივი გარემოებანი და მისი ჩამდენი პირი, უზრუნველყოს კანონის სწორად გამოყენება, არ დაუშვას უდანაშაულო პირის მსჯავრდება, გამოასწოროს საგამოძიებო და სასამართლო შეცდომები, დაიცვას მოქალაქის, ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, დაზარალებულის, აგრეთვე სისხლის სამართლის პროცესის ყველა სხვა მონაწილის უფლებები და თავისუფლებები, დაამკვიდროს საზოგადოებაში კანონის, ჰუმანიზმისა და სამართლიანობის იდეების პატივისცემა.“.

მუხლი 2. სისხლის სამართლის პროცესის წყაროები

1.სისხლის საპროცესო სამართლის ნორმებს შეიცავს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კოდექსი, საქართველოს სხვა კანონები, აგრეთვე საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებიდა ნორმები.

2.თუ ეს კოდექსი და საქართველოს სხვა კანონები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, შესაბამისად მოქმედებს კონსტიტუცია ან საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ხოლო თუ საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, მოქმედებს კონსტიტუცია.

3.ამოღებულია (25.03.2005 N1204)

მუხლი 3. სისხლის სამართლის საპროცესო კანონის მოქმედება

დროში (25.03.2005 N1204)

(25.03.2005 N1204)

1.სისხლის სამართლის პროცესში გამოიყენება სისხლის სამართლის საპროცესო კანონი, რომელიც მოქმედებს წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს.

2.სისხლის სამართლის საპროცესო კანონში შეტანილი ცვლილებები იწვევს წინათ გამოტანილი საპროცესო აქტის გაუქმებას ან შეცვლას, თუ ამით უმჯობესდება ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის, მსჯავრდებულისმდგომარეობა.“.

მუხლი 4. სისხლის სამართლის საპროცესო კანონის მოქმედება სივრცეში 1. დანაშაულის ჩადენის ადგილის მიუხედავად, სისხლის სამართლის

პროცესი საქართველოს ტერიტორიაზე ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობისშესაბამისად.

2.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა გამოიყენება აგრეთვე საქართველოს დროშით ან ამოსაცნობი ნიშნით საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ საჰაერო თუ საზღვაო ხომალდზე ჩადენილი დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებისგამო სამართალწარმოების დროს, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

3.საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზედაც.

4.საქართველოს მოქალაქე, რომელიც დიპლომატიური იმუნიტეტითსარგებლობს, აგრეთვე საზღვარგარეთ მყოფი მისი ოჯახის წევრები, თუ ისინი ნებაყოფლობით არ დათანხმდებიან ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლობის გამოყენებაზე, ექვემდებარებიან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის იურისდიქციას.

5.საქართველოს ტერიტორიაზე სასამართლო ან საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ უცხო სახელმწიფოს სასამართლოსა თუ საგამოძიებო ორგანოს შუამდგომლობის შესრულებისას შეიძლება ამ სახელმწიფოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის გამოყენებაც, თუ ეს გათვალისწინებულია საქართველოსა და აღნიშნულ სახელმწიფოს შორის დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით ან შეთანხმებებით. (25.07.2006. N3531)

მუხლი 5. სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოქმედება უცხო სახელმწიფოს მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის მიმართ

1.საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ უცხო სახელმწიფოს მოქალაქესა და მოქალაქეობის არმქონე პირზე ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესოკანონმდებლობა.

2.დიპლომატიური პრივილეგიებისა და იმუნიტეტის მქონე პირის, აგრეთვე მისი

ოჯახის წევრების მიმართ ამ კოდექსით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედება ტარდება მხოლოდ მათი თხოვნით ან თანხმობით. დაუშვებელია ამ პირთა დაკავება, მოყვანა, დაპატიმრება.

3.დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ დაკავებულ შენობაში და ტერიტორიაზე დათვალიერება, ჩხრეკა, ამოღება და სხვა საპროცესო მოქმედება ტარდება მხოლოდ დიპლომატიური წარმომადგენლობის მეთაურის თხოვნით ან თანხმობით, პროკურორისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლისთანდასწრებით.

4.ამ მუხლის მე-2-3 ნაწილებში აღნიშნული საპროცესო მოქმედებების ჩატარებაზე თანხმობა გამოითხოვება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით.

თავი II

სისხლის სამართლის პროცესის პრინციპები

მუხლი 6. ზოგადსამართლებრივი და სისხლის სამართლის პროცესის პრინციპები 1. სისხლის სამართლის პროცესს საფუძვლად უდევს კანონიერების, პიროვნების ხელშეუხებლობის, მისი ღირსების პატივისცემის, ჰუმანიზმის, დემოკრატიულობის, სამართლიანობისა დათანასწორუფლებიანობის ზოგადსამართლებრივიპრინციპები. 2. სისხლის სამართლის პროცესის პრინციპები განსაზღვრავს სისხლის სამართლის პროცესის ამოცანებს, სტრუქტურას, ფუნქციებსა და წესს. (25.03.2005 N1204)

მუხლი 7. კანონიერება და ადამიანის ბუნებითი უფლებები

1.გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე, სასამართლო, ფიზიკური და იურიდიული პირები და სისხლის სამართლის პროცესის სხვა მონაწილენი ვალდებულნი არიან დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, ეს კოდექსი და სხვა

კანონები. (25.03.2005 N1204)

2.საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებისა და სასამართლო განხილვის წესი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ერთიანია და სავალდებულოა სისხლისსამართლის პროცესისყველა მონაწილისათვის.

3.სისხლის სამართლის საპროცესო კანონის არაკონსტიტუციურად ცნობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრეროგატივაა. ამ საკითხის გადაწყვეტამდე პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა სასამართლოში ჩერდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების

მიღებამდე. (25.03.2005 N1204)

4.კანონმდებლობაში ხარვეზების არსებობისას დასაშვებია სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ანალოგიით გამოყენება, თუ ამით არ ილახება ადამიანის უფლებები.

5.საქართველოს კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის დარღვევა იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას და უკანონო საპროცესოაქტის გაუქმებას.

6.კანონის დარღვევითმიღებულ მტკიცებულებას იურიდიული ძალა არა აქვს.

(საქართველოს 1999 წლის 13 მაისის N1958 კანონი, „საქართველოს რესპუბლიკა“ N130 18.05.99წ.)

მუხლი 8. სასამართლო ხელისუფლების უზენაესობა და დამოუკიდებლობა

1.სასამართლო ხელისუფლება არის ხალხის სუვერენული ნების გამოხატულება და მას მხოლოდ სასამართლო ახორციელებს.

2.სასამართლო გადაწყვეტილებასიღებს საქართველოს სახელით.

3.სასამართლო ხელისუფლება საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების წინაშე ანგარიშვალდებული არ არის. მოსამართლე დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციასა და კანონებს.

4.სასამართლო ხელისუფლება აკონტროლებს გამომძიებლისა და პროკურორის მოქმედებათა და გადაწყვეტილებათა კანონიერებასა და

დასაბუთებულობას. (25.03.2005 N1204)

5.მართლმსაჯულება ხორციელდება მხოლოდ კანონით დადგენილი საპროცესო ფორმით. არავის არა აქვს უფლება ზედამხედველობა გაუწიოს სასამართლოს და მის მიერმიღებულ გადაწყვეტილებას.

6.მხოლოდ სასამართლოს აქვს უფლება, დამნაშავედ ცნოს პირი და დაუნიშნოს მას სასჯელი. (3.07.2007 N5182)

7.განაჩენსა თუ სხვა სასამართლო გადაწყვეტილებაში რაიმე ცვლილების შეტანა შეიძლება მხოლოდსასამართლო წესით.

8.არავის არა აქვსუფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულებისგანხორციელებაში და ზეგავლენა მოახდინოს მოსამართლეზე. მოსამართლის დამოუკიდებლობის გარანტიებს ადგენსკანონი. (25.03.2005 N1204)

მუხლი 9. თანასწორობა კანონისა და სასამართლოს წინაშე

1.ყველა თანასწორია კანონისა და სასამართლოს წინაშე _ რასის, ეროვნების, ენის, სქესის, სოციალური წარმოშობის, ქონებრივი და თანამდებობრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, რელიგიისადმი დამოკიდებულების, რწმენის, აგრეთვე სხვაგარემოებების მიუხედავად.

2.საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრისა და საქართველოს სხვასაერთო სასამართლოს მოსამართლის, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის, საქართველოს სახალხო დამცველის, დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირის, ასევე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იმ წარმომადგენლის, რომელიც თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდების შესაბამისად სარგებლობს იმუნიტეტით, – მათ მიმართ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის, დაპატიმრებისა და სისხლის სამართლის საპროცესო იძულების სხვა

ღონისძიების გამოყენების განსაკუთრებულ წესს განსაზღვრავს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კოდექსი და საქართველოს სხვაკანონები. (13.02.2004 N3287)

3. დაუშვებელია ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნულ პირთა მიერპრივილეგიებისა და იმუნიტეტის გამოყენება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის ასარიდებლად.

(საქართველოს 1999 წლის13 მაისის N1958 კანონი, „საქართველოს რესპუბლიკა“ N130 18.05.99წ.)

მუხლი 10. უდანაშაულობის პრეზუმფცია

1.ბრალდებული უდანაშაულოდ ითვლება მანამ, სანამ მის მიერ დანაშაულის ჩადენა არ დამტკიცდება კანონით გათვალისწინებული წესით და არ დადგინდება კანონიერ ძალაში შესულისასამართლოს გამამტყუნებელიგანაჩენით.

2.არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ბრალმდებელს ეკისრება. ბრალმდებელს უფლება აქვს უარი თქვას ბრალდებაზე.

3.დადგენილება ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა, გამამტყუნებელი განაჩენი და ყველა სხვა საპროცესო გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდესმხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.

4.ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდესეჭვმიტანილისადა ბრალდებულისსასარგებლოდ.

მუხლი 11. ეჭვმიტანილის, ბრალდებულისა და განსასჯელის დაცვის უფლების უზრუნველყოფა

1. სასამართლო და თანამდებობის პირი, რომლებიც სისხლის სამართლის პროცესს ახორციელებენ, ვალდებულნი არიან ეჭვმიტანილი, ბრალდებული და განსასჯელი უზრუნველყონ დაცვის უფლებით, განუმარტონ უფლებები, მისცენ შესაძლებლობა, დაიცვან თავი კანონით ნებადართული ყველა საშუალებით, უზრუნველყონ მათიუფლებებისა და თავისუფლებების დაცვა. (25.03.2005 N1204)

2. მსჯავრდებული და გამართლებული დაცვის უფლებით უზრუნველყოფილ უნდა იქნეს განაჩენის ან სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისშემთხვევაში. (3.07.2007 N5182)

3. სისხლის სამართლის საქმეში დამცველის ან კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობა არ ართმევს დასაცავ პირს მის კუთვნილ უფლებებს.

მუხლი 12. პიროვნების ხელშეუხებლობა, მისი პატივისა და ღირსების დაცვა

1.ყოველ ადამიანს აქვს თავისუფლების, პირადი ხელშეუხებლობის, პატივისა და ღირსებისდაცვის უფლება.

2.დაუშვებელია თავისუფლების შეზღუდვა კანონიერი საფუძვლისა და წესის გარეშე. დაკავებულსა და დაპატიმრებულს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს დაკავებისა თუ დაპატიმრების მიზეზი, საფუძველი და დანაშაული, რომლის ჩადენაშიც იგი ეჭვმიტანილია ან რომლის ჩადენაცმას ბრალად ედება.

3.დაუშვებელია პირის 48 საათზე მეტი ხნით დაკავება. პირის დაპატიმრება ან ექსპერტიზისათვის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსება შეიძლება მხოლოდ

მოსამართლის ბრძანებით ან სასამართლოს განჩინებით (დადგენილებით). მოსამართლე, სასამართლო, პროკურორი და გამომძიებელი ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ უკანონოდ დაკავებული, დაპატიმრებული თუ სხვაგვარადთავისუფლებაშეზღუდული პირი. (25.03.2005 N1204)

4.უკანონოდ და დაუსაბუთებლად თავისუფლებაშეზღუდულ პირს აქვს მისთვის მიყენებული ზიანის სრულადანაზღაურების უფლება.

5.დაუშვებელია პროცესის მონაწილეთა თუ სხვა პირთა მიმართ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში, აგრეთვე მათი პატივისა და ღირსების შემლახავი მეთოდებისგამოყენება.

6.საგამოძიებო თუ სასამართლო მოქმედება, რომელიც ეხება პიროვნების ხელშეუხებლობას, შეიძლება იძულებით ჩატარდეს მხოლოდ მაშინ, თუ ამას უშუალოდ კანონი ითვალისწინებს.

7.საგამოძიებო თუ სასამართლო მოქმედების ჩატარებისას აკრძალულია პიროვნების მიმართ მეძიებლობის, მუქარის, შანტაჟის, წამების, ფიზიკური თუ ფსიქიკური ძალადობის სხვა ხერხების გამოყენება. დაუშვებელია დაკავებულისა და დაპატიმრებულის მიმართ სამედიცინო ექსპერიმენტის ჩატარება, ძილის, წყლის, საკვების აკრძალვა ან ზღვრულ ნორმაზე მეტად შეზღუდვა, ისეთ პირობებში ჩაყენება, რომლებიც მავნე ზეგავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე და ლახავს მისღირსებას.

მუხლი 13. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა

1.არავის არა აქვს უფლება თვითნებურად და უკანონოდ ჩაერიოს სხვის პირად ცხოვრებაში. საცხოვრებელი ბინის ან სხვა მფლობელობის, მიმოწერის, საფოსტო გზავნილის, პირადი ჩანაწერის, სატელეგრაფო შეტყობინების, სატელეფონო საუბრის, სხვა ტექნიკური საშუალებით გადაცემული ან მიღებული პირადი ხასიათის ინფორმაციის ხელშეუხებლობა გარანტირებულია კანონით.

2.საცხოვრებელი ბინის ან სხვა მფლობელობის დათვალიერება მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ჩხრეკა, ამოღება, საფოსტო-სატელეგრაფო კორესპონდენციაზე, საფოსტო გზავნილზე ყადაღის დადება, მათი შემოწმება და ამოღება, ქონებაზე ყადაღის დადება და ქონების ჩამორთმევა შეიძლება მხოლოდ მოსამართლის ბრძანებით ან სასამართლოს განჩინებით (დადგენილებით), თუ არსებობს კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობა, საცხოვრებელი ბინის ან სხვა მფლობელობის დათვალიერება მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ, ჩხრეკა და ამოღება შეიძლება ჩატარდეს მოსამართლის ბრძანების გარეშე, მაგრამ მათი კანონიერება და დასაბუთებულობა უნდა შეამოწმოს მოსამართლემ მათ შესახებ მასალების წარდგენიდან არაუგვიანეს 24 საათისა. ამასთან, მოსამართლე წყვეტს აღნიშნული საპროცესო მოქმედებებით მიღებული მტკიცებულების დასაშვებობის საკითხს.

3.შემოწმების, ექსპერტიზის, სხვა საპროცესო მოქმედების ჩატარებისას არ უნდა გამჟღავნდეს ცნობები პირადი ცხოვრების შესახებ, ასევე პირადი ხასიათის ცნობები, რომელთა საიდუმლოდ დაცვაც პირს საჭიროდ მიაჩნია. გამომძიებელი,

პროკურორი, მოსამართლე, სასამართლო ამ კოდექსით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედების მონაწილეს ხელწერილის ჩამორთმევით აფრთხილებს, არ გაამჟღავნოს აღნიშნული ცნობები. (25.03.2005 N1204)

4.პირს, რომელსაც ზიანი მიადგა მისი პირადი ცხოვრების შესახებ ცნობების უკანონო გამჟღავნებით, ზიანის სრულად ანაზღაურებისუფლება აქვს.

5.პირადი მიმოწერა და პირადი სატელეგრაფო შეტყობინება შეიძლება გამოქვეყნდეს ღია სასამართლო სხდომაზე მხოლოდ იმ პირის თანხმობით, რომელსაც იგი ეხება. თუ ასეთი თანხმობა არ არის, ის ქვეყნდება დახურულ სასამართლო სხდომაზე.

(საქართველოს 1999 წლის13 მაისის N1958 კანონი, „საქართველოს რესპუბლიკა“ N130 18.05.99წ.)

მუხლი 14. საჯაროობა და დისპოზიციურობა 1. გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე და სასამართლო, რომლებიც

მოქმედებენ საჯარო ინტერესების გათვალისწინებით, ვალდებულნი არიან დაადგინონ დანაშაული და მისი ჩამდენი პირი. ამ მიზნით ისინი უფლებამოსილნი არიან ჩაატარონ ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა საპროცესო მოქმედება როგორც საკუთარი ინიციატივით, ისე დაინტერესებული პირის შუამდგომლობით. (25.03.2005 N1204)

2.დანაშაულის გახსნისა და სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით პიროვნების უფლებათა და თავისუფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონით დადგენილისაფუძვლითა და წესით.

3.ამ კოდექსით დადგენილ შემთხვევებში პირად კანონიერ ინტერესს აქვს პრიორიტეტი დანაშაულის გახსნისა და დამნაშავის დასჯის საჯარო ინტერესთან შედარებით. პიროვნების კანონიერი ინტერესების დაცვა სისხლის სამართლის პროცესში საზოგადოების ინტერესებს ემსახურება.

4.მხარეებს უფლება აქვთ კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში და დადგენილი წესით თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალურ- სამართლებრივი და საპროცესო უფლებები, გავლენა მოახდინონ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე და სისხლის სამართლის საქმის გადაწყვეტაზე.

5.კერძო სისხლისსამართლებრივი დევნის საქმეებზე სისხლისსამართლებრივი დევნა შეიძლება დაიწყოს მხოლოდ დაზარალებულის საჩივრით, ხოლო მხარეთა შერიგების შემთხვევაში გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს.

6.ბრალმდებლის უარი ბრალდებაზე ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში იწვევს სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტას ან ამ კოდექსის 504-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში– გამამართლებელი განაჩენის გამოტანას. (25.03.2005 N1204)

7.თუ სამოქალაქო მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, ან მხარეები მორიგდნენ, სასარჩელო წარმოებაწყდება.

მუხლი 15. სისხლის სამართლის პროცესის შეჯიბრებითობა

1.სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობისსაფუძველზე.

2.ბრალდების, დაცვისა და საქმის გადაწყვეტის ფუნქციები გამოყოფილია ერთმანეთისაგან და არ შეიძლება დაეკისროს ერთსა და იმავე ორგანოს ან ერთსა და იმავე თანამდებობის პირს.

3.მხარეებს სრული თანასწორობის საფუძველზე უფლება აქვთ წარმოადგინონ მტკიცებულებანი, მონაწილეობა მიიღონ მათს გამოკვლევაში, განაცხადონ შუამდგომლობა და აცილება, გამოთქვან საკუთარი აზრი სისხლის სამართლის საქმის ნებისმიერ საკითხზე.

4.შეჯიბრებითობა წინასწარ გამოძიებაში უზრუნველყოფილია იმით, რომ: ბრალდების ფუნქცია ეკისრება პროკურორს, აგრეთვე დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელესა და მათ წარმომადგენლებს; დაცვის უფლება აქვთ ბრალდებულს, დამცველს, სამოქალაქო მოპასუხესა და მის წარმომადგენელს; დაწესებულია სასამართლო კონტროლი გამომძიებლისა და პროკურორის იმ საპროცესო მოქმედებაზე, რომელიც დაკავშირებულია მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვასთან; ეჭვმიტანილს, ბრალდებულს, დამცველსა და პროცესის სხვა მონაწილეს ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით უფლება აქვთ სასამართლოში გაასაჩივრონ გამომძიებლის ან პროკურორის უარი შუამდგომლობის, საჩივრისა თუ განცხადების დაკმაყოფილებაზე. (25.03.2005 N1204)

5.სასამართლო არ არის სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანო, არ ასრულებს დაცვისა და ბრალდების ფუნქციას. სასამართლო ბრალდებისა და დაცვის მხარეებს უქმნის საჭირო პირობებს მტკიცებულებათა წარდგენისათვის, მათი ყოველმხრივი და სრული გამოკვ- ლევისათვის.

6.სასამართლო შებოჭილი არ არის მხარეთამოსაზრებებით.

(საქართველოს 1999 წლის 13 მაისის N1958 კანონი, „საქართველოს რესპუბლიკა“ N130 18.05.99წ.)

მუხლი 151. საპროცესო შეთანხმება საპროცესო შეთანხმება ხორციელდება სასამართლოს დამოუკიდებლობის

პრინციპის დაცვით. საპროცესო შეთანხმებების მიზანია სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფა. (13.02.2004 N3287)

მუხლი 16. სისხლის სამართლის პროცესის საქვეყნოობა

1.სისხლისსამართლის საქმის განხილვა ყველა სასამართლოში ღიაა.

2.სასამართლოს შენობაში, ასევე სისხლის სამართლის საქმის განხილვის ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება, სტენოგრაფირება და აუდიოჩაწერა ხორციელდება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით.

(11.07.2007 N5289)

3.ამოღებულია (11.07.2007 N5289)

4.საქმის განხილვისას სასამართლოს (მოსამართლის) განჩინებით (დადგენილებით) შეიძლება ჩატარდეს მთლიანად ან ნაწილობრივ დახურული

სასამართლო სხდომა: სახელმწიფო, სამსახურებრივი ან კომერციული საიდუმლოების დაცვის მიზნით; პირადი მიმოწერის და სატელეგრაფო შეტყობინების სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებისას, თუ ამაზე თანახმა არ არის პირი; ბრალდებულის სამართალში მიცემისას. მთლიანად ან ნაწილობრივ დახურულ სასამართლო სხდომაზე მხარის მოთხოვნით აგრეთვე განიხილება: არასრულწლოვნის დანაშაულის საქმე, სქესობრივი დანაშაულის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის და სხვა კატეგორიის საქმეები, რათა არ გახმაურდეს ცნობები საქმეში მონაწილე პირის ინტიმური ან პირადი ცხოვრების საიდუმლოების შესახებ, როდესაც ამას მოითხოვს პროცესის მონაწილისა და მისი ოჯახის წევრების ან ახლო ნათესავების პირადი უსაფრთხოების დაცვა. (20.06.2006. N3310)

5.დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილება აგრეთვე საგამოძიებო ორგანოების წარდგინება (შუამდგომლობა) სასამართლო ბრძანებისა და დადგენილების გამოთხოვის შესახებ (გარდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების

შემთხვევისა). (3.07.2007 N5182)

6.დახურულ სხდომაზე საქმის განხილვა წარმოებს ყველა საპროცესო წესის

დაცვით.

7.სასამართლო განაჩენი, განჩინება, დადგენილება ყველა შემთხვევაში საქვეყნოდ ცხადდება.

8.წინასწარი გამოძიების მასალების გახმაურების საკითხს წყვეტს გამომძიებელი ან პროკურორი უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვით. (25.03.2005 N1204)

9.16 წელსმიუღწეველი პირი სასამართლო სხდომის დარბაზში არ დაიშვება.

10.შეიარაღებული პირი სასამართლო სხდომის დარბაზში დაიშვება მხოლოდ სასამართლო სხდომის თავმჯდომარის ნებართვით.

(საქართველოს 1999 წლის 13 მაისის N1958 კანონი, „საქართველოს რესპუბლიკა“ N130 18.05.99წ.

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის N287-IIს კანონი, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ N 18 2000 წ.)

მუხლი 17. სისხლის სამართლის პროცესის ენა (25.03.2005 N1204)

1.სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება ქართულ ენაზე, აფხაზეთში – აგრეთვეაფხაზურ ენაზე.

2.პროცესის მონაწილეს, რომელმაც არ იცის ან სათანადოდ არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა, უფლება აქვს გააკეთოს განცხადება, მისცეს ჩვენება და განმარტება, განაცხადოს შუამდგომლობა და აცილება, შეიტანოს საჩივარი, სასამართლოში გამოვიდეს მშობლიურ ენაზე ან სხვა ენაზე, რომელიც იცის. ამ შემთხვევებში, აგრეთვე საქმის მასალების გაცნობისას პროცესის მონაწილეს უფლება აქვს ისარგებლოსთარჯიმნის მომსახურებით.(25.03.2005 N1204)

3.საგამოძიებო და სასამართლო დოკუმენტები, რომლებიც კანონის მოთხოვნათა შესაბამისად უნდა გადაეცეს ბრალდებულს ან პროცესის სხვა მონაწილეს, უნდა

ითარგმნოს მისმშობლიურ ენაზე ან სხვაენაზე, რომელიც მან იცის.

4.ორგანო, რომელიც პროცესს აწარმოებს, ვალდებულია პროცესის მონაწილეებს განუმარტოს ამ მუხლის მე-2-3 ნაწილებში აღნიშნული მათიუფლებები.

5.სისხლის სამართლის საქმეში მონაწილე თარჯიმნის შრომისანაზღაურება ხდება სახელმწიფოს ხარჯზე.

6.ყველა საპროცესოაქტი დგებასისხლის სამართლის პროცესის ენაზე.

7.გამომძიებელი, პროკურორი და მოსამართლე ვალდებულნი არიან სრულყოფილად იცოდნენ სისხლისსამართლის პროცესისენა. (25.03.2005 N1204)

მუხლი 18. საქმის გარემოებათა ყოველმხრივი, ობიექტური და სრული გამოკვლევა

1.გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე და სასამართლო ვალდებულნი არიან უტყუარად დაადგინონ, მოხდა თუ არა დანაშაული, ვინ ჩაიდინა იგი, და გაარკვიონ მტკიცების საგნის ყველა სხვა გარემოება სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. (25.03.2005 N1204)

2.საქმის გარემოებათა გამოკვლევა უნდა იყოს ყოველმხრივი, ობიექტური და სრული. ერთნაირი გულმოდგინებით უნდა გაირკვეს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის როგორც მამხილებელი, ისე გამამართლებელი, აგრეთვე მათი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელიგარემოებანი.

3.ეჭვმიტანილის, ბრალდებულისა და დამცველის ყველა განცხადება და საჩივარი უდანაშაულობისა თუ ნაკლები ბრალის, დანაშაულში სხვა პირთა მონაწილეობის, დანაშაულის გამოძიების ან სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონიერების სხვადარღვევების თაობაზე გულდასმითუნდა შემოწმდეს.

მუხლი 19. მტკიცებულების შეფასება შინაგანი რწმენით

1.არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე და სასამართლო მტკიცებულებებს აფასებენ თავიანთი შინაგანი რწმენით. (25.03.2005 N1204)

2.მტკიცებულებათა შეფასება ხდება იმ მიზნით, რომ გაირკვეს: მათი დამოკიდებულება საქმისადმი (შესახებობა), დაცული იყო თუ არა საპროცესო კანონი მათი შეკრებისას (დასაშვებობა), მათი უტყუარობა და საკმარისობა დანაშაულის ჩადენის შესახებ დასკვნისათვის. მტკიცებულებათა შეფასება ხდება სისხლის სამართლის კანონისა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონის მოთხოვნათა დაცვით.

3.ბრალდებულის აღიარება, თუ ის არ დასტურდება სხვა მტკიცებულებებით, საკმარისი არ არის მის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ დასკვნისათვის. განაჩენი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას.

მუხლი 20. სისხლის სამართლის პროცესის უშუალობა და ზეპირობა (25.03.2005

N1204)

1. ორგანო ან თანამდებობის პირი, რომელიც პროცესს აწარმოებს, ვალდებულია

დაკითხოს დაზარალებული და მოწმე, შეისწავლოს და მოისმინოს ექსპერტის დასკვნა, შეამოწმოს ნივთიერი მტკიცებულებები. ამ წესისაგან გადახვევა დასაშვებია მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ განსაკუთრებულ შემთხვევებში. (28.04.2006. N936)

2.წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს დაკითხული პირი ჩვენებასიძლევა ზეპირად. ჩვენება ოქმში უნდა იქნესშეტანილი. (25.03.2005 N1204)

3.სასამართლო გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს მხოლოდ ის მტკიცებულებები, რომლებიც გამოკვლეული იყო სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით.

მუხლი 21. საპროცესო მოქმედებისა და გადაწყვეტილების გასაჩივრების თავისუფლება

1.სისხლის სამართლის პროცესის მონაწილემ, აგრეთვე სხვა პირმა და ორგანომ კანონით დადგენილი წესით შეიძლება გაასაჩივრონ სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანოს (თანამდებობის პირის) მოქმედება და გადაწყვეტილება. (25.03.2005 N1204)

2.ორგანოს, რომელიც პროცესს აწარმოებს, უფლება არა აქვს საჩივარი გამოიყენოს საჩივრის შემტანი პირის ან იმ პირის საზიანოდ, რომლის ინტერესების დასაცავადაც იგი იყო შეტანილი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სხვა პირმა ან ორგანომ შეიტანა საწინააღმდეგო ხასიათის საჩივარი, ანდა საჩივრის შემოწმებისას დადგინდა სხვა გარემოებები.

თავი III

სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება და სახეები (25.03.2005 N1204)

მუხლი 22. სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება (25.03.2005 N1204) პროკურორი ან პროკურორისთანხმობით გამომძიებელი ვალდებულია

დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა, თუ საამისოდ არსებობს საკმარისი საფუძველი.“

მუხლი 23. სისხლისსამართლებრივი დევნის სახეები სისხლისსამართლებრივი დევნა შეიძლება იყოს საჯარო, სუბსიდიური, კერძო-

საჯარო და კერძო.

მუხლი 24. საჯარო სისხლისსამართლებრივი დევნა 1. საჯარო სისხლისსამართლებრივი დევნა ხორციელდება ყველა კატეგორიის

დანაშაულის საქმეებზე.

2.საჯარო სისხლისსამართლებრივ დევნას ახორციელებენ პროკურორი და გამომძიებელი.

3.საჯარო სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებისას პროკურორი და გამომძიებელი შებოჭილნი არ არიან დაზარალებულისა და სხვა პირთა პოზიციით. (25.03.2005 N1204)

4.ამოღებულია (25.03.2005 N1204)

5.ბრალდების წარდგენისათვის საკმარის მტკიცებულებათა შეკრების შემდეგ გამომძიებელს პროკურორის თანხმობით ან პროკურორს გამოაქვს დადგენილება პირის ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

(25.03.2005 N1204)

51. ბრალდების წარდგენისათვის საკმარის მტკიცებულებათა შეკრების შემდეგ, თუ გამომძიებელი პროკურორის თანხმობით ან პროკურორი არ გამოიტანს დადგენილებას პირის ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, დაზარალებულს, მის წარმომადგენელს, სამოქალაქო მოსარჩელეს, აგრეთვე იმ პირს, რომლის მიმართაც ხდება მტკიცებულებათა შეკრება, უფლება აქვს ამ კოდექსით დადგენილი წესით ზემდგომ პროკურორთან ან გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში შეიტანოს საჩივარი და მოითხოვოს სისხლისსამართლებრივი დევნისდაწყება. (17.06.2005. N1681)

52. ბრალდებულს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების გადაცემიდან 10 დღის ვადაში უფლება აქვს ამ კოდექსით დადგენილი წესით ზემდგომ პროკურორთან ან გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში შეიტანოს საჩივარი სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შეგნებულად გაჭიანურების თაობაზე. საჩივრის დაკმაყოფილება წარმოადგენს ამ პირის მიმართ ამ კონკრეტულ ბრალდებასთან დაკავშირებით არსებული ყველა იმ მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის საფუძველს, რომლებიც მოპოვებულ იქნა წინასწარი გამოძიების დროს მას შემდეგ, რაც შეიქმნა პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საკმარისი საფუძველი. (20.12.2005

N 2359)

53. ამ მუხლის 51 და 52 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში რაიონული (საქალაქო) სასამართლო საჩივარს იხილავს ამ კოდექსის 242-ე მუხლით განსაზღვრული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება ექვემდებარება გასაჩივრებას ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ან საოლქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში.

(17.06.2005. N1681)

6. პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების გამოტანიდან არა უგვიანეს 48 საათისა, ხოლო დანიშნულ დროს ბრალდებულის გამოუცხადებლობის შემთხვევაში – მისი მიყვანისთანავე, გამომძიებელი ამ დადგენილებას წარუდგენს ბრალდებულს. გამომძიებელი უფლებამოსილია, ამ კოდექსის 311-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით დაკითხოს ბრალდებული წაყენებული ბრალდების გამო. დაკითხვაში მონაწილეობის უფლება აქვთ პროკურორსა და დამცველს. პირისათვის ბრალდების წარდგენისა და მისი ბრალდებულის სახით დაკითხვის ამ ნაწილით დადგენილი წესი არ გამოიყენება, თუ ბრალდებული თავსარიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას.

7. წინასწარი გამოძიების დამთავრების შემდეგ პროკურორი, თუ არსებობს საამისო საფუძველი, ადგენს საბრალდებო დასკვნას და მის ასლს გადასცემს ბრალდებულს.

თუ ბრალდებული თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას, საბრალდებოდასკვნის ასლი გადაეცემამის დამცველს. (29.12.2006. N4212)

8. პროკურორის მიერ ბრალდების შეცვლა და ბრალდებაზე უარის თქმა სავალდებულოა გამომძიებლისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გამომძიებელს უფლება აქვს ამ საკითხის გადასაწყვეტად მიმართოს ზემდგომ პროკურორს (58-ე მუხლი). თუ პროკურორი სასამართლოში უარს იტყვის ბრალდებაზე, სასამართლო ვალდებულია შეწყვიტოს სისხლის სამართლის საქმე ან გამოიტანოს გამამართლებელი განაჩენი. სასამართლოში ბრალდების შეცვლისას პროკურორი ვალდებულია სასამართლოს წარუდგინოს ბრალდების ახალი წერილობითი ფორმულირება.

(საქართველოს 1999 წლის 13 მაისის N1958 კანონი, „საქართველოს რესპუბლიკა“ N130 18.05.99წ.)

მუხლი 25. სუბსიდიური სისხლის სამართლებრივი დევნა 1. დაზარალებულსა და მის წარმომადგენელს უფლება აქვთ მხარი დაუჭირონ

პროკურორისმიერ ფორმულირებულ სახელმწიფო ბრალდებას.

2. თუ პროკურორი უარს იტყვის ბრალდებაზე ან შეცვლის ბრალდებას, დაზარალებულს ან მის წარმომადგენელს უფლება აქვს სასამართლოში მხარი დაუჭიროს წინანდელ ბრალდებას. ასეთ შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი დევნა არ წყდება, ხოლო პროკურორს უფლება აქვს არ მიიღოს მონაწილეობა საქმის შემდგომგანხილვაში. (25.03.2005 N1204)

(საქართველოს 1999 წლის13 მაისის N1958 კანონი, „საქართველოს რესპუბლიკა“ N130 18.05.99წ.)

მუხლი 26. კერძო-საჯარო სისხლისსამართლებრივი დევნა (25.03.2005 N1204) 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით, 138-ე მუხლის პირველი ნაწილით, 139-ე, 153-ე, 157-ე, 167-ე, 175-ე, 189-ე და

1891 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენის შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი დევნა იწყება მხოლოდ დაზარალებულის საჩივრის საფუძველზე და ბრალდებულთან დაზარალებულის შერიგების გამო არ წყდება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სისხლისსამართლებრივი დევნის გაგრძელებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს როგორც დაზარალებულს, ისე ბრალდებულს. (11.04.2006

N2835)

2. თუ საქმეს ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული რომელიმე დანაშაულის შესახებ განსაკუთრებული საზოგადოებრივი მნიშვნელობა აქვს, ამასთანავე, დაზარალებულს უმწეო მდგომარეობის ან ბრალდებულზე დამოკიდებულების გამო არ შეუძლია დაიცვას თავისი უფლებები და კანონიერი ინტერესები, პროკურორს უფლება აქვს დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა, თუნდაც არ არსებობდეს დაზარალებულის საჩივარი, ოღონდ იმ პირობით, რომ ქმედუნარიან დაზარალებულს ამაზეწერილობითითანხმობა აქვს მიცემული.“.

მუხლი 27. კერძო სისხლისსამართლებრივი დევნა 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 125-ე მუხლებით

გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩამდენი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა იწყება მხოლოდ დაზარალებულის საჩივრის საფუძველზე და უნდა შეწყდეს ბრალდებულთან დაზარალებულის შერიგებისგამო. (25.03.2005 N1204)

2.შერიგება დასაშვებია სასამართლოს (მოსამართლის) სათათბირო ოთახში გასვლამდე, მათ შორის, სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვისას.

3.შერიგების შემთხვევაში მხარეები უნდა მორიგდნენ სასამართლო ხარჯების ანაზღაურებაზე. თუ მორიგებავერხერხდება, ხარჯებსსასამართლო ანაწილებს.

4.პროკურორი უფლებამოსილია სასამართლო გამოძიების დაწყებამდე ჩაებას კერძო ბრალდების საქმეში, თუ ამას წერილობით მოითხოვენ მხარეები ანდა მოითხოვს მხოლოდ დაზარალებული ან მისი კანონიერი წარმომადგენელი. პროკურორი უფლებამოსილია ჩაებას აღნიშნული კატეგორიის საქმეში, თუ ამ უკანასკნელს განსაკუთრებული საზოგადოებრივი მნიშვნელობა აქვს. ასეთ შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი დევნა არ შეიძლება შეწყდეს მხარეთა შერიგებით. (28..04.2006 N936)

5.თუ კერძო ბრალდების საქმეზე მხარეები ერთმანეთს ბრალდებებს უყენებენ, მოსამართლე თავისი დადგენილებით დაზარალებულს ცნობს ბრალდებულადაც, ხოლო ბრალდებულს_ დაზარალებულადაც.

(საქართველოს 1998 წლის26 ივნისის N1506-IIს კანონი, „საქართველოს რესპუბლიკა“ N183 21.07.98წ. საქართველოს 1999 წლის13 მაისის N1958 კანონი, „საქართველოს რესპუბლიკა“ N130 18.05.99წ. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის N287-IIს კანონი, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ N 18 2000

წ.)

მუხლი 28. სისხლისსამართლებრივი დევნისა და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის საფუძვლები (25.03.2005 N1204)

1. სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს, ხოლო დაწყებული დევნა და წინასწარი გამოძიება უნდა შეწყდეს:

ა) თუ არ არსებობს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება;

ბ) თუ ქმედება არ არის მართლსაწინააღმდეგო; გ) თუ ახალი კანონიაუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას;

დ) თუ კანონი, რომელსაც ემყარება ბრალდება, არაკონსტიტუციურად არის ცნობილი;

ე) თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნისხანდაზმულობის ვადა;

ვ) თუ გამოცემულია ამნისტიის აქტი, რომელიც პირს ათავისუფლებს ჩადენილი ქმედებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან;

ზ) თუ არ არსებობს დაზარალებულის საჩივარი კერძო-საჯარო და კერძო ბრალდების საქმეთა გამო, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამ საქმეთა გამო სისხლისსამართლებრივ დევნას ახორციელებს პროკურორი (ამ კოდექსის 27-ე მუხლის მე-4 ნაწილი);

თ) თუ დაზარალებული შეურიგდა ბრალდებულს კერძო ბრალდების საქმეთა

გამო, გარდა ამ კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილსა და 27-ე მუხლის მე-4 ნაწილში აღნიშნული შემთხვევებისა, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის

69-ე და 891 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში; ი) თუ არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი იმავე ბრალდების გამო

ანდა სასამართლოს (მოსამართლის) განჩინება (დადგენილება) იმავე ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნისშეწყვეტის თაობაზე;

კ) თუ არსებობს სასამართლოს ან პროკურორის დადგენილება (განჩინება) სისხლისსამართლებრივი დევნისა და წინასწარი გამოძიების შეწყვეტისშესახებ;

ლ) თუ ვითარებისშეცვლის შედეგად ქმედება აღარ არის საშიში; მ) თუ პროკურორი და დაზარალებული უარს იტყვიან ბრალდებაზე ამ

კოდექსითგათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით;

ნ) ამ კოდექსის 6791 მუხლის მე-5 ნაწილით და 6798 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

ო) დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღების გამო (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 21-ე მუხლი);

პ) ქმედითი მონანიების გამო (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის

68-ე და 322-ე მუხლები) და იმავე კოდექსის 203-ე, 221-ე, 223-ე, 236-ე, 260-ე, 323-ე, 339-ე, 370-ე, 371-ე, 375-ე, 388-ე და 389-ე მუხლების შენიშვნებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

ჟ) მსჯავრდებულიშეწყალებულია.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, სისხლისსამართლებრივი დევნა აგრეთვე არ უნდა დაიწყოს, ხოლო დაწყებული უნდა შეწყდეს, თუ:

ა) პირს არ მიუღწევია იმ ასაკისათვის, რომლიდანაც დგება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 36-ე–38-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

ბ) გარდაიცვალა ეჭვმიტანილი, ბრალდებული ან ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემი პირი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საქმის წარმოება საჭიროა გარდაცვლილის რეაბილიტაციისა და ახლად გამოვლენილ ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათაგამო გამოძიების წარმართვისათვის;

გ) გასულია ამ კოდექსის 75-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული

ვადა. (17.06.2005. N1681)

დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით ან 362-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებები ჩადენილია პირის მიერ საქართველოს

სისხლის სამართლის კოდექსის 1431 ან/და 1432 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში დაზარალებულადყოფნის გამო. (20.06.2006. N3310)

ე) პირმა დანაშაული ჩაიდინა შეურაცხაობის მდგომარეობაში, რაც დადასტურებულია სახელმწიფო სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის

დასკვნით. (3.07.2007 N5182)

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევების

გარდა, საქართველოში ექსტრადირებული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა აგრეთვე უნდა შეწყდეს ბრალდების იმ ნაწილში, რომლისთვისაც იგი არ ყოფილა გადმოცემული საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად. სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ წინასწარი გამოძიების დროს გადაწყვეტილებას დასაბუთებული დადგენილებით ან განჩინებით იღებს პროკურორი ან სასამართლო (მოსამართლე).

4.თუ ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული გარემოებები გამოვლინდება სასამართლო განხილვის სტადიაზე, სასამართლო ამთავრებს საქმის განხილვას და გამოაქვს გამამართლებელი განაჩენი. იგივე წესი გამოიყენება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 36-ე–38-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

5.თუ ამ მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „პ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული გარემოებები გამოვლინდება სასამართლო განხილვის სტადიაზე, სასამართლო ამთავრებს საქმის განხილვას და გამოაქვს გამამტყუნებელი განაჩენი, ამასთანავე, განსასჯელს ათავისუფლებს სასჯელისმოხდისაგან. (17.06.2005. N1681)

6.ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“, „ე“, „ვ“, „ლ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლით სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტა დაუშვებელია, თუ ბრალდებული ამის წინააღმდეგია. ასეთ შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და წინასწარი გამოძიება გრძელდება ჩვეულებრივი წესით და მთავრდება გამამართლებელი ან გამამტყუნებელი განაჩენითა და განსასჯელისსასჯელის მოხდისაგან განთავისუფლებით.“.

მუხლი 29. სისხლისსამართლებრივი დევნის შეჩერების საფუძვლები დავადები (25.03.2005 N1204)

1. სისხლისსამართლებრივიდევნა ჩერდება:

ა) ამოღებულია (29.12.2006) ბ) ამოღებულია (29.12.2006)

გ) თუ ბრალდებული მძიმე ავადმყოფობით დაავადდა, რაც დადასტურებულია სახელმწიფო სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით – დაუყოვნებლივ ამ ფაქტის დადგენიდან ბრალდებულის გამოჯანმრთელებამდე; (3.07.2007 N5182)

დ) თუ სასამართლომ მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კანონის კონსტიტუციურობის თაობაზე – მიმართვის დღიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მიერგადაწყვეტილების მიღებამდე;

ე) თუ დაისვა საკითხი პირისათვის იმუნიტეტის ჩამორთმევის ან პირის უცხო სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ – საკითხის დასმის დღიდან მის ოფიციალურად გადაწყვეტამდე;

ვ) საქართველოს პარლამენტმა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ თანხმობა არ მისცეს შესაბამისად საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს კონტროლის

პალატის თავმჯდომარის, მოსამართლის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაზეიმ ვადით, რა ვადაშიც პირსიცავს იმუნიტეტი; (30.03.2007 N4579)

ზ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 ან/და 1432 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში დაზარალებული პირის მიმართ – მოსაფიქრებელი ვადის განმავლობაში.(20.06.2006. N3310)

2.ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული რომელიმე გარემოების არსებობის შემთხვევაში მოსამართლეს ან პროკურორს გამოაქვს დასაბუთებული გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეჩერების შესახებ. თუ ამ საქმეში ჩაბმულია ორი ან რამდენიმე ბრალდებული, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნის შეჩერების საფუძველი ყველა ბრალდებულს არ შეეხება, პროკურორს შეუძლია გამოყოს და შეაჩეროს სისხლისსამართლებრივი დევნა ცალკეული ბრალდებულისმიმართ.

3.ამოღებულია (29.12.2006. N4212)

თავი IV

სამოქალაქო სარჩელისისხლის სამართლის საქმეში მუხლი 30. სამოქალაქო სარჩელი და მისი წარდგენის საფუძველი

1.პირს, რომელსაც უშუალოდ დანაშაულის შედეგად მიადგა ქონებრივი, ფიზიკური ან მორალური ზიანი, უფლება აქვს სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება და ამ მიზნით წარადგინოს სამოქალაქო სარჩელი.

2.იურიდიულ პირს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში უფლება აქვს მოითხოვოს ქონებრივი და მორალური ზიანისანაზღაურება.

3.ქონებრივი ზიანი ანაზღაურდება სრული მოცულობით, პირდაპირი ზიანისა და ანაცდენი სარგებლისსახით, საშუალო-საბაზროფასებითინდექსაციის გამოყენებით.

4.ფიზიკური ზიანი ანაზღაურდება დაკრძალვაზე, მკურნალობაზე, პროთეზირებასა და მედიკამენტების შეძენაზე გაწეული ხარჯების, გადახდილი სადაზღვევოთანხების, დახმარებისა და პენსიის კომპენსაციით.

5.მორალური ზიანი ანაზღაურდება ფულადი და სხვა ქონებრივი გამოხატულებით, დაზარალებულისათვის დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანისათვის, მათ შორის, დასახიჩრების, დამახინჯების, ბიოლოგიური და ფსიქიკური ფუნქციების მოშლისა თუ დაქვეითებისათვის, აგრეთვე სხვა სახის ფიზიკური თუ მორალური ზიანით გამოწვეული განცდებისათვის. დანაშაულის შედეგად მიყენებული მორალური ზიანისათვის ფულადი კომპენსაციის ოდენობას ადგენს სასამართლო ზიანის სიმძიმისა და ბრალდებულის (სამოქალაქო მოპასუხის) ქონებრივი მდგომარეობისგათვალისწინებით.

6.ამოღებულია (3.07.2007 N5182)

მუხლი 31. სამოქალაქო სარჩელის საგამოძიებო ქვემდებარეობა და განსჯადობა 1. სამოქალაქო სარჩელი შეიძლება წარდგენილ იქნეს იმ გამომძიებელთან ან

პროკურორთან, რომლის წარმოებაშიცაა სისხლისსამართლის საქმე. (25.03.2005 N1204)

2. სამოქალაქო სარჩელს განიხილავს და წყვეტს სასამართლო, რომლის განსჯადიცაა სისხლისსამართლის საქმე.

მუხლი 32. სამოქალაქო სარჩელის წარდგენის უფლების განმარტება (25.03.2005 N1204)

თუ გამომძიებელი, პროკურორი ან სასამართლო სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან დარწმუნდება, რომ პირს აქვს სამოქალაქო სარჩელის წარდგენის უფლება, იგი ვალდებულია წერილობითშეატყობინოს მას ამ უფლებისთაობაზე.

მუხლი 33. სამოქალაქო სარჩელის წარდგენა

1.თუ პირს მიაჩნია, რომ ზიანი მიადგა დანაშაულის შედეგად, მას უფლება აქვს წარადგინოს სამოქალაქო სარჩელი სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე საბრალდებო დასკვნისშედგენამდე. (3.07.2007 N5182)

2.თუ გარდაიცვალა პირი, რომელსაც ზიანი მიადგა დანაშაულის შედეგად, სამოქალაქო სარჩელის წარდგენისა და დაცვის უფლება გადადის გარდაცვლილის მემკვიდრეებზე, ხოლო იურიდიული პირის რეორგანიზაციის შემთხვევაში, რომელსაც ზიანი მიადგა დანაშაულის შედეგად, ეს უფლება ეკუთვნის მის

უფლებამონაცვლეს. (3.07.2007 N5182)

3.ფიზიკურმა პირმა სამოქალაქო სარჩელი შეიძლება განაცხადოს ზეპირი ფორმითაც, რაც ოქმში უნდა იქნესშეტანილი.

4.თუ თანამდებობის პირს ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის

კოდექსის 1441, 1442 ან 1443 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა და იგი მიიმალა ან მისი ადგილსამყოფელი დაუდგენელია, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელი შეიძლება წარედგინოს სახელმწიფოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. (29.12.2006. N4207 ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან)

5.სამოქალაქო სარჩელი სისხლის სამართლის საქმეზე სახელმწიფო ბაჟით არ იბეგრება.

6.პირს, რომელსაც არ წარუდგენია სამოქალაქო სარჩელი სისხლის სამართლის საქმეზე, ასევე პირს, რომლის სარჩელიც განუხილველი დარჩა, უფლება აქვს წარადგინოს იგი სამოქალაქო სამართალწარმოებისწესით.

7.სამოქალაქო სამართალწარმოების წესით წარდგენილ სარჩელზე უარის მიღება მოსარჩელეს უფლებას ართმევს განმეორებით წარადგინოს იგივე სარჩელი სისხლის სამართლის საქმეზე.

8.სისხლის სამართლის საქმეზე სარჩელის უარყოფის შემთხვევაში აღარ შეიძლება მისიწარდგენა სამოქალაქო სამართალწარმოებისწესით.

მუხლი 34. შეგებებული სამოქალაქო სარჩელის წარდგენა კერძო ბრალდების საქმეზე დასაშვებია შეგებებული სამოქალაქო სარჩელის

წარდგენადა განხილვა.

მუხლი 35. სამოქალაქო მოსარჩელედ ცნობის წესი 1. თუ გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე ან სასამართლო მიიჩნევს,

რომ წარდგენილ სარჩელს საკმარისი საფუძველი აქვს, მას გამოაქვს დადგენილება (განჩინება) პირის სამოქალაქო მოსარჩელედ ცნობის შესახებ. დადგენილების (განჩინების) ასლი გადაეცემა მოსარჩელეს ან მის წარმომადგენელს. ამასთანავე, სამოქალაქო მოსარჩელეს განემარტება ამ კოდექსის 86-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები, ხოლო პირს, რომელსაც უარი ეთქვა სამოქალაქო მოსარჩელედ ცნობაზე – ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი. (25.03.2005 N1204)

2. სამოქალაქო მოსარჩელედ ცნობილ დაზარალებულს აქვს სამოქალაქო მოსარჩელის უფლება-მოვალეობებიც.

მუხლი 36. სამოქალაქო მოპასუხედ საქმეში ჩაბმა 1. განმცხადებლის სამოქალაქო მოსარჩელედ ცნობის შემდეგ გამომძიებელს,

პროკურორს, მოსამართლეს ან სასამართლოს გამოაქვს დადგენილება (განჩინება) იმის შესახებ, რომ სამოქალაქო მოპასუხედ ცნობს ბრალდებულს ან იმ პირს, რომელსაც მატერიალური და სხვა პასუხისმგებლობა ეკისრება მისი ქმედებისათვის. დადგენილების (განჩინების) ასლი და განცხადებული სამოქალაქო სარჩელის ასლი გადაეცემა სამოქალაქო მოპასუხეს ან მის წარმომადგენელს. ამასთანავე, სამოქალაქო მოპასუხეს განემარტება ამ კოდექსის 90-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება-

მოვალეობები. (3.07.2007 N5182)

2. სამოქალაქო მოპასუხედ ცნობილ ბრალდებულს აქვს სამოქალაქო მოპასუხის უფლება-მოვალეობებიც.

მუხლი 37. პროკურორის მიერ სამოქალაქო სარჩელის წარდგენა და მხარდაჭერა

1.პროკურორი ვალდებულია წარადგინოს სარჩელი, თუ იმ პირის დანაშაულის ან მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად, რომლის მიმართაც წარმოებს სისხლის სამართლის საქმე, ზიანი მიადგა სახელმწიფოს. (13.02.2004 N3287)

2.პროკურორს უფლება აქვს წარადგინოს სამოქალაქო სარჩელი დაზარალებულის თხოვნით, თუ დაზარალებული მოკლებულია შესაძლებლობას ჰყავდეს ადვოკატ- წარმომადგენელი ან დაიცვას თავისი ინტერესები ბრალდებულზე დამოკიდებულების, ავადმყოფობის, არასრულწლოვანებისა თუ სხვამიზეზით.

3.პროკურორი სასამართლოში მხარს უჭერს თავის მიერ განცხადებულ სამოქალაქო სარჩელს. მას უფლება აქვს მხარი დაუჭიროს სამოქალაქო მოსარჩელის მიერგანცხადებულ სარჩელსან გამოთქვას სარჩელის საწინააღმდეგო მოსაზრებანი.

მუხლი 371. პროკურორის სარჩელი ქონებისჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ (4.07.2007 N5197)

1. თუ პროკურორს აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ქონება არის რეკეტული ან ქურდული სამყაროს წევრს, ადამიანით მოვაჭრეს, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობს ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებულ პირს მფლობელობაში აქვს უკანონო ან დაუსაბუთებელი ქონება, იგი აღძრავს სარჩელს აღნიშნულ პირთა მფლობელობაში არსებული რეკეტული, უკანონო ან დაუსაბუთებელი ქონების, აგრეთვე ამ ქონებიდან მიღებული შემოსავლების, აქციების (წილის) ჩამორთმევისა

და სახელმწიფოსათვისგადაცემის შესახებ.

2.თუ პროკურორს აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ კოდექსის 44-ე მუხლის 47-

ენაწილში მითითებული დანაშაულის ჩადენაში მსჯავრდებულ თანამდებობის პირს მფლობელობაში აქვს უკანონო ან დაუსაბუთებელი ქონება, იგი აღძრავს სარჩელს თანამდებობის პირის მფლობელობაში არსებული უკანონო ან დაუსაბუთებელი ქონების, აგრეთვე ამ ქონებიდან მიღებული შემოსავლების, აქციების (წილის) ჩამორთმევისადა სახელმწიფოსათვის გადაცემისშესახებ.

მუხლი 372. ამოღებულია (25.03.2005 N1204)

მუხლი 38. სისხლის საპროცესო და სამოქალაქო საპროცესო სამართლის ნორმების გამოყენება სამოქალაქო სარჩელის განხილვისას

1.სამოქალაქო სარჩელის საფუძვლის მტკიცება და ფასის განსაზღვრა ხდება სისხლისსამართლის პროცესისწესით. (25.03.2005 N1204)

2.თუ სამოქალაქო სარჩელთან დაკავშირებით წარმოქმნილი საპროცესო ურთიერთობები მოწესრიგებული არ არის ამ კოდექსით, გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა, რომელიც არ ეწინააღმდეგება სისხლის საპროცესო სამართლის პრინციპებს.

3.სარჩელზე უარი, სარჩელის ცნობა და მორიგება ხდება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, მაგრამ იმ პირობით, რომ დაცულ იქნეს მოთხოვნები სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცების საგნის ყველა ელემენტის დადგენისშესახებ (112-ე მუხლი).

(საქართველოს 1999 წლის 13 მაისის N1958 კანონი, „საქართველოს რესპუბლიკა“ N130 18.05.99წ.)

მუხლი 39. მატერიალური სამართლის ნორმების გამოყენება სამოქალაქო სარჩელის განხილვისას

1.სამოქალაქო სარჩელის განხილვისას ზიანის ანაზღაურების საფუძველს, პირობას, მოცულობასა და წესს განსაზღვრავს სამოქალაქო, შრომისა და სხვა კანონმდებლობა.

2.სისხლის სამართლის საქმეთა გამო აღძრულ სამოქალაქო სარჩელებზე არ ვრცელდება სამართლის სხვა დარგებში დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები.

მუხლი 40. მოსარჩელის უარი სამოქალაქო სარჩელზე

1.სამოქალაქო მოსარჩელეს საქმის წარმოების ნებისმიერ მომენტში უფლება აქვს უარი თქვას სარჩელზე.

2.მოსარჩელისაგან უარის მიღებამდე გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე ან სასამართლო, რომლის წარმოებაშიცაა სისხლის სამართლის საქმე, ვალდებულია მოსარჩელეს განუმარტოს სამოქალაქო სარჩელზე მისი უარის სამართლებრივი შედეგები და შეადგინოს ოქმი ან ამის შესახებ სათანადო აღნიშვნები შეიტანოს შესაბამისსაგამოძიებო ოქმში. (25.03.2005 N1204)

3.სამოქალაქო სარჩელზე უარის მიღების შესახებ ორგანოს, რომელიც პროცესს

აწარმოებს, გამოაქვს განჩინება (დადგენილება).

4. სარჩელზე უარს მოსდევს სარჩელის გამო წარმოების შეწყვეტა, რაც სამოქალაქო მოსარჩელეს ართმევს უფლებას განმეორებით წარუდგინოს სარჩელი იმავე პირს და იმავე საფუძვლით, როგორცსისხლის, ისე სამოქალაქო სამართალწარმოებისწესით.

მუხლი 41. სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილება და უარყოფა

1.სასამართლოს უფლება აქვს მთლიანად ან ნაწილობრივ დააკმაყოფილოს ან უარყოს სამოქალაქო სარჩელი გამამტყუნებელ განაჩენში, აგრეთვე ამ კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“, „ვ“, „ლ“ და „ჟ“ ქვეპუნქტებში და იმავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული საფუძვლებით სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილებაში

(განჩინებაში).(3.07.2007 N5182)

2.სასამართლო ვალდებულია უარყოს სარჩელი ამ კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ი“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებში და მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლით სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარიგამოძიების შეწყვეტისას.

3.სასამართლო ვალდებულია არ განიხილოს სარჩელი ამ კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლით სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტისას, აგრეთვე თუ სამოქალაქო მოსარჩელე ან მისი წარმომადგენელი არ გამოცხადდება სასამართლო სხდომაზეარასაპატიო მიზეზით. (25.03.2005 N1204)

4.თუ 371 მუხლით გათვალისწინებული სარჩელი შეტანილია თანამდებობის პირის მიმართ, სასამართლო უფლებამოსილია საქმე განიხილოს და შესაბამისად გადაწყვეტილება გამოიტანოს სისხლის სამართლის საქმის არსებითად განხილვისაგან დამოუკიდებლად. (13.02.2004 N3287)

მუხლი 42. სისხლის სამართლის საქმეზე დაკმაყოფილებული სამოქალაქო სარჩელის აღსრულების თავისებურებანი

სარჩელი, რომელიც დაკმაყოფილდება სისხლის სამართლის საქმეზე, აღსრულდებასამოქალაქო საპროცესოკანონმდებლობითდადგენილი წესებით.

მუხლი 43. სამოქალაქო სარჩელის ნაწილში განაჩენის აღსრულების უზრუნველყოფა

სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს უფლება აქვს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე მიიღოს სარჩელის უზრუნველყოფის ზომები, თუ ისინი მანამდეარ ყოფილა მიღებული.

V თავი

ამ კოდექსში გამოყენებული ზოგიერთი ცნების მნიშვნელობა

მუხლი 44. ამ კოდექსში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება 1. სასამართლო _ მართლმსაჯულების განმახორციელებელი კოლეგიური ორგანო;

მოსამართლე _ ორგანო, რომელიც ერთპიროვნულად, არსებითად განიხილავს

სისხლის სამართლის საქმესა და მასალებს საპროცესო იძულების ღონისძიების გამოყენებისშესახებ.

2.ამოღებულია (25.03.2005 N1204)

3.სასამართლო ინსტანციები - პირველი, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოები. (16.03.2001 N815)

4.საგამოძიებო კოლეგია _ საოლქო სასამართლოს ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელიც გამოძიების მოსამართლეებს აერთიანებს.

5.გამოძიების მოსამართლე – ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოს და საოლქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიების მოსამართლე, რომელიც წყვეტსამ კოდექსით გათვალისწინებულ საკითხებს. (25.03.2005 N1204)

6.სასამართლო გადაწყვეტილება – სასამართლოს (მოსამართლის) განაჩენი, განჩინება, დადგენილება, ბრძანება, განკარგულება. (29.12.2006. N4208)

7.განაჩენი _ პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოების გადაწყვეტილება, რომელიც ბრალდებულს ცნობს დამნაშავედ დანაშაულის ჩადენაში ან ამართლებსმას.

8.განჩინება - კოლეგიური წესით გამოტანილი პირველი, სააპელაციო ან საკასაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება (განაჩენის გარდა) ნებისმიერ საკითხზე. (16.03.2001 N815)

9.დადგენილება – გადაწყვეტილება, რომელიც მოსამართლეს ერთპიროვნულად გამოაქვს საქმის განხილვისას; გამომძიებლის, პროკურორის გადაწყვეტილება ნებისმიერ საკითხზე, რომელიც წარმოიშობა წინასწარი გამოძიების პროცესში. (25.03.2005 N1204)

10.შემაჯამებელი გადაწყვეტილება _ გადაწყვეტილება, რომელიც ამთავრებს სისხლისსამართლის პროცესისამა თუ იმ სტადიას.

11.სასამართლო ბრძანება (მოსამართლის ბრძანება) _ მოსამართლის ერთპიროვნული გადაწყვეტილება, რომელიც იძლევა დაპატიმრების, სხვა სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების გამოყენების, მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შემზღუდველი საგამოძიებო მოქმედებებისჩატარების ნებართვას.

12.სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანო (თანამდებობის პირი) – გამომძიებელი, პროკურორი, სასამართლო (მოსამართლე). (25.03.2005 N1204)

13.პროკურორი _ საქართველოს გენერალური პროკურორი და მისადმი დაქვემდებარებული ყველა პროკურორი, მათი მოადგილეებიდა თანაშემწეები.

14.სახელმწიფობრალმდებელი - პროკურორი, რომელიცმხარს უჭერს ბრალდებასპირველი, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოებში.

(16.03.2001 N815)

15.გამომძიებელი – საქართველოს პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაბამისი სამსახურის სათანადო საგამოძიებო დანაყოფის თანამდებობის პირი, რომელიც გამოძიებას

აწარმოებსსრული მოცულობით. (22.06.2007 N 5032)

16. ამოღებულია (16.12.2005 N 2265)

161. საფინანსო-საბუღალტრო ექსპერტი – პირი, რომელსაც გააჩნია შესაბამისი ცოდნა და განათლება მხარის მიერ დასმულ საკითხებზე საექსპერტო კვლევის ჩასატარებლად და დასკვნის შესადგენად. (27.12.2005 N 2543)

17.ამოღებულია (25.03.2005 N1204)

18.მხარეები _ სისხლის სამართლის პროცესის მონაწილენი, რომლებიც იცავენ საკუთარ ან მარწმუნებლებისინტერესებს სისხლის სამართლის საქმეში.

19.ბრალდების მხარე – პროკურორი, აგრეთვე დაზარალებული, სამოქალაქო მოსარჩელედა მათი წარმომადგენლები. (25.03.2005 N1204)

20.დაცვის მხარე _ ეჭვმიტანილი, ბრალდებული, განსასჯელი, დამცველი, ბრალდებულის მშობელი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი, სამოქალაქო მოპასუხედა მისი წარმომადგენელი.

21.ახლო ნათესავი – მშობელი, შვილად ამყვანი, შვილი, შვილობილი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე (მათ შორის, განქორწინებული). ამ კოდექსის XXIV თავის მიზნებისათვის ახლო ნათესავად ითვლება ოჯახის წევრი, პირდაპირი აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავი, და და ძმა, მშობლისა და შვილის გერები, მეუღლისდა, ძმა და მშობელი. (24.06.2004 N 208)

211. ოჯახის წევრი – მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე ეჭვმიტანილთან, ბრალდებულთან ან განსასჯელთან მუდმივად მცხოვრები პირი.(24.06.2004 N 208)

212. დაკავშირებული პირი – პირი, რომელსაც იურიდიული დოკუმენტაციის საფუძველზე საკუთრებაში აქვს ქონება და არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომ იგი მიღებულია ეჭვმიტანილის, ბრალდებულის ან განსასჯელის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად და ამ ქონებით სარგებლობს ეჭვმიტანილი, ბრალდებული ან განსასჯელი. (24.06.2004 N 208)

22.კანონიერი წარმომადგენელი_ ახლო ნათესავი, მეურვე, მზრუნველი.

23.დასაცავი პირი _ ეჭვმიტანილი, ბრალდებული, განსასჯელი ან მსჯავრდებული, რომელსაც დამცველი იცავს.

231. ეჭვმიტანილი – პირი, რომლის მიმართ არსებობს გონივრული ეჭვის საფუძველი, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული, მაგრამ ამგვარი ეჭვი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ პირის მიმართ წაყენებულ იქნეს ბრალდება. პირი ეჭვმიტანილად ითვლება ამ კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დაკავებისთანავე ან პირის ეჭვმიტანილად ცნობისშესახებ დადგენილების გამოტანისთანავე. (13.08.2004 N 398)

24.ბრალდებული _ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული პირი.

25.განსასჯელი – ბრალდებული, რომლის მიმართ საბრალდებო დასკვნის შედგენის შემდეგ საქმე არსებითად განსახილველად ან საპროცესო შეთანხმების დადების შემდეგ დასამტკიცებლად ჩაბარდა სასამართლოს განსჯადობის მიხედვით.

(16.12.2005 N 2265)

26.მსჯავრდებული _ პირი, რომლის მიმართაც გამოტანილია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი.

27.გამართლებული _ პირი, რომლის მიმართაც გამოტანილია სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი.

28.დაპატიმრება _ წინასწარი პატიმრობა.

29.სისხლის სამართლის პროცესი – გამომძიებლის, პროკურორის, მოსამართლის, სასამართლოსა და სისხლის სამართლის პროცესის სხვა მონაწილეთა კანონით მოწესრიგებული საქმიანობა, რომელიც ხორციელდება ამ კოდექსის პირველი მუხლით გათვალისწინებული ამოცანების გადასაწყვეტად. (25.03.2005 N1204)

30.საპროცესო მოქმედება _ სამართალწარმოების ნებისმიერი ორგანოს მოქმედება, რომელიც ტარდება ამ კოდექსითდადგენილი პროცედურისფარგლებში.

31.საგამოძიებო (სასამართლო) მოქმედება _ საპროცესო მოქმედება, რომელიც ტარდება მტკიცებულებათა შეკრების, დამაგრების, შემოწმებისა და შეფასების მიზნით.

32.საპროცესო გადაწყვეტილება – გამომძიებლის, პროკურორის დადგენილება, საბრალდებო დასკვნა, სასამართლოს (მოსამართლის) განაჩენი, განჩინება, დადგენილება.

33.პროკურორის სანქცია – პროკურორის მიერ გამომძიებლის, ქვემდგომი პროკურორის დადგენილების დამტკიცება ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. (25.03.2005 N1204)

34.სისხლის სამართლის საქმე _ საგამოძიებო და სასამართლო ოქმების, დოკუმენტების, ექსპერტების დასკვნების, ნივთიერ და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა.

35.ზიანი _ უშუალო ზიანი და ანაცდენი სარგებელი.

36.ღამისდრო _ 22 საათიდან 6 საათამდე.

37.არასრულწლოვანი _ პირი, რომელსაც18 წელი არ შესრულებია.

38.მცირეწლოვანი _ პირი, რომელსაც14 წელი არ შესრულებია.

(38. მცირეწლოვანი – პირი, რომელსაც არ შესრულებია თოთხმეტი წელი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 117-ე, 137-ე, 178-ე (გარდა

პირველი ნაწილისა), 179-ე და 2381 მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – პირი, რომელსაც არ შესრულებია თორმეტი

წელი. (23.05.2007 N 4784 ამოქმედდეს 2008 წლის 1 ივლისიდან))

39.ადვოკატურა, საადვოკატო ბიურო, ფირმა _ ორგანიზაციული წარმონაქმნი, სადაც მუშაობენ საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ადვოკატთა კოლეგიების წევრები, აგრეთვე სხვა პირები, რომლებიც კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილნი არიან აწარმოონ საადვოკატო საქმიანობა.

40.ამოღებულია (19.06.2001 N949)

41.კერძო ბრალმდებელი _ დაზარალებული ან მისი წარმომადგენელი, რომელიც

მხარსუჭერს ბრალდებას სასამართლოში.

42.კერძო გამოძიება _ დაცვის მხარის მიერ განხორციელებულ მოქმედებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია დაცვისათვის საჭირო მონაცემების შეკრება და მტკიცებულებათა სახით პროცესის მწარმოებელი ორგანოსათვის წარდგენა. აღნიშნული საქმიანობაარ წესრიგდება ამ კოდექსით.

43.წინასწარი გამოძიება – უფლებამოსილი პირის მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით განხორციელებულ მოქმედებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების დადგენა და მისი ჩამდენი პირის მხილება. (25.03.2005 N1204)

431. სისხლისსამართლებრივი დევნა – ამ კოდექსით გათვალისწინებული უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელებულ მოქმედებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის მიმართ სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონებით გათვალისწინებული ღონისძიების გამოყენებისუზრუნველყოფა. (25.03.2005 N1204)

44.დამსწრე – ეჭვმიტანილის, ბრალდებულის ან განსასჯელის, აგრეთვე ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში პირის მიერ ამ კოდექსით დადგენილ შემთხვევებში მოწვეული პირი. (25.03.2005 N1204)

45.გამოძიების ადგილი _ საგამოძიებო ორგანოს ადმინისტრაციული შენობის განთავსებისადგილი.

(საქართველოს 1998 წლის26 ივნისის N1506-IIს კანონი, „საქართველოს რესპუბლიკა“ N183 21.07.98წ. საქართველოს 1999 წლის13 მაისის N1958 კანონი, „საქართველოს რესპუბლიკა“ N130 18.05.99წ. საქართველოს 1999 წლის28 მაისის კანონი, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ N18 საქართველოს 1999 წლის23 ივლისის კანონი, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ N2354-რს საქართველოს 2000 წლის 5 მაისის N287-IIს კანონი, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ N 18 2000

წ.)

46. საერთაშორისო სამართლებრივი დახმარებისმიზნებისათვის:

ა) გადაცემა – სახელმწიფოს მიერ პირის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსათვის გადაცემა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდებისშესაბამისად;

ბ) ექსტრადიცია – ერთი სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოსათვის პირის გადაცემა საერთაშორისო ხელშეკრულების ან ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად. (14.08.2003 N 2976)

47. თანამდებობის პირი (რომლის მიმართაც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი) – ამ კანონის მიზნებისათვის, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირი, საჯარო მოხელე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი ან მისი მოადგილე ანდა საწარმოში, რომელშიც სახელმწიფო ფლობს წილის (აქციათა) 50%-ს ან 50%-ზე მეტს, ხელმძღვანელობითი ან/და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი, რომელიც მსჯავრდებულია თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში სამოხელეო ანდა სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში სამსახურის ინტერესის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის

(4.07.2007 N5197)

ჩადენაში, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, გამოძალვაში, მითვისებაში ან გაფლანგვაში, გადასახადებისათვის თავის არიდებაში, საბაჟო წესების დარღვევაში, წამებაში ან წამების მუქარაში ანდა დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობაში, მიუხედავად იმისა, გათავისუფლებულია თუ არა იგი დაკავებული თანამდებობიდან.

48.ამოღებულია (28.12.2005 N 2620)

49.ქონების ჩამორთმევა – როგორც ეს გათვალისწინებულია საქართველოს სისხლისსამართლის კოდექსის 52-ე მუხლით. (28.12.2005 N 2620)

50.რეკეტი – შემოსავლის ან სხვაგვარი ქონებრივი სარგებლის სისტემატურად მიღების მიზნით წარმოებული არაერთჯერადი და ორგანიზებული საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია განზრახი დანაშაულის ჩადენასთან (თუ ნასამართლობა არ არის გაქარწყლებული ან მოხსნილი), თუ იგი განხორციელდა ორჯერ მაინც ხუთი კალენდარული წლის განმავლობაში, რომელშიც არ შედის რეკეტირის დაპატიმრებისა და სასჯელისმოხდის ვადა. (24.06.2004 N 208)

51.რეკეტული დაჯგუფება – თავისი საქმიანობით რეკეტთან დაკავშირებული იურიდიული პირი, აგრეთვე ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირთა ნებისმიერი გაერთიანება. (24.06.2004 N 208)

52.რეკეტირი – პირი, რომელიც დამოუკიდებლად ან სხვა პირთან (პირებთან) ერთად წარმართავს რეკეტული დაჯგუფების საქმიანობას, ან სხვაგვარად მონაწილეობს რეკეტული დაჯგუფების საქმიანობაში და მისთვის ცნობილია, რომ ეს დაჯგუფება რეკეტული დაჯგუფებაა, აგრეთვე უკანონოდ წყვეტს ან მონაწილეობს რეკეტულ დაჯგუფებათა ან რეკეტულ დაჯგუფებასა და სხვა პირთა შორის დავების გადაწყვეტაში. (24.06.2004 N 208)

53.რეკეტული ქონება – რეკეტიდან მიღებული ქონება, ამ ქონებიდან მიღებული შემოსავალი, რეკეტიდან მიღებული შემოსავლით შეძენილი ქონება, აგრეთვე რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, რეკეტირის ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან დაკავშირებული პირის შემოსავალი, ქონება ან ქონებიდან მიღებული შემოსავალი, რომლის მართლზომიერი საშუალებებით მიღების დამადასტურებელი საბუთი ან სხვამტკიცებულებაარ არსებობს. (24.06.2004 N 208)

54.ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი – ბრალდებული, რომლის მიმართაც განიხილება საქართველოში ექსტრადიციის საკითხი, ან პირი, რომლის მიმართაცგანიხილება საზღვარგარეთექსტრადიციის საკითხი.

55.საექსტრადიციო პატიმრობა – პატიმრობა, რომელიც გამოიყენება საზღვარგარეთ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ექსტრადიციის

უზრუნველსაყოფად. (25.03.2005 N1204)

56.სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომელი – სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფების თანამშრომელი, რომლის ვინაობა გასაიდუმლოებულია, რომელიც პროცესში მონაწილეობს ფსევდონიმით და უფლებამოსილია ჩვენება მისცეს მხოლოდ შეცვლილი გარეგნობით ან ხმით.

(22.06.2007 N 5032)

57.საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა – პროცესის მონაწილის გამოუცხადებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით და სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებებით, რომლებიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის პროცესზე გამოცხადებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოსსამედიცინო დაწესებულების შესაბამისი სპეციალისტის მიერ გაცემული, უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. წინასწარ ცნობილი საპატიო მიზეზის არსებობის თაობაზე შეტყობინება უნდა წარედგინოს სასამართლოს პირველივე შესაძლებლობისთანავე, მაგრამ პროცესის გამართვამდე არა უგვიანეს 48 საათისა. საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოდგენილ უნდა იქნეს გამოუცხადებლობიდან 5 დღეში. (28.04.2006. N2836)

58.უკანონო ქონება – ქონება, აგრეთვე ამ ქონებიდან მიღებული შემოსავალი,

აქციები (წილი), რომელიც (რომლებიც) მოპოვებულია კანონის მოთხოვნათა

დარღვევით. (22.06.2007 N 5032)

59. დაუსაბუთებელი ქონება – ქონება, აგრეთვე ამ ქონებიდან მიღებული შემოსავალი, აქციები (წილი), რომლის (რომელთა) კანონიერი საშუალებებით მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტები პირს არ აქვს ან იგი (ისინი) მოპოვებულია უკანონო ქონების გასხვისების შედეგად მიღებული ფულადი

სახსრებით. (22.06.2007 N 5032)

კარი მეორე სისხლის სამართლის პროცესის მონაწილენი

თავი VI სასამართლო

მუხლი 45. სასამართლო როგორც მართლმსაჯულების ორგანო

1.სასამართლო სახელმწიფო ხელისუფლების ერთადერთი ორგანოა, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს მართლმსაჯულება, განიხილოს სისხლის სამართლის საქმე, გამოიტანოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენი, სასჯელი დაუნიშნოსმხოლოდ დამნაშავეს.

2.მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა დაუშვებელია. სასამართლო განსჯადობის მიხედვით ვალდებულია განიხილოს სისხლის სამართლის საქმე, წარდგინება, შუამდგომლობა მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების შემზღუდველი საპროცესო მოქმედების ჩატარების შესახებ, ამ კოდექსით დადგენილი წესით შეტანილი საჩივარი გამომძიებლისა და პროკურორის უკანონო მოქმედებებისადა აქტების გამო. (25.03.2005 N1204)

3.სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოები თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ამოწმებენ ქვემდგომი სასამართლოს განაჩენის, განჩინებისა და დადგენილებისკანონიერებასა და დასაბუთებულობას.

(საქართველოს 1999 წლის 13 მაისის N1958 კანონი, „საქართველოს რესპუბლიკა“ N130

18.05.99წ.)

მუხლი 46. სასამართლოს უფლებამოსილება

1.მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ შუამდგომლობებს საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებათა გამოყენებაზე და ამ კოდექსითგათვალისწინებულ სხვასაკითხებზე. (23.06.2005. N1736)

2.ამოღებულია (25.03.2005 N1204)

3.რაიონული (საქალაქო) სასამართლო პირველი ინსტანციით განიხილავს სისხლის სამართლის საქმეებსა და მასალებს კანონით დადგენილი განსჯადობის შესაბამისად. რაიონული (საქალაქო) სასამართლო პირველი ინსტანციით ასევე განიხილავს შუამდგომლობებს საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებათა გამოყენებაზე, მათი ვადის გაგრძელებაზე და ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, სადაც არ მოქმედებს მაგისტრატი მოსამართლე. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე ამ კოდექსით დადგენილი წესით წყვეტს განსასჯელის სამართალში მიცემის საკითხს. რაიონული (საქალაქო) სასამართლო ასევე ახორციელებს მაგისტრატი მოსამართლის უფლებამოსილებას იმ ადმინისტრაციულ- ტერიტორიულ ერთეულში, სადაც არ მოქმედებს მაგისტრატი მოსამართლე.

(23.06.2005. N1736)

4. სააპელაციო საჩივარს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განაჩენსა და სხვა შემაჯამებელ სასამართლო გადაწყვეტილებაზე განიხილავს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა.(23.06.2005. N1736)

5. საკასაციო საჩივარს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენზე, განჩინებასა და სხვა შემაჯამებელ სასამართლო გადაწყვეტილებაზე განიხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა.

(23.06.2005. N1736)

6.ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმი განიხილავს საჩივრებსა და წარდგინებებს სისხლის სამართლის საქმეებზე ამ რესპუბლიკის სასამართლოების მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის, განჩინებისა და სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილებების გადასინჯვის შესახებ ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. (25.03.2005 N1204)

7.საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა (16.03.2001 N815) პალატა განიხილავს საჩივრებსა და წარდგინებებს სისხლის სამართლის საქმეებზე საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის, განჩინებისა და სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის შესახებ ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

8.სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება: ბრძანების გაცემა მოქალაქეთა

კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შემზღუდველ შემდეგ საპროცესო მოქმედებათა შესახებ: ბრალდებულის დაპატიმრება და პატიმრობის ვადის გაგრძელება; ბრალდებულის მიმართ სხვა აღკვეთის ღონისძიების გამოყენება; სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის პირის მოთავსება; საფოსტო- სატელეგრაფო კორესპონდენციაზე და საფოსტო გზავნილზე ყადაღის დადება, მათი შემოწმება და ამოღება; ჩხრეკა და ამოღება; საცხოვრებელი ბინის ან სხვა მფლობელობის დათვალიერება მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ; ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის ქონებაზე ყადაღის დადება, თანამდებობიდან (სამუშაოდან) მათი გადაყენება, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებული საგამოძიებო და სხვასაპროცესომოქმედებები.

(საქართველოს 1999 წლის13 მაისის N1958 კანონი, „საქართველოს რესპუბლიკა“ N130 18.05.99წ. საქართველოს 1999 წლის28 მაისის კანონი, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ N18 საქართველოს 1999 წლის23 ივლისის კანონი, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ N2354-რს)

მუხლი 47. საქმის ერთპიროვნულად და კოლეგიურად განხილვა

სასამართლოში (23.06.2005. N1736)

1. მაგისტრატი მოსამართლე ერთპიროვნულად განიხილავს შუამდგომლობებს საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებათა გამოყენებასა და ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე. იმ შემთხვევაში, როდესაც რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში არის მოსამართლეთა საკმარისი რაოდენობა კოლეგიური შემადგენლობით საქმეთა განხილვისათვის, ერთპიროვნულად საქმის განმხილველ მაგისტრატ მოსამართლეს შეუძლია დაადგინოს საქმის კოლეგიური განხილვა სამი მოსამართლის შემადგენლობით, თუ: (25.11.2005 N 2129)

ა) საქმის განხილვასა და გადაწყვეტას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სასამართლო პრაქტიკისათვის;

ბ) საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა სისხლის სამართლის საქმეებს განიხილავს კოლეგიურად, 3 მოსამართლის შემადგენლობით. სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე ერთპიროვნულად განიხილავს საჩივრებს საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიების გამოყენებაზე, მათი ვადის გაგრძელებაზე და ამ კოდექსითგათვალისწინებულ სხვასაკითხებზე.

3. ზეპირიმოსმენის გარეშესაქმის სასამართლოში განხილვისშემთხვევაში სასამართლო (მოსამართლე) ვალდებულია მხარეს მისცესშესაძლებლობა, წერილობითწარმოადგინოს მოსაზრებებისასამართლოში მხარისმიერ

განსახილველად შეტანილ შუამდგომლობასთან დაკავშირებით.

(28.04.2006.

N2936)

 

მუხლი 48.

განსჯადობა

 

1. არავის

არ შეიძლება აღეკვეთოს უფლება მისი საქმე

განიხილოს იმ

(4.07.2007 N5197)

სასამართლომ ან იმ მოსამართლემ, რომლის განსჯადობასაც იგი კანონით განეკუთვნება. განსჯადობისკანონით დადგენილი წესისშეცვლა დაუშვებელია.

2. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადია საქმეები მის სამოქმედო ტერიტორიაზე ჩადენილ ყველა კატეგორიის დანაშაულზე, კერძო ბრალდების საქმეები, შუამდგომლობები მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვასთან და საპროცესო იძულების სხვა ღონისძიებებთან დაკავშირებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების ჩატარების და მათი ვადის გაგრძელების შესახებ, ასევე საჩივრები გამომძიებლისა და პროკურორის უკანონო მოქმედებებზე და უარყოფილ შუამდგომლობებზე. მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვასთან და საპროცესო იძულების სხვა ღონისძიებებთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ სასამართლო ბრძანების გაცემა, გამომძიებლისა და პროკურორის უკანონო მოქმედებების გამო ამ კოდექსით დადგენილი წესით შეტანილი საჩივრების გადაწყვეტა, გამოძიების ორგანოებისა და პროკურორის მიერ უარყოფილი შუამდგომლობების განხილვა იმ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ტარდება წინასწარი გამოძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.(23.06.2005. N1736)

21. ამ კოდექსის LXIV1 თავით გათვალისწინებულ შემთხვევებში სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს სასამართლო წინასწარი გამოძიების დამთავრების

ადგილის მიხედვით. (4.07.2007 N5197)

3.სააპელაციო სასამართლოს განსჯადია სააპელაციო საჩივრები მის სამოქმედო ტერიტორიაზე რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მიერ პირველი ინსტანციით გამოტანილ განაჩენებსა და სხვა შემაჯამებელ სასამართლო გადაწყვეტილებებზე. (23.06.2005. N1736)

4.ამოღებულია (25.03.2005 N1204)

5.ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სააპელაციო სასამართლოების განსჯადია სააპელაციო საჩივრები მათ სამოქმედო ტერიტორიაზე რაიონული (საქალაქო) სასამართლოებისმიერ პირველი ინსტანციით გამოტანილ განაჩენებსა და სხვა შემაჯამებელ სასამართლო გადაწყვეტილებებზე, ასევე განაჩენისა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებების გადასინჯვა ახლად გამოვლენილ და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო. (23.06.2005. N1736)

51 ამოღებულია

52. სააპელაციო გასაჩივრებას არ ექვემდებარება განაჩენი და სხვა გადაწყვეტილება ისეთ დანაშაულზე, რომლის ჩადენისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლი ან მუხლის ნაწილი სასჯელად არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მსჯავრდებული ითხოვს გამართლებას ან პროკურორი – გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას.

53. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განსჯადია საკასაციო საჩივრები საქართველოს სააპელაციო

სასამართლოების სისხლის სამართლის საქმეთა პალატების მიერ გამოტანილ განაჩენებსა და სხვა გადაწყვეტილებებზე, საჩივრები კანონით გათვალისწინებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოების მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებზე, განაჩენებისა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებების გადასინჯვა ახლად გამოვლენილ და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, პრეიუდიციასთან დაკავშირებული და ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა საკითხების განხილვა. (23.06.2005. N1736)

6.სისხლის სამართლის საქმე განიხილება სასამართლოში დანაშაულის ჩადენის ადგილის მიხედვით, ხოლო თუ არსებობს დანაშაულთა ან ერთი დანაშაულის ეპიზოდთა ერთობლიობა, _ ყველაზე მძიმე დანაშაულის ან დანაშაულის ეპიზოდის ჩადენის ადგილის მიხედვით.

7.ზემდგომი სასამართლოს თავმჯდომარე უფლებამოსილია პროკურორის შუამდგომლობით სისხლის სამართლის საქმე განსახილველად გადასცეს სხვა სასამართლოს წინასწარი გამოძიების დამთავრების ადგილის ან საქმეში მონაწილე დაზარალებულთა დამოწმეთა უმრავლესობის ადგილსამყოფელის მიხედვით.

8.ამოღებულია (23.06.2005. N1736)

9.თუ სასამართლო ან მოსამართლე დაადგენს, რომ შემოსული საქმე ამ სასამართლოს განსჯადი არ არის, მისი განჩინებით (დადგენილებით) საქმე გადაეცემაგანსჯადობის მიხედვით.

10.განსჯადობის შესახებ დავას წყვეტს ზემდგომი სასამართლოს მოსამართლე

დასაბუთებული დადგენილებით.

(საქართველოს 1999 წლის13 მაისის N1958 კანონი, „საქართველოს რესპუბლიკა“ N130 18.05.99წ. საქართველოს 1999 წლის23 ივლისის კანონი, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ N2354-რს საქართველოს 2000 წლის 5 მაისის N287-IIს კანონი, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ N 18 2000

წ.)

მუხლი 49. სასამართლო პროცესის შეჯიბრებითობა

1.სასამართლო (მოსამართლე) ვალდებულია მხარეებს შეუქმნას თანაბარი შესაძლებლობები თავიანთი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად ისე, რომ არც ერთ მათგანს არ მიანიჭოს უპირატესობა.

2.სასამართლო (მოსამართლე) ვალდებულია თავი შეიკავოს ბრალდების დამადასტურებელ ან დაცვის ხელშემწყობ მტკიცებულებათა ძიებისაგან, გაითვალისწინოს, რომ მტკიცებულებათა აღმოჩენა, წარმოდგენა და გამოკვლევა მხარეთაკომპეტენციას განეკუთვნება.

3.თუ მხარეს ან მხარეებს უძნელდებათ მტკიცებულებათა აღმოჩენა და წარდგენა, სასამართლო (მოსამართლე) ვალდებულია ხელი შეუწყოს მათ მტკიცებულებათა გამოთხოვაში.

მუხლი 50. სასამართლოს კერძო განჩინება (დადგენილება). სასამართლო დავალება

1. სასამართლოს სათანადო საფუძვლის არსებობისას გამოაქვს კერძო განჩინება (დადგენილება), რომლითაც სახელმწიფო ორგანოს, საზოგადოებრივი

ორგანიზაციის, პოლიტიკური გაერთიანების ან თანამდებობის პირის ყურადღებას მიაქცევს საქმეზე დადგენილ კანონის დარღვევის ფაქტზე, დანაშაულის ჩადენის მიზეზსა და ხელშემწყობ პირობებზე, რომლებიც საჭიროებს სათანადო ზომების მიღებას.

2.კერძო განჩინება (დადგენილება) შეიძლება აგრეთვე გამოიტანოს სასამართლომ მოქალაქეთა უფლებების დარღვევისა თუ კანონის სხვა დარღვევათა გამოვლენისას, რომლებიც დაშვებული იყო წინასწარი გამოძიების ან ქვემდგომი სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას. (25.03.2005 N1204)

3.სასამართლოს შეუძლია კერძო განჩინებით (დადგენილებით) აცნობოს შესაბამის საწარმოს, დაწესებულებას ან ორგანიზაციას მოქალაქის მიერ საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებისას მაღალი შეგნებულობის, ვაჟკაცობის გამოვლენის შესახებ, რამაც ხელი შეუწყო დანაშაულის აღკვეთასან გახსნას.

4.კერძო განჩინების (დადგენილების) გამო არა უგვიანეს ერთი თვის ვადაში მიღებულუნდა იქნეს საჭირო ზომები, ხოლო შედეგებიეცნობოს სასამართლოს.

5.სასამართლოს (მოსამართლეს) უფლება აქვს ცალკეული საპროცესო მოქმედების ჩასატარებლად დავალება გაუგზავნოს იმავე ან ქვემდგომ სხვა სასამართლოს (მოსამართლეს), თუ ამ მოქმედების ჩატარება შეუძლებელია სასამართლო განხილვის ადგილას.

6.ამოღებულია (25.03.2005 N1204)

7.ამოღებულა (25.03.2005 N1204)

8.უცხო სახელმწიფოს სასამართლოსა და საგამოძიებო ორგანოში სასამართლო შუამდგომლობის გაგზავნის წესს განსაზღვრავს საქართველოსა და ამ სახელმწიფოს შორის დადებული ხელშეკრულება სამართლებრივი დახმარების შესახებ. (25.07.2006. N3531)

მუხლი 51. მოსამართლეთა თანასწორობა საქმის განხილვისას (25.03.2005 N1204)

სასამართლო კოლეგიის ყველა მოსამართლეს საქმის განხილვისას მტკიცებულებათა გამოკვლევაში მონაწილეობისა და გადაწყვეტილებათა მიღების თანაბარი უფლება აქვს.

მუხლი 52. სასამართლო სხდომის თავმჯდომარე (25.03.2005 N1204) სასამართლო სხდომის თავმჯდომარე წარმართავს სხდომას, მოსამართლეთა

თათბირის მიმდინარეობას; მხარეებს აძლევს შესაძლებლობას, დაუბრკოლებლად წარმოადგინონ და გამოიკვლიონ მტკიცებულებანი; განხილვას განარიდებს ყველაფერს, რასაც კავშირი არა აქვს საქმესთან; უზრუნველყოფს კანონიერებასა და სამართლიანობას საქმის განხილვისას; მხარეებს განუმარტავს მათ უფლებებს; სხდომის დარბაზიდან აძევებს წესრიგის დამრღვევს და აკისრებს მას ფულად ჯარიმას ამ კოდექსით დადგენილი წესითა და ოდენობით.“.

მუხლი 53. მოსამართლის თანაშემწე მოსამართლის თანაშემწე მოსამართლის დავალებით ამზადებს სისხლის

სამართლის საქმეს სასამართლო სხდომაზე განსახილველად, პროცესის მონაწილეებს ატყობინებს სასამართლო სხდომის დროსა და ადგილს, ამზადებს სასამართლო გადაწყვეტილების პროექტებს, აგრეთვე საპროცესო დოკუმენტების ასლებს და, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, მათ გადასცემს სამართალწარმოების მონაწილეებს, უზრუნველყოფს ნივთიერ მტკიცებულებათა დაცვა-შენახვას, მოსამართლესუწევს სხვა ტექნიკურ დახმარებას.

(საქართველოს 2000 წლის 5 მაისის N287-IIს კანონი, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ N 18 2000 წ.)

მუხლი 54. სასამართლო სხდომის მდივანი

1.სასამართლო სხდომის მდივანი ამოწმებს, გამოცხადდნენ თუ არა სასამართლო პროცესზე გამოძახებული პირები, და ამის თაობაზე მოახსენებს სასამართლოს; თავმჯდომარის წინადადებით საჯაროდ კითხულობს საპროცესო დოკუმენტებს, აწარმოებსსასამართლო სხდომისოქმს.

2.სასამართლო სხდომის მდივანი ვალდებულია სრულად და სწორად ჩაწეროს ოქმში სასამართლოს მოქმედება და გადაწყვეტილება, აგრეთვე სასამართლო სხდომის ყველა მონაწილის მოქმედება, განცხადება, შუამდგომლობა, ჩვენება და ახსნა-განმარტება. ოქმის მომზადებისას მდივანს უფლება აქვს გამოიყენოს სტენოგრაფია, დიქტოფონი და სხვატექნიკური საშუალებანი.

3.ოქმის შინაარსის გამო თავმჯდომარესთან უთანხმოების შემთხვევაში მდივანს უფლება აქვს გამოთქვას თავისი შენიშვნა ან შესაგებელი და გაუგზავნოს ისინი განსახილველად ზემდგომისასამართლოს თავმჯდომარეს.

4.თუ ოქმის გამო არსებობსშენიშვნები, სასამართლო სხდომისმდივანი იძლევა ახსნა-განმარტებას. (28.04.2006. N2936)

თავი VII პროკურორი

მუხლი 55. პროკურატურა (30.06.2004 N 280)

 

1. პროკურატურა ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას. ამ ფუნქციის

 

შესრულების უზრუნველსაყოფად პროკურატურა წინასწარი გამოძიების სტადიაზე

 

ახორციელებს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას. პროკურატურა აგრეთვე

 

სრული მოცულობით აწარმოებს დანაშაულისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო

 

ქმედებათა წინასწარ გამოძიებას ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და

 

დადგენილი წესით; ზედამხედველობს კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებას

 

ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობისას; მხარს უჭერს სახელმწიფო

 

ბრალდებას სასამართლოში; წარადგენს სამოქალაქო სარჩელს ამ კოდექსით

 

გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით; ასაჩივრებს უკანონო და

 

დაუსაბუთებელგანაჩენს, სხვასასამართლო გადაწყვეტილებებს. (28.04.2006 N2036)

2. პრო

3.პროკურორი თავის უფლებამოსილებათა განხორციელებისას დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კანონს.

4.კანონის საფუძველზე გამოტანილი პროკურორის დადგენილების, მითითებისა

და მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოების, თანამდებობის პირების, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის. (25.03.2005 N1204)

5. ზემდგომი პროკურორი უფლებამოსილია გააუქმოს ქვემდგომი პროკურორის მიერმიღებული გადაწყვეტილება, შეიტანოსმასში ცვლილება ან შეცვალოს ახლით.

(საქართველოს 1998 წლის26 ივნისის N1506-IIს კანონი, „საქართველოს რესპუბლიკა“ N183 21.07.98წ. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის N287-IIს კანონი, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ N 18 2000

წ.)

მუხლი 56. პროკურორი წინასწარი გამოძიების სტადიაზე (28.04.2006. N2936)

1.სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების უზრუნველსაყოფად პროკურორი წინასწარი გამოძიების სტადიაზე ახორციელებს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას ამ კოდექსითდადგენილი წესით.

2.პროკურორი უფლებამოსილია:

ა) საქმის გამოძიება დაავალოს წინასწარი გამოძიების ორგანოს ან გამომძიებელს;

ბ) მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში ან თვითონ აწარმოოს წინასწარი გამოძიება სრული მოცულობით. თუ პროკურორი თვითონ აწარმოებს წინასწარ გამოძიებას, მაშინ იგი მოქმედებს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში;

გ) გამომძიებელს, ქვემდგომ პროკურორს მისცეს სავალდებულო მითითებანი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების, საგამოძიებო ვერსიათა შემოწმებისა და წინასწარი გამოძიების წარმოებისას წამოჭრილი სხვასაკითხებისშესახებ;

დ) მოითხოვოს სისხლის სამართლის საქმის ცალკეული მასალები ან სისხლის სამართლის საქმე მთლიანად;

ე) მოითხოვოს ცნობები სისხლის სამართლის საქმის მსვლელობისა და დაპატიმრებული ბრალდებულისშესახებ;

ვ) გამოიტანოს დადგენილება პირის ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ ან მისცეს თანხმობა ასეთი დადგენილების გამოტანაზე, წაუყენოს პირს ბრალდება, მონაწილეობა მიიღოს ბრალდებულის დაკითხვაში ამ კოდექსის 284-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებშიდა დადგენილი წესით;

ზ) მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის, მისი ვადის გაგრძელების ან აღკვეთის ღონისძიების შეცვლის, აგრეთვე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების შესახებ მოსამართლის ბრძანების მისაღებად;

თ) გააუქმოს გამომძიებლის, ქვემდგომი პროკურორის დადგენილებანი; ი) ჩამოართვას საქმე ერთ გამომძიებელს და გადასცეს მეორეს საგამოძიებო

ქვემდებარეობის შესახებ მოთხოვნათა დაცვით. საქართველოს გენერალურ პროკურორსა და მის მოადგილეს, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორებს თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე უფლება აქვთ საგამოძიებო ქვემდებარეობის მიუხედავად ამოიღონ ნებისმიერი საქმე, გადასცენ

იგი გამოსაძიებლად პროკურატურისგამომძიებელს ან სხვასაგამოძიებო უწყებას; კ) ჩამოაშოროს გამომძიებელი საქმის შემდგომ გამოძიებას; ლ) შეაჩეროს სისხლისსამართლებრივი დევნა, აგრეთვე შეწყვიტოს

სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და წინასწარი გამოძიება, თუ არსებობს კანონით დადგენილი საფუძვლები;

მ) დაუბრუნოს გამომძიებელსსაქმე დამატებითი გამოძიებისათვის; ნ) შეადგინოს საბრალდებო დასკვნა და საქმე წარმართოს სასამართლოში;

(3.07.2007 N5182)

ო) გადაწყვიტოს საჩივარი გამომძიებლის მოქმედებისა და დადგენილების გამო, ხოლო მისი სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში საჭირო ახსნა- განმარტება მისცეს სასამართლოს;

პ) ამ კოდექსის 6791 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში ბრალდებულთან დადოს საპროცესო შეთანხმება და სასამართლოში წარადგინოს შუამდგომლობა ბრალდებულის მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშეგანაჩენის გამოტანის თაობაზე;

ჟ) ამ კოდექსის 371 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში აღძრას სარჩელი ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ; (4.07.2007

N5197)

რ) განახორციელოს ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი.

3. საქართველოს გენერალური პროკურორი უფლებამოსილია მოსამართლის მიმართ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების შესახებ ბრძანების მიღების თაობაზე მოტივირებული შუამდგომლობით მიმართოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს. დაუშვებელია მოსამართლის მიმართ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელება სასამართლოს სათათბირო ოთახში.

მუხლი 57. პროკურორისუფლებამოსილებანი სასამართლოში

1.პროკურორი სასამართლოში გამოდის, როგორც სახელმწიფო ბრალმდებელი. მას ეკისრება ბრალდების მტკიცების მოვალეობა. (25.03.2005 N1204)

2.პროკურორი ვალდებულია უარი თქვას ბრალდებაზე მთლიანად ან ნაწილობრივ, თუ შეკრებილი მტკიცებულებანი არ ადასტურებენ ბრალდებას. ბრალდებაზეპროკურორის უარი დასაბუთებული უნდა იყოს.

3.პროკურორი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს სასამართლო განმწესრიგებელ სხდომაში. მას უფლება აქვს განაცხადოს შუამდგომლობა და აცილება, წარმოადგინოს მტკიცებულებანი, მონაწილეობა მიიღოს მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხის განხილვაში, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის, სისხლისსამართლებრივი დევნის შეჩერების, დამატებითი გამოძიებისათვის საქმის დაბრუნების და სხვა საკითხების განხილვაში. (25.03.2005 N1204)

4.პირველი ინსტანციისა და სააპელაციო წარმოების სტადიებზე პროკურორი

ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს საჯარო ბრალდების ყველა საქმის განხილვაში. იგი უფლებამოსილია: განაცხადოს შუამდგომლობა და აცილება; წარადგინოს მტკიცებულებანი და მონაწილეობა მიიღოს დაცვის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა გამოკვლევაში; გამოთქვას აზრი სასამართლო განხილვისას წამოჭრილ ყველა საკითხზე; მონაწილეობა მიიღოს მხარეთა კამათში და სასამართლოს გააცნოს თავისი პოზიცია ბრალდების დამტკიცების, ქმედების სისხლისსამართლებრივი კვალიფიკაციის, განსასჯელის შერაცხაობის, სასჯელის სახისა და ზომის დანიშვნის, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან განსასჯელისგანთავისუფლების შესახებ.

5. საკასაციო წარმოების სტადიაზე პროკურორი მხარს უჭერს თავის საჩივარს ან გამოთქვამს აზრს იმ საჩივრების შესახებ, რომლებიც სამართალწარმოების სხვა მონაწილეებმა შეიტანეს.

(საქართველოს 1999 წლის13 მაისის N1958 კანონი, „საქართველოს რესპუბლიკა“ N130 18.05.99წ. საქართველოს 1999 წლის23 ივლისის კანონი, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ N2354-რს საქართველოს 2000 წლის 5 მაისის N287-IIს კანონი, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ N 18 2000

წ.)

თავი VIII გამომძიებელი

მუხლი 58. გამომძიებლის სტატუსი

1.გამომძიებელი არის სახელმწიფო თანამდებობის პირი, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია აწარმოოს სისხლის სამართლის საქმეთა წინასწარი გამოძიება.

2.წინასწარი გამოძიების წარმოებისას ყველა გადაწყვეტილებას გამოძიების მიმართულების, საგამოძიებო ვერსიათა წამოყენებისა და შემოწმების, საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების შესახებ გამომძიებელი იღებს დამოუკიდებლად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა კანონით გათვალისწინებულია მოსამართლის ბრძანება ან პროკურორის თანხმობა, და პასუხს აგებს მათი სრულად და დროულად ჩატარებისათვის.

3.გამომძიებელი ვალდებულია გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, გამოავლინოს ბრალდებულის მამხილებელი და გამამართლებელი გარემოებები, აგრეთვე ბრალდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი თუ შემამსუბუქებელი გარემოებები.

4.გამომძიებელი ვალდებულია შეასრულოს პროკურორის წერილობითი მითითებები. თუკი გამომძიებელი არ ეთანხმება პროკურორის მითითებებს ბრალდების მოცულობის, ქმედების კვალიფიკაციის, საგამოძიებო ვერსიების, შემოწმების, ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის, მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შემზღუდველ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების შესახებ, მას უფლება აქვს საქმე და თავისი მოსაზრებები წერილობით წარუდგინოს ზემდგომ პროკურორს, რომელიც აუქმებს

ქვემდგომი პროკურორის მითითებებს ან გამოძიებას სხვა გამომძიებელს ავალებს. ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება აღნიშნულ საკითხებზე საბოლოოა. (25.03.2005 N1204)

5. კანონის შესაბამისად გამომძიებლის მიერ გამოტანილი დადგენილების შესრულება სავალდებულოა ყველა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის, თანამდებობის პირისა და მოქალაქისათვის. გამომძიებლის დადგენილების შეუსრულებლობა იწვევსკანონით დაწესებულ პასუხისმგებლობას.

(საქართველოს 1999 წლის23 ივლისის კანონი, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ N2354-რს)

მუხლი 59. გამომძიებლის უფლებამოსილებანი თუ არსებობს კანონით დადგენილი საფუძვლები, გამომძიებელი

უფლებამოსილია:

ა) ამოღებულია (25.03.2005 N1204)

ბ) ჩაატაროს ამ კოდექსში აღნიშნული ყველა საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედება, გამოითხოვოს მოსამართლის ბრძანება კანონით დადგენილ შემთხვევებშიდა წესით;

გ) გამოიყენოს ამ კოდექსით გათვალისწინებული სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ყველა ღონისძიება, გამოითხოვოს მოსამართლის ბრძანება კანონით დადგენილ შემთხვევებში და წესით;

დ) პირს წარუდგინოს დადგენილება ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, ამ კოდექსის 284-ე მუხლით გათვალისწინებული წესების დაცვით; (25.03.2005 N1204)

ე) ამოღებულია (25.03.2005 N1204)

ვ) ამოღებულია (25.03.2005 N1204)

ზ) შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროების შესაბამის ორგანოებს მისცეს წერილობითი მითითებები დაკავებულთა და დაპატიმრებულთა გამოძიების ადგილას მიყვანის შესახებ; (24.12.2004 N 809)

თ) კანონით დადგენილი წესების დაცვით, ოპერატიულ-სამძებრო ორგანოებს მისცეს წერილობითი დავალება ოპერატიულ-სამძებრო და სამძებრო ღონისძიებათა ჩატარების შესახებ მის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით;

ი) საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს რევიზიის, ინვენტარიზაციის, საუწყებო შემოწმებისჩატარება და გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტებისწარდგენა;

კ) მოითხოვოს საქმეში თარჯიმნის, სპეციალისტის, ამოსაცნობი პირის მონაწილეობა; (25.03.2005 N1204)

ლ) გამოიტანოს დადგენილება პირის დაზარალებულად, სამოქალაქო მოსარჩელედ ან სამოქალაქო მოპასუხედ ცნობის შესახებ და განუმარტოს მისი უფლება-მოვალეობანი;

მ) უზრუნველყოს დამცველის მონაწილეობა კანონით დადგენილი წესით და შექმნას მისისაქმიანობის ხელშემწყობი პირობები;

ნ) შეასრულოს ბრალდებულისა და დამცველის მოთხოვნები საგამოძიებო

მოქმედების ჩატარების შესახებ და უზრუნველყოს დამცველის მონაწილეობა მის ჩატარებაში;

ო) გაათავისუფლოს არასმქონენი იურიდიული დახმარებისგადასახადისაგან; პ) გადაწყვიტოს პროცესის მონაწილეთა აცილების შესახებ შუამდგომლობასა და

განცხადებაში აღძრული საკითხი და თავისი განმარტებები წარუდგინოს პროკურორს.

ჟ) გამომძიებლის მოქმედებისა და დადგენილების გასაჩივრების შემთხვევაში დაუყოვნებლივ გაუგზავნოს საჩივარი და საქმის მასალები პროკურორს ან სასამართლოს;

რ) ამოღებულია (25.03.2005 N1204)

ს) ამოღებულია (28.04.2006. N2936)

ტ) ამოღებულია (25.03.2005 N1204)

უ) გაასაჩივროს პროკურორისმითითება ზემდგომ პროკურორთან.

(საქართველოს 1999 წლის13 მაისის N1958 კანონი, „საქართველოს რესპუბლიკა“ N130 18.05.99წ. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის N287-IIს კანონი, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ N 18 2000

წ.)

მუხლი 60. ამოღებულია (16.12.2005 N 2265)

მუხლი 61. წინასწარი გამოძიების ორგანოები (25.03.2005 N1204)

1.სისხლის სამართლის საქმეთა წინასწარ გამოძიებას აწარმოებენ საქართველოს პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაბამისი სამსახურის საგამოძიებო დანაყოფების გამომძიებლები. (22.07.2006 N 5032)

2.ყველა გამომძიებელს, უწყებრივი კუთვნილების მიუხედავად, აქვს თანაბარი უფლება-მოვალეობანი და მათ მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული წესით განხორციელებული ყველა საგამოძიებო მოქმედება თანაბარი იურიდიული ძალისაა.

3.გამომძიებელს, რომელიც უშუალოდ არ იძიებს სისხლის სამართლის საქმეს, პროკურორის დავალებით უფლება აქვს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით განახორციელოს ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა საგამოძიებო მოქმედება.

მუხლი 62. უწყებრივი და პერსონალური საგამოძიებო

ქვემდებარეობა (22.06.2007 N 5032)

1.სისხლის სამართლის საქმე განეკუთვნება შინაგან საქმეთა ორგანოების გამომძიებლის საგამოძიებო ქვემდებარეობას, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2.პროკურატურის გამომძიებლის საგამოძიებო ქვემდებარეობას განეკუთვნება საქმეები: საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს მოსამართლის, სახალხო

დამცველის, კონტროლის პალატის თავმჯდომარის, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და დესპანის, პროკურორის, გამომძიებლის, პროკურატურის მრჩევლის, პოლიციელის, თანამდებობაზე მყოფი უმაღლესი სამხედრო ან უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე ოფიცრის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილ, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე და 332-ე–342-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა თაობაზე.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის გამომძიებლები იძიებენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის

182-ე, 189-ე, 1891, 190-ე, 192-ე, 193-ე, 195-ე–201-ე, 205-ე–213-ე, 214-ე (გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილისა), 216-ე–221-ე მუხლებითგათვალისწინებულ დანაშაულებს.

4.საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საგამოძიებო დანაყოფის გამომძიებლები იძიებენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 356-ე–359-ე, 383-ე–392-ე, 394-ე–403-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს, აგრეთვე იმ დანაშაულს, რომელიც ჩადენილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილებში.

5.საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და სააღსრულებო დეპარტამენტის საგამოძიებო დანაყოფების გამომძიებლები იძიებენ საქართველოს

სისხლის სამართლის კოდექსის 3421, 377-ე–381-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს, აგრეთვე სასჯელაღსრულების დაწესებულების ტერიტორიაზე მომხდარ დანაშაულს.

6.საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაბამისი სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის გამომძიებლები იძიებენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 287-ე–306-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს.

7.თუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 383-ე–403-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული ჩადენილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის მიერ, დანაშაულს იძიებს ამავე უწყების საგამოძიებო დანაყოფი.

8.თუ არსებობს კონკურენცია პროკურატურისა და ამ კოდექსის 61-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული რომელიმე ორგანოს საგამოძიებო ქვემდებარეობას შორის, გამოძიებას ახორციელებს პროკურატურა.

9.ერთ წარმოებაში რამდენიმე ბრალდების (ერთი ან რამდენიმე პირის მიმართ) გაერთიანებისას საქმეს იძიებს გამომძიებელი, რომლის საგამოძიებო ქვემდებარეობასაცგანეკუთვნება საქმე უფრო მძიმედანაშაულის თაობაზე.

(საქართველოს 1998 წლის26 ივნისის N1506-IIს კანონი, „საქართველოს რესპუბლიკა“ N183 21.07.98წ. საქართველოს 1999 წლის23 ივლისის კანონი, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ N2354-რს საქართველოს 2000 წლის 5 მაისის N287-IIს კანონი, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ N 18 2000

წ.)

მუხლი 63. ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობა

1.წინასწარ გამოძიებას აწარმოებს გამომძიებელი, რომლის იურისდიქციაც ვრცელდებატერიტორიაზე, სადაც დანაშაული მოხდა.

2.თუ ჩადენილია რამდენიმე დანაშაული, საქმეს იძიებს გამომძიებელი, რომლის საგამოძიებო ქვემდებარეობასაცგანეკუთვნება ყველაზე მძიმედანაშაული.

3.თუ გამომძიებელი დაადგენს, რომ ეს საქმე არ განეკუთვნება მის საგამოძიებო ქვემდებარეობას, იგი ვალდებულია ჩაატაროს გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებანი და საქმე გადასცეს პროკურორს საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვითწარმართვისათვის.

4.დავას საგამოძიებო ქვემდებარეობის შესახებ წყვეტს ზემდგომი პროკურორი. (25.03.2005 N1204)

მუხლი 64. გამომძიებლის დავალება

1.თუ საჭიროა ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა წარმოება სხვა რაიონში (ქალაქში), გამომძიებელს უფლება აქვს პირადად აწარმოოს ისინი ან მათი წარმოება დაავალოს შესაბამის გამომძიებელს, რომელიც ვალდებულია ეს დავალება შეასრულოს არა უგვიანეს ერთითვის ვადაში.

2.უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე საგამოძიებო შუამდგომლობის შესრულების წესს განსაზღვრავს საქართველოსა და ამ სახელმწიფოს შორის დადებული საერთაშორისო ხელშეკრულება ან შეთანხმება. (25.07.2006. N3531)

3.გამომძიებელს უფლება აქვს მის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით დაავალოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა ჩატარება.

(საქართველოს 1999 წლის 13 მაისის N1958 კანონი, „საქართველოს რესპუბლიკა“ N130 18.05.99წ. საქართველოს 1999 წლის28 მაისის კანონი, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ N18 საქართველოს 1999 წლის23 ივლისის კანონი, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ N2354-რს)

თავი IX ამოღებულია (25.03.2005 N1204)

თავი X დაზარალებული და მისი წარმომადგენელი

მუხლი 68. პირის დაზარალებულად ცნობა 1. დაზარალებული არის სახელმწიფო, ფიზიკური ან იურიდიული პირი,

რომელსაც მორალური, ფიზიკური თუ ქონებრივი ზიანი მიადგა უშუალოდ დანაშაულის ან შეურაცხი პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად ანდა, რომელსაც ასეთი ზიანი მიაყენა დანაშაულის ჩადენის შემდეგ ფსიქიკურად დაავადებულმა პირმა. (13.02.2004 N3287)

2.იმ დანაშაულის საქმეზე, რომელსაც დაზარალებულის სიკვდილი მოჰყვა, დაზარალებულის უფლებები ენიჭება მის რომელიმე ახლო ნათესავს. ერთი დონის ახლო ნათესავებს შორის დავის შემთხვევაში დაზარალებულის უფლებამონაცვლე განისაზღვრება წილისყრით.

3.დანაშაულის მომზადების ან მცდელობის შედეგად დაზარალებულად მიიჩნევა

აგრეთვე ფიზიკური პირი, რომელსაცშეიძლება მისდგომოდაზიანი.

4. დაზარალებულად ან მის უფლებამონაცვლედ ცნობის შესახებ გამომძიებელს, პროკურორს ან მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება, ხოლო სასამართლოს – განჩინება.

5.პირველი ინსტანციის სასამართლოს უფლება აქვს პირი დაზარალებულად ცნოს კამათის დაწყებამდე. (17.06.2005. N1681)

6.თუ სამოქალაქო სარჩელის წარმდგენი დაზარალებული სამოქალაქო მოსარჩელედ იქნა ცნობილი, ეს აისახება განჩინებაში (დადგენილებაში) პირის დაზარალებულად ცნობის შესახებ ან ცალკე გამოტანილ განჩინებაში (დადგენილებაში).

7.დაზარალებული საჯარო ან კერძო-საჯარო ბრალდების საქმის გამო არის სუბსიდიური ბრალმდებელი, ხოლო კერძო ბრალდების საქმის გამო _ კერძო ბრალმდებელი. დაზარალებულს სამართალწარმოების ნებისმიერ მომენტში შეუძლია უარი თქვასკერძო ბრალდებაზეან ბრალდებისმხარდაჭერაზე.

8.თუ პირის დაზარალებულად ცნობის შესახებ განჩინების (დადგენილების) გამოტანის შემდეგ გაირკვევა, რომ ამის საფუძველი არ არსებობს, პროცესის მწარმოებელი ორგანო ვალდებულია გააუქმოს ესგანჩინება (დადგენილება).

(საქართველოს 1999 წლის 13 მაისის N1958 კანონი, „საქართველოს რესპუბლიკა“ N130 18.05.99წ.)

მუხლი 69. დაზარალებულისა და მისი უფლებამონაცვლის უფლებები დაზარალებულს ან მისუფლებამონაცვლეს აქვს უფლება:

ა) მიიღოსგანმარტება თავის უფლება-მოვალეობათა შესახებ; ბ) მისცესჩვენება და განმარტება; გ) განაცხადოს აცილება;

დ) განაცხადოს შუამდგომლობანი მტკიცებულებათა გამოთხოვის, სასამართლო და საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების, საქმის გარემოებათა შემოწმებისა და სამართალწარმოების დროსწამოჭრილი სხვა საკითხებისშესახებ;

ე) წარმოადგინოს მტკიცებულებანი; ვ) საწინააღმდეგო აზრი გამოთქვას პროცესის მწარმოებელი ორგანოს მოქმედებაზე

და მოითხოვოს მისი შეტანა საგამოძიებო მოქმედების ოქმში ან სასამართლო სხდომისოქმში;

ზ) გაასაჩივროს პროკურორთან, საჩივრის უარყოფის შემთხვევაში – ზემდგომ პროკურორთან გამომძიებლის და პროკურორის მოქმედება და გადაწყვეტილება, ხოლო ამ კოდექსითდადგენილ შემთხვევაში – სასამართლოში; (25.03.2005 N1204)

თ) პირისთვისბრალდების წაყენებისშემდეგ იცოდეს მისი არსი; ი) მონაწილეობა მიიღოს თავისი შუამდგომლობით ჩატარებულ საგამოძიებო

მოქმედებაში; კ) საქმის საბრალდებო დასკვნით სასამართლოში გადაგზავნის შემდეგ გაეცნოს

საქმის მთელიმასალის ასლს და ნივთიერ მტკიცებულებებს; (16.12.2005 N 2265) ლ) მონაწილეობა მიიღოსსაქმის განხილვაში სამართალში მიცემისსტადიაზე;

მ) მონაწილეობა მიიღოს სასამართლო განხილვაში: წარმოადგინოს მტკიცებულებანი და გამოიკვლიოს პროცესის სხვა მონაწილეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებანი; გამოვიდეს კამათში და გამოთქვას აზრი ბრალდების დასაბუთებულობის, ქმედების კვალიფიკაციის, სასჯელის სახისა და ზომის, სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ; გაეცნოს სასამართლო სხდომისოქმს და გამოთქვას მასზე შენიშვნები;

ნ) გაასაჩივროს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი თუ სხვა გადაწყვეტილება სააპელაციო ან საკასაციო წესით, ხოლო კანონით დადგენილ შემთხვევებში _ ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, და გამოთქვას საწინააღმდეგო აზრი პროცესის სხვამონაწილეთა საჩივრებზე;

ო) უფასოდ მიიღოს სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილების (განჩინების), საბრალდებო დასკვნის, განაჩენის, სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილების ასლები, თარგმნილი მისთვის გასაგებენაზე, თუ არ იცის სისხლის სამართლის პროცესისენა; (25.03.2005 N1204)

პ) მისცეს ჩვენება და განმარტება მშობლიურ ან მისთვის გასაგებ ენაზე და ისარგებლოსთარჯიმნის უფასო მომსახურებით;

ჟ) მონაწილეობა მიიღოს სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოთა სხდომებშიდა დაიცვას იქ თავისი უფლებები და კანონიერი ინტერესები;

რ) მიიღოსპროცესში მონაწილეობის შედეგად გაწეული ხარჯების ანაზღაურება; ს) დაიბრუნოს გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს საქმის

საჭიროებისათვის დროებით ჩამორთმეული კუთვნილი ქონება; ტ) იყოლიოს წარმომადგენელი დაზარალებულად ცნობის მომენტიდან და

სამართალწარმოების ნებისმიერ მომენტში უარი თქვას მისმომსახურებაზე; უ) განთავისუფლდეს ადვოკატ-წარმომადგენლის შრომის ანაზღაურებისაგან 71-ე

მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში; ფ) პროცესის მწარმოებელ პირს მოსთხოვოს დაცვის ღონისძიებათა გატარება, თუ

საფრთხე ემუქრება როგორც მის, ისე მისი ახლო ნათესავების სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და საკუთრებას.

(საქართველოს 1999 წლის13 მაისის N1958 კანონი, „საქართველოს რესპუბლიკა“ N130 18.05.99წ. საქართველოს 1999 წლის23 ივლისის კანონი, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ N2354-რს)

მუხლი 70. დაზარალებულისა და მისი უფლებამონაცვლის მოვალეობები

1.დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე ვალდებულია გამოცხადდეს გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს გამოძახებით, გულახდილად აცნობოს ყველაფერი, რაც საქმესთან დაკავშირებით იცის, და უპასუხოს დასმულ შეკითხვებს; არ გაამჟღავნოს საქმესთან დაკავშირებით მისთვის ცნობილი გარემოებები, თუ იგი ამის შესახებ გააფრთხილა პროცესის მწარმოებელმა ორგანომ; დაიცვას ამ კოდექსით დადგენილი წესიწინასწარი გამოძიების დროს და სასამართლოში.

2.დაზარალებულის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში იგი შეიძლება იძულებით მოიყვანონ ამ კოდექსის 173-ე და 176-ე მუხლების შესაბამისად. დაზარალებულის გამოუცხადებლობა საჯარო და კერძო-საჯარო

ბრალდების საქმეზე არ აბრკოლებს სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებას. (25.03.2005 N1204)

3. დაზარალებულს ცრუ ჩვენების მიცემისათვის ეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის შესაბამისად. სისხლისსამართლებრივი დევნა ამ საფუძვლით შეიძლება დაიწყოს მხოლოდ განაჩენის ან სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისშემდეგ. (17.06.2005. N1681)

4. დაზარალებულის შემოწმება, ექსპერტიზა, დაკავშირებული გაშიშვლებასთან, აგრეთვე სირცხვილის გრძნობის გამომწვევი სხვა მოქმედება შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ დაზარალებულის თანხმობით.

(საქართველოს 1999 წლის13 მაისის N1958 კანონი, „საქართველოს რესპუბლიკა“ N130 18.05.99წ. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის N287-IIს კანონი, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ N 18 2000

წ.)

მუხლი 71. დაზარალებულის წარმომადგენელი

1.დაზარალებულის ინტერესებს წინასწარი გამოძიების დროს და სასამართლოში წარმოადგენსდა იცავს ადვოკატი (ადვოკატები). (25.03.2005 N1204)

2.თუ დაზარალებული არასრულწლოვანი, ქმედუუნარო ან შეზღუდულქმედუნარიანია, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია

დაიცვას თავისი ინტერესები ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431

ან/და 1432 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში დაზარალებულია, ადვოკატის მონაწილეობა სავალდებულოა. ამ შემთხვევაში პროცესის მწარმოებელი ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს ამ პირის საქმეში ადვოკატის მონაწილეობა, რომლის ხარჯებსაც სახელმწიფო აანაზღაურებს დადგენილი წესით. დაზარალებულის ინტერესები შეიძლება დაიცვას აგრეთვე მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა. (20.06.2006. N3310)

3.გადახდისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში, რომელსაც გასცემს ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის ორგანო, სახელმწიფო უზრუნველყოფს არასმქონე დაზარალებულის ინტერესების წარმომადგენლად ადვოკატის მოწვევას სახელმწიფოს ხარჯზე. გადახდისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში დაზარალებულისათვის სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის მოწვევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პროცესის მწარმოებელი ორგანო.

4.კანონიერ წარმომადგენელსუფლება აქვს მოიწვიოს ადვოკატ-წარმომადგენელი.

5.დაზარალებულს შეუძლია უარი თქვას წარმომადგენელზე, მაგრამ ორგანომ, რომელიც პროცესს აწარმოებს, შეიძლება არ მიიღოს უარი, თუ დაზარალებული არასრულწლოვანი, ქმედუუნარო ან შეზღუდულქმედუნარიანია, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია დაიცვას თავისი ინტერესები ან საქართველოს

სისხლის სამართლის კოდექსის 1431 ან/და 1432 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში დაზარალებულია. (20.06.2006. N3310)

6. დაზარალებულის წარმომადგენელს აქვს 69-ე მუხლში აღნიშნული უფლებები,

გარდა იმავე მუხლის ო, პ, ს, ტ და უ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულისა. '

7.დაზარალებულის წარმომადგენელს ეკისრება 70-ე მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული დაზარალებულისმოვალეობები.

8.დაზარალებულის წარმომადგენელს უფლება არა აქვს იმოქმედოს დაზარალებულის ინტერესების საზიანოდ.

9.დაზარალებულის წარმომადგენელს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა წარმომადგენლობა ხორციელდება დაზარალებულის ნებისაგან დამოუკიდებლად, არა აქვს უფლება, მისი თანხმობის გარეშე დაეთანხმოს უარს სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტაზე, პროკურორის უარს ბრალდებაზე ან ბრალდების შეცვლაზე, უარი თქვას სარჩელზე, შეამციროს სარჩელის თანხა, მოურიგდეს ან შეურიგდეს ბრალდებულს კერძო ბრალდების საქმეთა გამო, გაასაჩივროს განაჩენი და სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილება ან უარი თქვას მათ გასაჩივრებაზე. (25.03.2005 N1204)

(საქართველოს 1998 წლის26 ივნისის N1506-IIს კანონი, „საქართველოს რესპუბლიკა“ N183 21.07.98წ. საქართველოს 1999 წლის13 მაისის N1958 კანონი, „საქართველოს რესპუბლიკა“ N130 18.05.99წ. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის N287-IIს კანონი, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ N 18 2000

წ.)

თავი XI

ეჭვმიტანილი, ბრალდებული, დამცველი მუხლი 72. პირის ეჭვმიტანილად ცნობა

1.თუ არსებობს საფუძველი ეჭვისათვის, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული, მაგრამ ეს არ არის საკმარისი მისთვის ბრალდების წასაყენებლად, გამომძიებელი პროკურორის თანხმობით ან პროკურორი ცნობს მას ეჭვმიტანილად, რის შესახებაც გამოაქვს დადგენილება. თუ ეჭვმიტანილი დაკავებული არ არის, მას უნდა წაეყენოს ბრალდება არა უგვიანეს 30 დღისა. ამ ვადის გასვლის შემდეგ, თუ მას ბრალდება არ წაეყენა, დადგენილება მისი ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ უქმდება. ეჭვმიტანილი, რომელიც დაკავებული არ არის, სარგებლობს ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ყველა უფლებით, გარდა იმავე ნაწილის „ა“, „დ“ და „ლ“ ქვეპუნქტებში მითითებული უფლებებისა. მას აგრეთვე უფლება აქვს ეჭვმიტანილად ცნობისთანავე ხელზე მიიღოს მისი ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ დადგენილებისასლი. (17.06.2005. N1681)

2.პირის დაკავების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს. ეჭვმიტანილს ამ ვადის ამოწურვამდე უნდა წაეყენოს ბრალდება. წინააღმდეგ შემთხვევაში დადგენილება პირის ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ, მისი არსებობის შემთხვევაში, უქმდება, ხოლო პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

(13.08.2004 N 398)

3.ეჭვმიტანილს დაკავებისთანავე უნდა განემარტოს დუმილის უფლება, უფლება, არ დაიბრალოს დანაშაული, დამცველის მოწვევის უფლება, უფლება, დაუკავშირდეს ახლობლებს, აგრეთვე ამ კოდექსის 73-ე მუხლით გათვალისწინებული

ეჭვმიტანილის სხვაუფლებები. (13.08.2004 N 398)

4.ამოღებულია (28.04.2006. N2936)

5.პირის მოთხოვნა დამცველის მოწვევის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს დაკავებისთანავე, დაუყოვნებლივ, ახსნა-განმარტების მიცემამდე ან, თუ ეს ობიექტური მიზეზების გამო ვერ ხერხდება, მაქსიმალურად გონივრულ დროში, რათა ეჭვმიტანილს მიეცეს საკმარისი დრო და საშუალება განახორციელოს თავისი დაცვა. (13.08.2004 N 398)

6.პირის დაკავების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება პროკურორს. პროკურორი უფლებამოსილია გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს, დაკავებულის დაკითხვისა და გამომძიებლის დასაბუთების მოსმენის გზით შეამოწმოს დაკავების კანონიერება და დასაბუთებულობა, შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და გამოძიება და გაათავისუფლოს დაკავებული. (25.03.2005 N1204)

(საქართველოს 1998 წლის26 ივნისის N1506-IIს კანონი, „საქართველოს რესპუბლიკა“ N183 21.07.98წ. საქართველოს 1999 წლის13 მაისის N1958 კანონი, „საქართველოს რესპუბლიკა“ N130 18.05.99წ. საქართველოს 1999 წლის28 მაისის კანონი, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ N18)

მუხლი 73. ეჭვმიტანილის უფლებები 1. ეჭვმიტანილს უფლებააქვს:

ა) ამოღებულია (28.04.2006. N2936)

ა1) დაკავებისთანავე, დაუყოვნებლივ, მისთვის გასაგებ ენაზე, ეცნობოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რომელი დანაშაულის ჩადენაში არსებობს მის მიმართ ეჭვი და გადაეცეს დაკავების ოქმის ასლი; (25.03.2005 N1204)

ბ) მისცესან არ მისცეს ჩვენება; გ) ისარგებლოს დამცველის მომსახურებით მასთან შეთანხმებით, ანაზღაურებით

ან ანაზღაურებისაგან სრული გათავისუფლებით ამ კოდექსის მე-80 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში; (25.03.2005 N1204)

დ) პირისპირ შეხვდეს დამცველს მარტო, შეხვედრის რაოდენობისა და ხანგრძლივობის შეუზღუდავად. მოცემული უფლება გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე შეიძლება შეიზღუდოს გონივრული ვადით, რის შესახებაც გამოძიების მწარმოებელმა პირმა უნდა გამოიტანოს მოტივირებული დადგენილება; (13.08.2004 N 398)

დ1) ჩხრეკის, ამოღების, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს მოიწვიოს დამსწრე(არა უმეტეს ორისა); (25.03.2005 N1204)

ე) მისი მონაწილეობით დაკითხვისა და სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დროს უფასოდ ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით, თუ მან არ იცის ან სათანადოდ არ იცისსისხლის სამართლის პროცესისენა;(25.03.2005 N1204)

ვ) დაკავებისთანავე ან ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ დადგენილების

გამოტანისთანავე მოითხოვოს უფასო სამედიცინო შემოწმება და შესაბამისი წერილობითი დასკვნა, აგრეთვე სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად, რაც დაუყოვნებლივ უნდა დაკმაყოფილდეს. ექსპერტიზის დანიშვნაზე უარი შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც საჩივარი განიხილება მისი მიღებიდან 24 საათში; (13.08.2004 N 398)

ზ) განაცხადოსშუამდგომლობანი დააცილებანი; თ) წარმოადგინოს მტკიცებულებანი;

ი) მონაწილეობა მიიღოს მისი ან დამცველის შუამდგომლობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაში;

კ) გაასაჩივროს გამომძიებლის მოქმედებები და გადაწყვეტილებები პროკურორთან, პროკურორისა – ზემდგომ პროკურორთან, ხოლო ამ კოდექსით დადგენილ შემთხვევებში – სასამართლოში; (25.03.2005 N1204)

ლ) ამ კოდქსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით შეატყობინოს ნათესავებსა და ახლობლებს დაკავებისადგილი ან ადგილსამყოფელი;

მ) მიიღოს ანაზღაურება ზიანისათვის, რომელიც მას მიადგა უკანონო დაკავებისშედეგად;

ნ) მიიღოს გამომძიებლისაგან ამომწურავი განმარტება თავისი უფლებების და მოვალეობების შესახებ. (25.03.2005 N1204)

2. ეჭვმიტანილის მიერ თავისი უფლებების გამოუყენებლობა არ შეიძლება გაგებულ ან განმარტებულ იქნეს მისი დანაშაულის დამადასტურებელ მტკიცებულებად.

(საქართველოს 1998 წლის26 ივნისის N1506-IIს კანონი, „საქართველოს რესპუბლიკა“ N183 21.07.98წ. საქართველოს 1999 წლის13 მაისის N1958 კანონი, „საქართველოს რესპუბლიკა“ N130 18.05.99წ. საქართველოს 1999 წლის28 მაისის კანონი, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ N18)

მუხლი 74. ეჭვმიტანილის მოვალეობები 1. ეჭვმიტანილი ვალდებულია:

ა) გამოძახებისთანავე გამოცხადდესპროცესის მწარმოებელ ორგანოში; ბ) ხელი არ შეუშალოს ჭეშმარიტების დადგენას მტკიცებულებათა მოსპობით,

ფალსიფიკაციით, მოწმეთა და დაზარალებულთა შეგულიანებით; გ) ხელი არ შეუშალოს პროცესის მწარმოებელ ორგანოს ამ კოდექსით

გათვალისწინებული შემოწმების, ექსპერტიზის, საექსპერტო გამოკვლევისათვის ნიმუშების აღების, ექსპერტიზისათვის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების, პირადი ჩხრეკისა და სხვა საპროცესო მოქმედებების ჩატარების შესახებ გამოტანილ კანონიერ დადგენილებათა შესრულებას.

2. თუ ეჭვმიტანილი არ შეასრულებს თავის საპროცესო მოვალეობებს, მის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს კანონით გათვალისწინებული სისხლის სამართლის საპროცესოიძულების ღონისძიება.

მუხლი 75. პირის ბრალდებულად ცნობა 1. ბრალდებულად ითვლება პირი, რომლის მიმართაც გამოტანილია

გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილება მისი ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ. დადგენილება უნდა შეიცავდეს იმ ქმედების აღწერას, რომლის ჩადენაც ბრალად ედება პირს, და მის სისხლისსამართლებრივ კვალიფიკაციას.

2.ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების გამოტანა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც შესაძლებლობას იძლევა ალბათობის მაღალი ხარისხით დამტკიცდეს, რომ ამ პირმა დანაშაული ჩაიდინა.

3.ამოღებულია (25.03.2005 N1204)

4.დანაშაულის ერთი და იმავე შემთხვევის გამო პირი ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში შეიძლება მიცემული იყოს არა უმეტეს 12 თვისა, თუ ამ ვადის გასვლამდე მისთვის დანაშაულის სხვა შემთხვევის გამო არ წაუყენებიათ ახალი ბრალდება. აღნიშნული ვადის გასვლისთანავე წყდება სისხლისსამართლებრივი დევნა პირის მიმართ ან საქმე წარიმართება სასამართლოში არსებითად განსახილველად. ასეთი ბრალდების წაყენებისას აღნიშნული ვადის დინება წყდება და იგი გამოითვლება ახალი ბრალდების წაყენების დღიდან. თუ პირის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაუშვებელია მომავალში მისთვის იმავე ბრალდების წაყენება.

5.ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში არ ჩაითვლება ის დრო, რომლის განმავლობაშიც ბრალდებულის მიმართ შეუძლებელი იყო საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედებების ჩატარება მისი ავადმყოფობის გამო (რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი სამედიცინო დასკვნით), ანდა იგი ემალებოდა გამოძიებას და მის მიმართ გამოცხადებული იყო ძებნა, ან თავს არიდებდაგამოძიებას, ანდა მას იცავდა იმუნიტეტი. (17.06.2005. N1681)

(საქართველოს 1998 წლის26 ივნისის N1506-IIს კანონი, „საქართველოს რესპუბლიკა“ N183 21.07.98წ. საქართველოს 1999 წლის13 მაისის N1958 კანონი, „საქართველოს რესპუბლიკა“ N130 18.05.99წ. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის N287-IIს კანონი, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ N 18 2000

წ.)

მუხლი 76. ბრალდებულის უფლებები

1.ბრალდებულს უფლება აქვს ყველა კანონიერი საშუალებითა და მეთოდით დაიცვას თავი წაყენებული ბრალდებისაგან, ჰქონდეს საკმაო დრო და შესაძლებლობა, რათა მოემზადოსდაცვისათვის.

2.ბრალდებულს აქვს ეჭვმიტანილის ყველა საპროცესო უფლება (73-ე მუხლი). ბრალდების წაყენებისას ბრალდებულს გადაეცემა მის მშობლიურ ენაზე ან მისთვის გასაგებ ენაზე თარგმნილი ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების ასლი. ბრალდებულს უფლება აქვს, შეიტანოს საჩივარი გამომძიებლისა და პროკურორის მოქმედებებზე, ნათესავებსა და ახლობლებს შეატყობინოს თავისი დაპატიმრების შესახებ, მიიღოს უკანონო და დაუსაბუთებელი დაპატიმრების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება. თუ ბრალდებული თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას, ბრალდებულის სახით

პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების ასლი გადაეცემა მის დამცველს. (29.12.2006. N4212)

3. ბრალდებულს უფლება აქვს აგრეთვე: ხელზე მიიღოს მისი ბრალდებულად დაკავების შესახებ დადგენილების ასლი; გაეცნოს დადგენილებას ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ და ექსპერტის დასკვნას; განახორციელოს ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებით კანონით დადგენილი უფლებები; სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე გაეცნოს საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას და საკუთარი ხარჯით გადაიღოს საქმის მასალის ასლები (გარდა იმ მასალისა, რომელიც დაკავშირებულია სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენებასთან); მოითხოვოს საგამოძიებო მოქმედებისსავალდებულო ჩატარება და გამოითხოვოს მტკიცებულებანი, რომლებიც საჭიროა ბრალდების უარსაყოფად ან პასუხისმგებლობის შესამსუბუქებლად; წარუდგინოს გამომძიებელს, პროკურორსა და სასამართლოს კერძო გამოძიების მონაცემები, რომლებიც აუცილებლად უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს; სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის დროს, დამოუკიდებლად ან დამცველთან ერთად გაეცნოს საქმის მთელ მასალას, ამოიწეროს საქმიდან ყველა საჭირო ცნობა, გადაიღოს ასლები, გამოძიების შევსების თაობაზე განაცხადოს შუამდგომლობა, რომლის განხილვაც სავალდებულოა; საქმის საბრალდებო დასკვნით სასამართლოში გადაგზავნის შემდეგ დამოუკიდებლად ან დამცველთან ერთად გაეცნოს საქმის მთელი მასალის ასლს და ნივთიერ მტკიცებულებებს; უარი თქვას დამცველზე და თავი დაიცვას დამოუკიდებლად, გარდა ამ კოდექსის 81-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა; არ დაეთანხმოს სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტას წინასწარი გამოძიების სტადიაზე და მოითხოვოს საქმის სასამართლო განხილვა; სასამართლოში მოითხოვოს მის მიმართ გამოყენებული სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ყველა ღონისძიების კანონიერებისა და დასაბუთებულობის შემოწმება; მონაწილეობა მიიღოს სამართალში მიცემასა და, სასამართლო განხილვაში და ისარგებლოს მხარის ყველა უფლებით; გამოვიდეს სასამართლო კამათში, თუ საქმეში არ მონაწილეობს დამცველი; გამოვიდეს საბოლოო სიტყვით; გაეცნოს სასამართლო სხდომის ოქმს და გამოთქვას მასზე შენიშვნები; გაასაჩივროს განაჩენი და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებანი; მიიღოს გასასაჩივრებელ გადაწყვეტილებათა ასლები; იცნობდეს საქმის გამო შეტანილ საჩივრებს და მათ შესახებ გამოთქვას საწინააღმდეგო მოსაზრებები; მონაწილეობა მიიღოს სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოთა სხდომებში და დაიცვას იქ თავისი ინტერესები დამოუკიდებლად ან დამცველის მეშვეობით; პროცესის მწარმოებელი ორგანოსაგან მიიღოს წერილობითი შეტყობინება თავისი უფლებების შესახებ და მათი განმარტება; დაკითხვის შესახებ შუამდგომლობის განცხადებიდან არა უგვიანესერთიკვირისა დაიკითხოს. (16.12.2005 N 2265)

(საქართველოს 1999 წლის13 მაისის N1958 კანონი, „საქართველოს რესპუბლიკა“ N130 18.05.99წ. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის N287-IIს კანონი, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ N 18 2000

წ.)

მუხლი 77. ბრალდებულის მოვალეობები ბრალდებულს ეკისრება ისეთივე მოვალეობები, როგორიც ეჭვმიტანილს (74-ე

მუხლი). თუ მან ბრალდების წაყენების მომენტიდან ისინი არ შეასრულა, ბრალდებულის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სისხლის სამართლის საპროცესოიძულების ღონისძიებები.

მუხლი 78. დამცველი

1.დამცველი არის პირი, რომელიც კანონით დადგენილი წესით იცავს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის კანონიერ ინტერესებს და უწევს მათ კვალიფიცირებულ იურიდიულ დახმარებას.

2.დამცველად დაიშვება უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილია აწარმოოს საადვოკატო საქმიანობა.

3.ორგანოს, რომელიც პროცესს აწარმოებს, უფლება არა აქვს შეზღუდოს ეჭვმიტანილი და ბრალდებულიდამცველის არჩევაში.

4.ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის თანხმობით, დაცვის განსახორციელებლად შეიძლება დაშვებულ იქნეს უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე ადვოკატურის სტაჟიორები.

5.საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანხმობით, დამცველებად შეიძლება დაშვებულ იქნენ უცხოელი ადვოკატები.

6.ეჭვმიტანილს, ბრალდებულსა და განსასჯელს უფლება აქვთ მთელი პროცესის მანძილზე უარი თქვან დამცველის დანიშვნაზე ან დანიშნულ დამცველზე და მოიწვიონ დამცველი შეთანხმებით ან დაცვა დამოუკიდებლად განახორციელონ. ასეთი უარი დასაშვებია მხოლოდ თვით ეჭვმიტანილის, ბრალდებულისა და განსასჯელის ინიციატივით. ეჭვმიტანილს, ბრალდებულსა და განსასჯელს უფლება აქვთ შეცვალონ თავიანთი პოზიცია და კვლავ მოითხოვონ დამცველის დანიშვნა ან მოიწვიონ დამცველი შეთანხმებით. ეჭვმიტანილის, ბრალდებულისა და განსასჯელის მოთხოვნა საქმეში მონაწილე მათი დამცველის შეცვლის ან ახალი დამცველის მოწვევის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, თუ დამცველის შეცვლა ანდა ახალი დამცველის მოწვევა მიზნად არ ისახავს პროცესის გაჭიანურებას ან პროცესის სხვა მონაწილისათვის ხელის შეშლას მის უფლებამოსილებათა განხორციელებაში.

(17.06.2005. N1681)

(საქართველოს 1999 წლის13 მაისის N1958 კანონი, „საქართველოს რესპუბლიკა“ N130 18.05.99წ. საქართველოს 1999 წლის28 მაისის კანონი, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ N18 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის N287-IIს კანონი, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ N 18 2000

წ.)

მუხლი 79. დაცვა შეთანხმებით ეჭვმიტანილს, ბრალდებულს, მათს ნათესავებს, სხვა პირებს შეუძლიათ

ადვოკატთან დადონ შეთანხმება სისხლის სამართლის საქმეში მისი მონაწილეობის შესახებ. შეთანხმების პირობებს მხარეები განსაზღვრავენ. შეთანხმების ხელმოწერის

შემდეგ დაცვა მიღებულად ითვლება და ადვოკატს უფლება არა აქვს უარი თქვას მასზე არასაპატიო მიზეზით.

მუხლი 80. დაცვა დანიშვნით

1.ორგანო, რომელიც პროცესს აწარმოებს, ვალდებულია ეჭვმიტანილს, ბრალდებულსა განსასჯელს მათი თანხმობით სახელმწიფოს ხარჯზე დაუნიშნოს დამცველი-ადვოკატი, თუ ისინი არასმქონენი არიან, რაც დასტურდება ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტით. გადახდისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში ეჭვმიტანილის, ბრალდებულისა და განსასჯელისათვის სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის მოწვევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პროცესისმწარმოებელი ორგანო.

2.დაცვა დანიშვნით ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ანაზღაურების ოდენობა არ შეიძლება იყოს დადგენილ განაკვეთზენაკლები.

3.დაცვა დანიშვნით გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ეჭვმიტანილს ან ბრალდებულსარ მოუწვევია დამცველი შეთანხმებით.

4.სახელმწიფო ორგანოს, რომელიც პროცესს აწარმოებს, აგრეთვე ადვოკატთა კოლეგიასა და ადვოკატთა სხვა გაერთიანებას უფლება აქვთ ეჭვმიტანილი და ბრალდებული გაათავისუფლონ დაცვის საფასურისაგან სხვა შემთხვევაშიც, რომელიც ამ მუხლში არ არის აღნიშნული. პროცესის მწარმოებელი ორგანოს მიერ დამცველის საფასურის გადახდისაგან განთავისუფლების შემთხვევაში სახელმწიფო კისრულობს მისიშრომის ანაზღაურების მთელ ხარჯებს.

(საქართველოს 1998 წლის26 ივნისის N1506-IIს კანონი, „საქართველოს რესპუბლიკა“ N183 21.07.98წ. საქართველოს 1999 წლის13 მაისის N1958 კანონი, „საქართველოს რესპუბლიკა“ N130 18.05.99წ.)

მუხლი 81. იძულებითი დაცვა 1. ორგანოს, რომელიც პროცესს აწარმოებს, უფლება არა აქვს მიიღოს

ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის უარი დამცველის დანიშვნაზე, თუ:

(3.07.2007 N5182)

ა) ეჭვმიტანილი, ბრალდებულიან განსასჯელი არასრულწლოვანია; ბ) ეჭვმიტანილს, ბრალდებულს ან განსასჯელს აქვს ფიზიკური ან ფსიქიკური

ნაკლი, ან ფსიქიკური დაავადება, რომელიც აძნელებს დაცვის უფლების განხორციელებას;

გ) ეჭვმიტანილმა, ბრალდებულმა ან განსასჯელმა არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა;

დ) ეჭვმიტანილს, ბრალდებულს ან განსასჯელს ჩადენილი აქვს ისეთი დანაშაული, რომლისთვისაც შეიძლება სასჯელად დაინიშნოს უვადო თავისუფლებისაღკვეთა;

ე) განიხილება პირის მიმართ სტაციონარული სასამართლო- ფსიქიატრიული ექსპერტიზისდანიშვნის საკითხი;

ვ) ეჭვმიტანილთა, ბრალდებულთა ან განსასჯელთა ინტერესებს შორის არის წინააღმდეგობა და თუნდაც ერთმათგანს ჰყავს დამცველი;

ზ) დაზარალებულის ან სამოქალაქო მოსარჩელის ინტერესებს იცავს მისი წარმომადგენელი;

თ) ბრალდებულთან მიმდინარეობს მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმების დადების თაობაზე;

ი) პროცესის მონაწილის მიმართ გამოყენებულია დაცვის სპეციალური ღონისძიება (გარდა ფიზიკური დაცვისსპეციალური ღონისძიებისა).

2. თუ ეჭვმიტანილი ან ბრალდებული თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში

 

გამოცხადებას, მას ან მის ახლო ნათესავს ეძლევა შესაძლებლობა, 48 საათში

 

დანიშნოს დამცველი. თუ იგი ამ ვადაში არ დანიშნავს დამცველს, პირს დამცველი

 

დაენიშნება სავალდებულო წესით. (29.12.2006. N4212)

 

3. თუ განსასჯელის (მსჯავრდებულის) დამცველი არასაპატიო მიზეზით არ

 

გამოცხადდა სასამართლოში, სასამართლო უფლებამოსილია პირველივე

 

გამოუცხადებლობის შემთხვევაში განსასჯელს (მსჯავრდებულს) დაუნიშნოს

 

დამცველი სავალდებულო წესით, რაც არ ზღუდავს განსასჯელის (მსჯავრდებულის)

 

უფლებას, მოიწვიოს დამცველისაკუთარი სურვილით.

 

4. თუ განსასჯელის (მსჯავრდებულის) მიერ არჩეული დამცველი საპატიო

 

მიზეზით არ ცხადდება სასამართლოში და სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი

 

გამოუცხადებლობა აჭიანურებს პროცესის მიმდინარეობას ან/და ხელს უშლის

 

დაცვის სათანადოდ განხორციელებას, სასამართლო უფლებამოსილია განსასჯელს

 

(მსჯავრდებულს) დაუნიშნოს დამცველისავალდებულო წესით. (28.04.2006. N2836)

 

მუხლი 82. დამცველის დაშვება სისხლის სამართლის საქმეში

მონაწი

სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობისათვის დასაშვებად ადვოკატი

 

პროცესისმწარმოებელ ორგანოს წარუდგენსადვოკატთა კოლეგიის, ფირმის, ბიუროს

 

ორდერსადა თავის მოწმობას.

 

(საქართველოს 1999 წლის 13 მაისის N1958 კანონი, „საქართველოს რესპუბლიკა“ N130

 

18.05.99წ.)

 

მუხლი 83. დამცველის მოწვევისა და შეცვლისშესახებ მოთხოვნათა გადაწყვეტა

 

1. ეჭვმიტანილსა და ბრალდებულს ეძლევათ დრო დამცველის ასარჩევად და

 

მოსაწვევად.

 

2. თუ ეჭვმიტანილი ან ბრალდებული დაკავებულია, მას ეძლევა

 

შესაძლებლობა, დაკავების მომენტიდან 6 საათის ვადაში შეარჩიოს და მოიწვიოს

 

მისთვის სასურველი დამცველი. თუ ამ ვადაში ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის

 

მიერ შერჩეული დამცველი ვერ გამოცხადდება, გამომძიებელი, პროკურორი

 

ვალდებულნი არიან შესთავაზონ ეჭვმიტანილს ან ბრალდებულს დამცველის

 

დანიშვნა. ეჭვმიტანილს ან ბრალდებულს, რომლებმაც უარი განაცხადეს დამცველის

 

დანიშვნაზე, უფლება აქვთ მათ მიერ არჩეული დამცველის გამოცხადებამდე დაცვა

 

დამოუკიდებლად განახორციელონ. თუ ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის

 

დაკავებისას გამოვლინდა ამ კოდექსის 81-ე მუხლით გათვალისწინებული

 

რომელიმე გარემოება, გამომძიებელს, პროკურორს უფლება არა აქვთ მიიღონ

 

დაკავებული ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის უარი დამცველის დანიშვნაზე და

 

ზემოაღნიშნული ვადისგასვლის შემდეგუნდა დაუნიშნონ მას დამცველი.

3.გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს მოთხოვნა დამცველის დანიშვნით გამოყოფის შესახებ სავალდებულოა ადვოკატთა გაერთიანებებისათვის. დამცველი ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოცხადდეს დაკავებულის ან დაპატიმრებულის პირველ დაკითხვაზე, თუ მას ეს დროულად შეატყობინეს. დანარჩენ შემთხვევებში ადვოკატთა გაერთიანების ხელმძღვანელი ვალდებულია უზრუნველყოს ადვოკატის გამოცხადება მოთხოვნაში მითითებულ ვადაში. არასაპატიო მიზეზით ამ მოთხოვნის შეუსრულებლობას მოსდევს ადვოკატთა გაერთიანებისა თუ კონკრეტული ადვოკატის მიმართ სასამართლო წესით მატერიალური პასუხისმგებლობისზომების გამოყენება.

4.გამომძიებელი და პროკურორი ვალდებულნი არიან ეჭვმიტანილსა და ბრალდებულს განუმარტონ, რომ დამცველის მოსვლამდეც და მოსვლის შემდეგაც მათ უფლება აქვთ, არ მისცენჩვენება.

5.თუ არჩეული ან დანიშნული დამცველი საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობას ვერ იღებს, პროცესის მწარმოებელი ორგანო ვალდებულია საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღო დამცველს, გადადოს გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს 5 დღისა. გადადებისთანავე გამომძიებელი, პროკურორი იწვევს სხვა დამცველს, თუ დაცვა სავალდებულოა, ხოლო სხვა შემთხვევაში დადგენილი ვადის გასვლისთანავე ატარებს საგამოძიებო მოქმედებას დამცველის მონაწილეობის გარეშე. (28.04.2006 N2936)

6.ორგანოს, რომელიც პროცესს აწარმოებს, უფლება არა აქვს რეკომენდაცია გაუწიოს კონკრეტულ დამცველს ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, მათი ნათესავებისა და ახლობლების წინაშე.

7.დამცველის შეცვლა ან ახალი დამცველის მოწვევა არ დაიშვება, თუ შეცვლა მიზნად ისახავს სამართალწარმოების გაჭიანურებას და მისთვის ხელის შეშლას. დამცველის შეცვლაზე ან ახალი დამცველის მოწვევაზე უარის თქმის შემთხვევაში გამომძიებელს პროკურორის თანხმობით გამოაქვს მოტივირებული დადგენილება, რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ პროკურორთან 5 დღის ვადაში. ზემდგომი პროკურორი ვალდებულია ასეთი საჩივარი განიხილოს მისი მიღებიდან არა უგვიანეს 72 საათისა და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. სასამართლოში საქმის განხილვისას იმავე შემთხვევაში მოსამართლეს (სასამართლოს) გამოაქვს დადგენილება (განჩინება).“;

8.სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობისათვის მხარის მიერ მოწვეული დამცველის რაოდენობა პროცესის მწარმოებელმა ორგანომ შეიძლება შეზღუდოს გონივრულ ფარგლებში, თუ შეზღუდვა მიზნად ისახავს პროცესის უსაფუძვლოდ გაჭიანურების თავიდან აცილებას. იმავდროულად მხარისათვის უზრუნველყოფილი უნდა იქნეს კანონით მინიჭებული დაცვის უფლების სრულფასოვნად განხორციელება. (17.06.2005. N1681)

(საქართველოს 1999 წლის 13 მაისის N1958 კანონი, „საქართველოს რესპუბლიკა“

N130 18.05.99წ.

საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“

N2354-რს)

მუხლი 84. დამცველის უფლება-მოვალეობანი

1.დამცველმა უნდა გამოიყენოს დაცვის ყველა კანონიერი საშუალება და ხერხი იმ გარემოებათა გამოსავლენად, რომლებიც ამართლებენ ეჭვმიტანილს ან ბრალდებულს, ანდა ამსუბუქებენ მის პასუხისმგებლობას, და უნდა გაუწიოს მას საჭირო იურიდიული დახმარება.

2.დამცველს უფლება არა აქვს იმოქმედოს ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის ინტერესებისსაზიანოდ.

3. დამცველსუფლება აქვს:

ა) იცოდესეჭვისა და ბრალდებისარსი; ბ) დაუბრკოლებლად შეხვდეს დასაცავ პირს მარტო და რაიმე

მეთვალყურეობის გარეშე, აგრეთვე თავისუფლების შეზღუდვის ან თავისუფლების აღკვეთის ადგილის ადმინისტრაციისა და გამოძიების ორგანოს მხრივ შეხვედრის რაოდენობისა და ხანგრძლივობის შეუზღუდავად, გარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველინაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

გ) მონაწილეობა მიიღოს ეჭვმიტანილისა თუ ბრალდებულის მონაწილეობით ან დაცვის შუამდგომლობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაში, დაუსვას შეკითხვები დასაკითხს, მოითხოვოს ოქმში იმ მონაცემების შეტანა, რომლებიც უარყოფს ბრალდებას ან ამსუბუქებს ეჭვმიტანილისა თუ ბრალდებულის პასუხისმგებლობას;

დ) მონაწილეობა მიიღოს ბრალდებულისათვის ბრალდების წაყენებაში და მის დაკითხვებში;

ე) განუმარტოს ეჭვმიტანილსა და ბრალდებულს მათი უფლებები და ყურადღებამიაქციოს ამ უფლებათა დარღვევას;

ვ) შეკრიბოს დაცვისათვის საჭირო მონაცემები და ისინი მტკიცებულებათა სახით წარუდგინოს პროცესის მწარმოებელ ორგანოს;

ზ) სასამართლოს მიმართოს დაცვისათვის აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებისჩატარების შესახებ შუამდგომლობით; (28.04.2006. N2936)

თ) განაცხადოს აცილება; ი) განაცხადოსშუამდგომლობა;

კ) გაეცნოს ეჭვმიტანილის მიერ მიცემულ ახსნა-განმარტებას, ჩვენებას, ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ დადგენილებას, დაკავების ოქმს და ამოიწეროს საჭირო ინფორმაცია, რომელიც უშუალოდ შეეხება მისიდასაცავი პირისინტერესებს; ლ) გაეცნოს დადგენილებებსა და ოქმებს დაკავებისა და დაპატიმრების შესახებ, ყველა იმ საგამოძიებო მოქმედების ოქმს, რომელთა ჩატარებაშიც მონაწილეობდა ის ან მისი დასაცავი პირი, საქმის მასალებს, რომლებიც ადასტურებს დაკავებისა და დაპატიმრების საჭიროებას, დადგენილებას ექსპერტიზის დანიშვნის

შესახებ და ექსპერტიზის დასკვნას; მ) გაასაჩივროს პროკურორთან გამომძიებლის მოქმედება და დადგენილება,

ხოლო საჩივრის უარყოფისას ამ კოდექსის 242-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით გამოძიების ადგილის მიხედვით შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში გაასაჩივროს გამომძიებლის ან/და პროკურორის დადგენილება, რომელიც, მისი აზრით, არღვევს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულისდაცვის უფლებას; (28.04.2006. N2936)

ნ) გამოვიდეს სასამართლოში გამომძიებლის, პროკურორის აქტებთან დაკავშირებით მის მიერ, აგრეთვე ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის მიერ შეტანილი საჩივრებისგანხილვისას;

ო) საქმის საბრალდებო დასკვნით სასამართლოში გადაგზავნის შემდეგ გაეცნოს საქმის მთელი მასალის ასლს და ნივთიერმტკიცებულებებს; (16.12.2005 N 2265)

პ) იცოდეს მისი შუამდგომლობით საპროცესო მოქმედების ჩატარების, ასევე სასამართლო სხდომის გამართვის დრო და ადგილი;

ჟ) მონაწილეობა მიიღოს სასამართლოში საქმის განხილვის ყველა სტადიაზე და დაიცვას განსასჯელის უფლებები;

რ) მიიღოს ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების, განსასჯელის სამართალში მიცემის შესახებ დადგენილების, საბრალდებო დასკვნის, განაჩენის, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ განჩინების (დადგენილების) ასლები, აგრეთვე სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოების განაჩენისა და განჩინების ასლები, იმის მიუხედავად, რომ ესასლები გადაეცა ბრალდებულს (განსასჯელს);

ს) გაასაჩივროს სასამართლოს განაჩენი და სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილებანი;

ტ) საწინააღმდეგო მოსაზრებები გამოთქვას ბრალდების მხარის მოქმედებებზე, რომლებიც, მისი აზრით, უკანონოა, და მოითხოვოს მათი შეტანა სასამართლო სხდომის ოქმში; (28.04.2006. N2936)

უ) მიიღოს მცოდნე პირთა წერილობითი მოსაზრებები და გამოიყენოს ისინი შუამდგომლობათა და საჩივართა დასაბუთებისათვის;

ფ) პირისათვის ბრალდების წაყენებისა და პირველი დაკითხვის შემდეგ გაეცნოს საქმის ყველა მასალას;

ქ) განახორციელოს ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა უფლებები.(17.06.2005. N1681)

31. თუ ბრალდებული თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას, ამ მუხლის მე-3 ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობა დამცველს ეძლევა ბრალდებულის დაკითხვის გარეშე. (29.12.2006. N4212)

4. დამცველი ვალდებულია ხელი არ შეუშალოს სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას მტკიცებულებათა მოსპობით, ფალსიფიკაციით, დაზარალებულთა, მოწმეთა შეგულიანებითა და სხვა უკანონო მოქმედებით;

დროულად გამოცხადდეს საპროცესო მოქმედების ჩატარების ადგილას და სასამართლოში; დაემორჩილოს სასამართლოს თავმჯდომარის კანონიერ განკარგულებებს; პატივი სცეს სასამართლოსა და ბრალდების მხარეს; დაიცვას წესრიგისასამართლო სხდომის დარბაზში.

5. თუ დამცველი დათქმულ დროს არ ცხადდება საგამოძიებო ან საპროცესო მოქმედებების ჩატარებაში მონაწილეობის მისაღებად, გამომძიებელს, პროკურორს უფლება აქვს მის გამოცხადებამდე მოიწვიოს დამცველი დანიშვნით. (28.04.2006. N2936)

(საქართველოს 1999 წლის28 მაისისკანონი, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ N18 საქართველოს 1999 წლის23 ივლისის კანონი, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ N2354-რს საქართველოს 2000 წლის 5 მაისის N287-IIს კანონი, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ N 18 2000

წ.)

თავი XII

სამოქალაქო მოსარჩელე, სამოქალაქო მოპასუხე და მათი წარმომადგენლები

მუხლი 85. სამოქალაქო მოსარჩელე სამოქალაქო მოსარჩელეა პირი, რომელსაც უშუალოდ დანაშაულის შედეგად

მიადგა ქონებრივი, ფიზიკური ან მორალური ზიანი, რომელმაც წამოაყენა მოთხოვნა ამ ზიანის ანაზღაურების შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე სამოქალაქო სარჩელის წარდგენის გზით და რომელიც სამოქალაქო მოსარჩელედ ცნობილია სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანოს დადგენილებით (განჩინებით). 37-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამოქალაქო მოსარჩელედ მიიჩნევა პროკურორი. იურიდიული პირი ან ორგანიზაცია სამოქალაქო მოსარჩელედ მიიჩნევა, თუ ის მოითხოვს ქონებრივი ან მორალური ზიანის ანაზღაურებას. 33-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამოქალაქო მოსარჩელედ მიიჩნევა გარდაცვლილი დაზარალებულის მემკვიდრე და ლიკვიდირებული იურიდიული პირისან ორგანიზაციის უფლებამონაცვლე.

(საქართველოს 2000 წლის 5 მაისის N287-IIს კანონი, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ N 18 2000 წ.)

მუხლი 86. სამოქალაქო მოსარჩელის უფლება-მოვალეობანი 1. სამოქალაქო მოსარჩელესუფლება აქვს:

ა) მოითხოვოს თავისი უფლებებისგანმარტება; ბ) იცოდეს ბრალდების არსი;

გ) იყოლიოს წარმომადგენელი წინასწარი გამოძიების დროს და სასამართლოში; (25.03.2005 N1204)

დ) წარმოადგინოს მტკიცებულებანი; ე) განაცხადოს აცილება; ვ) განაცხადოს შუამდგომლობა;

ზ) მოითხოვოს სარჩელის უზრუნველსაყოფად ზომების მიღება; თ) მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში, რომელიც

ეხება სარჩელის საფუძველსა და თანხას, დაუსვას შეკითხვები დასაკითხ პირს,

მოითხოვოს, ოქმში შეიტანონ სარჩელის დამადასტურებელი მონაცემები და სხვა საწინააღმდეგო მოსაზრებები გამომძიებლის ან პროკურორისმოქმედებაზე;

ი) გაასაჩივროს პროკურორთან, საჩივრის უარყოფის შემთხვევაში – ზემდგომ პროკურორთან, ხოლო ამ კოდექსით დადგენილ შემთხვევაში – სასამართლოში გამომძიებლის, პროკურორის მოქმედება და აქტები;

კ) არ გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი და მოითხოვოს გამომძიებელთან, პროკურორთან და სასამართლოში გამოძახების შედეგად გაწეული ხარჯების ანაზღაურება;

ლ) საქმის საბრალდებო დასკვნით სასამართლოში გადაგზავნის შემდეგ, აგრეთვე სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტისას, გაეცნოს საქმის მასალას, გადაიღოს ასლები და საქმიდან ამოიწეროს ცნობები სამოქალაქო

სარჩელის ნაწილში; (16.12.2005 N 2265)

მ) მისცეს განმარტება წარდგენილი სარჩელის გამო, საჭიროების შემთხვევაში კი მოითხოვოს მოწმედ დაკითხვა;

ნ) მონაწილეობა მიიღოს პირველი ინსტანციის სასამართლოში მტკიცებულებათა გამოკვლევაში, ისარგებლოს მხარის ყველა უფლებით, გამოვიდეს სასამართლო კამათში, გაასაჩივროს განაჩენი და სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომელიც ეხება სარჩელის საფუძველსა და თანხას, მისცეს განმარტება და დაიცვას თავისი ინტერესები სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოებში;

ო) გაეცნოს სასამართლო სხდომის ოქმს და საჭიროებისამებრ გამოთქვას მასზე შენიშვნები;

პ) გამოთქვას საწინააღმდეგო მოსაზრებები პროცესის სხვა მონაწილეთა საჩივრებზე;

ჟ) უარი თქვასსარჩელზე ან დადოსმორიგება სამოქალაქო მოპასუხესთან. 2. სამოქალაქო მოსარჩელევალდებულია:

ა) დროულად გამოცხადდეს იმ ორგანოს გამოძახებით, რომელიც პროცესს აწარმოებს;

ბ) წარუდგინოს სასარჩელო განცხადების ასლები სამოქალაქო მოპასუხეს, ბრალდებისადა დაცვის მხარეებს;

გ) დაემორჩილოს თავმჯდომარის კანონიერ განკარგულებებს, პატივი სცეს სასამართლოსა და მხარეებს, დაიცვას წესრიგი სასამართლო სხდომის დარბაზში.

(საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის N1506-IIს კანონი, „საქართველოს რესპუბლიკა“

N183 21.07.98წ.

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“

N18

საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“

N2354-რს)

მუხლი 87. სამოქალაქო მოსარჩელის წარმომადგენელი 1. სამოქალაქო მოსარჩელის წარმომადგენელი შეიძლება იყოს ადვოკატი,

რომელიც მოწვეულია სამოქალაქო მოსარჩელის მიერ მისი ინტერესების დასაცავად დანაშაულის გამოძიებისადა სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს.

2.სისხლის სამართლის საქმეში სამოქალაქო მოსარჩელის ადვოკატ- წარმომადგენლის მონაწილეობა სავალდებულოა 71-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

3.წარმომადგენელი ვალდებულია მიიღოს სამოქალაქო მოსარჩელის თანხმობა 86-

ემუხლის პირველი ნაწილის ჟ ქვეპუნქტში აღნიშნულ უფლებამოსილებათა განხორციელებისას.

(საქართველოს 1999 წლის 13 მაისის N1958 კანონი, „საქართველოს რესპუბლიკა“ N130 18.05.99წ.

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის N287-IIს კანონი, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ N 18 2000 წ.)

მუხლი 88. სამოქალაქო მოსარჩელის წარმომადგენლის უფლება-მოვალეობანი

1.წარმომადგენელი ვალდებულია გამოიყენოს კანონით ნებადართული ყველა საშუალება და ხერხი სამოქალაქო მოსარჩელის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად. წარმომადგენლობის მიღების შემდეგ ადვოკატს უფლება არა აქვს უარი თქვას მასზე. წარმომადგენელს უფლება არა აქვს დაიკავოს პოზიცია, რომელსაც მარწმუნებელი არ ეთანხმება. წარმომადგენელი ვალდებულია არ გაახმაუროს წარმომადგენლობასთან დაკავშირებითმიღებული ინფორმაცია.

2.სამოქალაქო მოსარჩელის წარმომადგენელს აქვს მარწმუნებლის ყველა საპროცესო უფლება, რომლებიც აღნიშნულია 86-ე მუხლის პირველ ნაწილში, გარდა იმავე ნაწილის ა, გ დაჟ ქვეპუნქტებისა.

3.სამოქალაქო მოსარჩელის წარმომადგენელს ეკისრება 86-ე მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული მოვალეობები.

მუხლი 89. სამოქალაქო მოპასუხე 1. სამოქალაქო მოპასუხეა პირი, რომელსაც წაეყენება მოთხოვნა იმ ქონებრივი,

ფიზიკური ან მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ, რომელიც სხვა პირს მიადგა დანაშაულის შედეგად, და რომელიც დაშვებულია სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობისათვის სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანოს დადგენილებით(განჩინებით).(3.07.2007 N5182)

2. სამოქალაქო მოპასუხედშეიძლება ცნობილ იქნეს 36-ე მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ფიზიკურიან იურიდიული პირი ანდა ორგანიზაცია.

(საქართველოს 1998 წლის26 ივნისის N1506-IIს კანონი, „საქართველოს რესპუბლიკა“ N183 21.07.98წ. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის N287-IIს კანონი, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ N 18 2000

წ.)

მუხლი 90. სამოქალაქო მოპასუხის უფლება-მოვალეობანი

1.სამოქალაქო მოპასუხესიგივე უფლებები აქვს, რაც სამოქალაქო მოსარჩელეს (86-

ემუხლის პირველი ნაწილის ზ და ჟ ქვეპუნქტებში აღნიშნულის გარდა). სამოქალაქო მოპასუხეს უფლება აქვს ცნოს სარჩელი ან დადოს მორიგება სამოქალაქო

მოსარჩელესთან, რაც გამორიცხავსსარჩელის გამო შემდგომწარმოებას.

2.სამოქალაქო მოპასუხეს იგივე საპროცესო მოვალეობები ეკისრება, რაც სამოქალაქო მოსარჩელეს (86-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბ ქვეპუნქტში აღნიშნულის გარდა).

3.პატივისა და ღირსების დაცვის შესახებ და მომეტებული საფრთხის წყაროთი მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ საქმეებზე სამოქალაქო მოსარჩელის მტკიცებათა უარყოფის ტვირთი ეკისრება სამოქალაქო მოპასუხეს.

მუხლი 91. სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენელი

1.სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენელი შეიძლება იყოს ადვოკატი, რომელიც მოწვეულია სამოქალაქო მოპასუხის მიერ მისი ინტერესების დასაცავად დანაშაულის გამოძიებისა და სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს. თუ სამოქალაქო მოპასუხედ ცნობილია ბრალდებული, წარმომადგენლის ფუნქციები სამოქალაქო სარჩელისგანხილვისას შეიძლება დაეკისროს დამცველს.

2.სისხლის სამართლის საქმეში სამოქალაქო მოპასუხის ადვოკატ- წარმომადგენლის მონაწილეობა სავალდებულოა 71-ე მუხლის მე-2-3 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

3.წარმომადგენელი ვალდებულია მიიღოს სამოქალაქო მოპასუხის თანხმობა სარჩელის სრული ან ნაწილობრივი ცნობის, მორიგების დადების, განაჩენისა და სხვა შემაჯამებელისასამართლო გადაწყვეტილებების გასაჩივრების შემთხვევაში.

(საქართველოს 1999 წლის13 მაისის N1958 კანონი, „საქართველოს რესპუბლიკა“ N130 18.05.99წ. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის N287-IIს კანონი, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ N 18 2000

წ.)

მუხლი 92. სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენლის უფლება-მოვალეობანი

1.წარმომადგენელი ვალდებულია გამოიყენოს კანონით ნებადართული ყველა საშუალება და ხერხი სამოქალაქო მოპასუხის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად. წარმომადგენლობის მიღების შემდეგ ადვოკატს უფლება არა აქვს უარი თქვას მასზე. წარმომადგენელი ვალდებულია არ გაახმაუროს წარმომადგენლობასთან დაკავშირებითმიღებული ინფორმაცია.

2.სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენელს აქვს მარწმუნებლის ყველა საპროცესო უფლება, გარდა 86-ე მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული სარჩელის ცნობის, მორიგების დადების, განაჩენისა და სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილებების გასაჩივრების საკითხის გადაწყვეტისა.

3.სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენელს ეკისრება იგივე საპროცესო მოვალეობები, რაც სამოქალაქო მოპასუხეს.

(საქართველოს 1999 წლის28 მაისისკანონი, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ N18)

თავი XIII

სისხლის სამართლის პროცესის სხვამონაწილენი მუხლი 93. მოწმე

1.მოწმედ შეიძლება გამოძახებულ იქნეს ნებისმიერი პირი, რომელმაც შეიძლება იცოდესსისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენადსაჭირო მონაცემები.

2.მოწმის გამოძახებისა და დაკითხვისწესი განსაზღვრულია 295-308-ე მუხლებით.

მუხლი 94. მოწმის უფლება-მოვალეობანი

1.მოწმე ვალდებულია: გამოცხადდეს გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს გამოძახებით; სწორად აცნობოს ყველაფერი, რაც საქმის გამო იცის, და უპასუხოს დასმულ შეკითხვებს; არ გაამჟღავნოს საქმესთან დაკავშირებით მისთვის ცნობილი გარემოებები, თუ იგი ამის შესახებ გააფრთხილა გამომძიებელმა, პროკურორმა ან სასამართლომ; დაიცვას წესრიგი საქმის წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს; არ დატოვოს სასამართლო სხდომის დარბაზი თავმჯდომარისნებართვის გარეშე. (25.03.2005 N1204)

2.თუ მოწმე არ გამოცხადდება არასაპატიო მიზეზით, იგი შეიძლება იძულებით მოიყვანონ 176-ე მუხლით დადგენილი წესით. გამოუცხადებლობის, თავმჯდომარის განკარგულებათა შეუსრულებლობის, საქმის გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს წესრიგის დარღვევისა და სასამართლოს უპატივცემულობისათვის მოწმეს შეიძლება დაეკისროს ფულადი სახდელი შრომის ანაზღაურების ათ მინიმალურ ოდენობამდე(208-ე მუხლი).

3.ჩვენებაზე უარის თქმისათვის, ცრუ ჩვენების მიცემისათვის, მოწმე პასუხს აგებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-371-ე მუხლებით, ამასთან, მოწმე არ არის ვალდებული მისცესჩვენება თავისი ან მისიახლო ნათესავის წინააღმდეგ.

4.მოწმეს უფლება აქვს: იცოდეს, რა საქმის გამოა გამოძახებული; ჩვენება მისცეს მშობლიურ ენაზე, თუ მან არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა, და ისარგებლოს თარჯიმნის უფასო მომსახურებით; აცილება მისცეს თარჯიმანს; საკუთარი ხელით ჩამოაყალიბოს თავისი ჩვენება; გაეცნოს დაკითხვის ან მისი მონაწილეობით ჩატარებული სხვა საგამოძიებო მოქმედების ოქმს, მოითხოვოს მასში დამატებებისა და ცვლილებების შეტანა, გააკეთოს განცხადება გამოძიების უკანონო მეთოდების შესახებ; გაეცნოს სასამართლო სხდომის ოქმის იმ ნაწილს, სადაც ჩაწერილია მისი ჩვენება, და მოითხოვოს მასში დამატებების, ცვლილებებისა და დაზუსტებების შეტანა, ისარგებლოს წერილობითი ჩანიშვნებითა და დოკუმენტებით; ამ კოდექსის 368-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული იძულებითი ექსპერტიზისას ისარგებლოს 366-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებებით; გამომძიებლის უკანონო მოქმედება გაასაჩივროს პროკურორთან, არ მისცეს ჩვენება, რომელიც ამხელს მას ან მის ახლო ნათესავებს დანაშაულის ჩადენაში; მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში; გაეცნოს ოქმს და გააკეთოს განცხადებები, რომლებიც ოქმში

შეიტანება. (25.03.2005 N1204)

(საქართველოს 1998 წლის26 ივნისის N1506-IIს კანონი, „საქართველოს რესპუბლიკა“ N183 21.07.98წ. საქართველოს 1999 წლის13 მაისის N1958 კანონი, „საქართველოს რესპუბლიკა“ N130 18.05.99წ. საქართველოს 1999 წლის28 მაისის კანონი, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ N18 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის N287-IIს კანონი, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ N 18 2000

წ.)

მუხლი 95. პირი, რომელიც არ შეიძლება მოწმე იყოს (16.12.2005 N 2265)

1. არ შეიძლება მოწმედგამოიძახონ და დაკითხონ: (16.12.2005 N 2265)

ა) ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის ან მსჯავრდებულის დამცველი – იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა ამ საქმეში დამცველის მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით;

ბ) დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელის, სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენელი – იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა ამ საქმეში წარმომადგენლის ან დამცველის მოვალეობის შესრულებასთან

დაკავშირებით; (3.07.2007 N5182)

გ) ადვოკატი, რომელიც იურიდიულ დახმარებას უწევდა პირს დაცვის ან წარმომადგენლობის მიღებამდე – იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა იურიდიული დახმარებისგაწევასთან დაკავშირებით;

დ) ადვოკატი, რომელიც ორგანიზაციას ემსახურებოდა – იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა დაცვის ან წარმომადგენლობის განხორციელებასთან ან სხვაიურიდიული დახმარებისგაწევასთან დაკავშირებით;

ე) სასულიერო პირი – იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა აღსარებისან სხვაგვარად განდობის შედეგად;

ვ) ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის, მსჯავრდებულის ახლო ნათესავი – თუ იგი არ დათანხმდებამისცეს ჩვენება, როგორცბრალდების მოწმემ;

ზ) სახალხო დამცველი – იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, როგორც სახალხო დამცველს;

თ) საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები – იმ ფაქტის გამო, რომელიც მათ გაანდესამომრჩევლებმა;

ი) მოსამართლე – იმ გარემოების შესახებ, რომელიც წარმოადგენს მოსამართლეთა თათბირის საიდუმლოებას;

კ) ჟურნალისტი – პროფესიული საქმიანობისას მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

2.მოწმედ არ შეიძლება დაკითხონ პირი, რომელსაც მცირეწლოვნობის, ფიზიკური ნაკლის ან ფსიქიკური დაავადების გამო არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიხსომოს ან აღიდგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მისცეს ჩვენება, ასევე ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი – მოსაფიქრებელი ვადის განმავლობაში. (20.06.2006. N3310)

3.გამომძიებელს, სასამართლოს (მოსამართლეს) უფლება აქვთ მოტივირებული დადგენილებით (განჩინებით) მოწმის მოვალეობისაგან გაათავისუფლონ:

ა) ექიმი, მედიცინის და, მეანი, ფარმაცევტი, სხვა სამედიცინო მუშაკი, თუ მათ პროფესიულად ევალებათ საექიმო (სამედიცინო) საიდუმლოებისდაცვა;

ბ) ნოტარიუსი, საჯარო მოსამსახურე, სამხედრო მოსამსახურე და მასთან გათანაბრებული პირი, თუ მათ ნაკისრი აქვთ ვალდებულება, არ გაამჟღავნონ

(27.06.2007 N 5072)

მიღებულიინფორმაციის წყარო და შინაარსი; გ) პირი, რომელიც სამუშაოზე იმ პირობით არის მიღებული, რომ არ

გაამჟღავნებს კომერციულ ან საბანკო საიდუმლოებას.

დ) კონტრტერორისტული ან/და სპეციალური ოპერაციის მონაწილე პირი, რომლის საქმიანობა გასაიდუმლოებულია, და ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები მიეკუთვნება სახელმწიფო საიდუმლოებას.

მუხლი 96. ექსპერტი

1.ექსპერტი არის პირი, რომელსაც აქვს სპეციალური ცოდნა მეცნიერების, ტექნიკის, ხელოვნების ან ხელობის დარგში და რომელიც გამომძიებელმა, პროკურორმა ან სასამართლომ, ბრალდებულმა, დამცველმა, დაზარალებულმა დანიშნა სპეციალური გამოკვლევის ჩასატარებლად და სისხლის სამართლის საქმეზე საჭირო გარემოებათა შესახებ დასკვნისშესადგენად. (25.03.2005 N1204)

2.ექსპერტად შეიძლება დაინიშნოს ნებისმიერი პირი, რომელსაც აქვს სპეციალური ცოდნა, მუშაობს საექსპერტო დაწესებულებაში ან აქვსლიცენზია.

21. საფინანსო-საბუღალტრო ექსპერტად შეიძლება დაინიშნოს ნებისმიერი პირი, რომელსაც აქვს სპეციალური ცოდნა და გამოცდილება საფინანსო ან საბუღალტრო საქმიანობაში, რაც დადასტურებულია შესაბამის დარგში უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი საბუთით, შესაბამისი სამუშაო გამოცდილებითან შესაბამისიდოკუმენტით (სერტიფიკატით). (27.12.2005 N 2543)

3.ექსპერტის გამოძახება, დანიშვნა და ექსპერტიზის ჩატარება ხდება 356-374-ე მუხლებით დადგენილი წესით.

4.სამართლებრივ საკითხთა გადასაწყვეტად ექსპერტიზა არ ტარდება.

5.ექსპერტიზა უნდა დაინიშნოს იმისდა მიუხედავად, აქვს თუ არა სპეციალური ცოდნა გამომძიებელს, პროკურორს ან მოსამართლეს.

6.ექსპერტის დასკვნის მოპოვების უფლება აქვს მხარესაც. ამ შემთხვევაში მხარე ექსპერტის დასკვნას წარუდგენს გამომძიებელს, პროკურორს ან სასამართლოს და მოითხოვს მის მონაწილეობას საქმის შემდგომ წარმოებაში. დაცვის მიერ ჩატარებულ ექსპერტიზას სახელმწიფო არ ანაზღაურებს. ორგანომ, რომელიც პროცესს აწარმოებს, მხარეს უნდა წარუდგინოს ნივთიერი მტკიცებულებანი და საექსპერტო გამოკვლევის სხვა ობიექტები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი უნდა გადაეცეს გამომძიებლის, პროკურორის ან სასამართლოს მიერ დანიშნულ ექსპერტს. მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს საექსპერტო კომისიის შექმნა, რომლის შემადგენლობაშიც შეიძლება შევიდეს მის მიერ შეთავაზებული ექსპერტი. (25.03.2005 N1204)

(საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის N1506-IIს კანონი, „საქართველოს რესპუბლიკა“

N183 21.07.98წ.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის N1958 კანონი, „საქართველოს რესპუბლიკა“ N130 18.05.99წ.)

მუხლი 97. ექსპერტის უფლება-მოვალეობანი 1. ექსპერტი ვალდებულია:

ა) გამოცხადდეს გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს გამოძახებით; (25.03.2005 N1204)

ბ) მისცეს ჩვენება ჩატარებულ ექსპერტიზასთან დაკავშირებით წინასწარი გამოძიებისას ან სასამართლო განხილვის დროს;

გ) მისცეს დასაბუთებული და ობიექტური წერილობითი დასკვნა დასმულ საკითხებზე;

დ) კანონით დადგენილი წესითდაიცვას და დააბრუნოს კვლევისობიექტები; ე) პროცესის მწარმოებელი ორგანოს ნებართვის გარეშე არ გაამჟღავნოს წინასწარი

გამოძიების მასალები და ცნობები მოქალაქეთა პირადი ცხოვრების შესახებ, რომლებიცმისთვის ცნობილი გახდა;

ვ) განაცხადოს თვითაცილება, თუ არსებობს 106-ე მუხლში მითითებული საფუძველი;

2.ყალბი დასკვნისათვის ექსპერტი პასუხს აგებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლით.

3.ექსპერტსუფლება აქვს:

ა) გაეცნოს ექსპერტიზისათვის საჭირო საქმის მასალებს და ამოიწეროს საჭირო ცნობები და გადაიღოს ასლები;

ბ) მოითხოვოს დამატებითი მასალების წარდგენა; გ) უარი თქვას დასკვნის მიცემაზე და ექსპერტიზის შემდგომ გაგრძელებაზე, თუ

დასმული საკითხები სცილდება მისი სპეციალური ცოდნის ფარგლებს ან თუ მისთვის წარდგენილი მასალები საკმარისი არ არის დასკვნისმისაცემად;

დ) გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს (მოსამართლის) ნებართვით დაესწროს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას და დასაკითხ პირებს დაუსვას შეკითხვები, რომლებიც ექსპერტიზისსაგანს განეკუთვნება; (25.03.2005 N1204)

ე) სასამართლო სხდომაზე მონაწილეობა მიიღოს ექსპერტიზის საგანს მიკუთვნებულ მტკიცებულებათა კვლევაში და სასამართლოს ნებართვით შეკითხვებიდაუსვას დასაკითხ პირებს;

ვ) ჩამოაყალიბოს დასკვნა არა მარტო დასმულ საკითხებზე, არამედ ექსპერტიზის საგანს მიკუთვნებულ სხვა საკითხებზედაც, რომელთა გამოც მისთვის არ დაუსვამთ კითხვები;

ზ) შეადგინოს დასკვნა და მისცეს ჩვენება მშობლიურ ენაზე, თუ მან არ იცის სამართალწარმოების ენა, ისარგებლოსთარჯიმნის მომსახურებით;

თ) გამომძიებლის მოქმედებები და დადგენილებები გაასაჩივროს პროკურორთან, ხოლო პროკურორისმოქმედება– ზემდგომ პროკურორთან; (25.03.2005 N1204)

ი) გაეცნოს სასამართლო სხდომის ოქმის იმ ნაწილს, რომელიც მის მიერ ჩატარებულ ექსპერტიზას ეხება, და მოითხოვოს მასში ცვლილებებისა და დამატებებისშეტანა;

კ) გააკეთოს განცხადება მისიდასკვნისარასწორი ინტერპრეტაციის შესახებ.

(საქართველოს 1999 წლის 13 მაისის N1958 კანონი, „საქართველოს რესპუბლიკა“ N130

18.05.99წ.

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის N287-IIს კანონი, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ N 18 2000 წ.)

მუხლი 98. სპეციალისტი (25.03.2005 N1204)

1.სპეციალისტი საჭირო დახმარებას უწევს გამომძიებელს, პროკურორსა და სასამართლოს მტკიცებულებათა აღმოჩენაში, დამაგრებასა და დემონსტრირებაში. სპეციალისტად შეიძლება გამოიძახონ კრიმინალისტი, ექიმი, ფსიქოლოგი, პედაგოგი და სხვაპირები, რომლებსაც აქვთ საჭირო ცოდნა და ჩვევები.

2.წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს ტექნიკური აპარატურის (მაგნიტოფონი, ვიდეომაგნიტოფონი, ფოტო- და კინოგადასაღები, სხვა აპარატები) გამოყენებისმიზნით შეიძლებაგამოიძახონ სპეციალისტ-ოპერატორი.

3.სპეციალისტი შეიძლება მოწვეულ იქნეს შესაბამისი დაწესებულებიდან. ამ შემთხვევაში დაწესებულების ხელმძღვანელი გასცემს განკარგულებას იმის თაობაზე, თუ ამ დაწესებულების თანამშრომელთაგან რომელი უნდა გაიგზავნოს სპეციალისტად, რასაც აცნობებს გამომძიებელს, პროკურორს ან სასამართლოს. საქმის გამოძიებასა და სასამართლო განხილვაში სპეციალისტის მონაწილეობის წესი გათვალისწინებულია ამ კოდექსის99-ე მუხლით.“.

მუხლი 99. სპეციალისტის უფლება-მოვალეობანი (25.03.2005 N1204)

1.სპეციალისტი ვალდებულია: გამოცხადდეს გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს გამოძახებით; მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებასა და სასამართლო განხილვაში; გამოიყენოს სამეცნიერო-ტექნიკური საშუალებები, სპეციალური ცოდნა და გამოცდილება მტკიცებულებათა აღმოჩენისა და დამაგრებისათვის; გამომძიებლის, პროკურორისა და სასამართლოს ყურადღება მიაპყროს გარემოებებს, რომლებსაც მნიშვნელობა აქვთ საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად, მისცეს განმარტებანი მის მიერ შესრულებულ მოქმედებათა გამო; გამომძიებლის ან პროკურორის ნებართვის გარეშე არ გაამჟღავნოს წინასწარი გამოძიების მასალები, აგრეთვე ცნობები მოქალაქეთა პირადი ცხოვრების შესახებ; დაიცვას წესრიგი საქმის წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო სხდომის დროს.

2.თუ სპეციალისტი უარს იტყვის ან თავს აარიდებს თავის მოვალეობათა შესრულებას არასაპატიო მიზეზით, მას შეიძლება დაეკისროს ფულადი სახდელი 203-ე მუხლით დადგენილი წესით.

3.სპეციალისტს უფლება აქვს: იცოდეს, რა მიზნით გამოიძახეს იგი; უარი განაცხადოს საქმეში მონაწილეობაზე, თუ არ გააჩნია სათანადო ცოდნა; ოქმში შესატანად გააკეთოს განცხადება და შენიშვნა იმ საპროცესო მოქმედებაზე, რომლის ჩატარებაშიც იგი მონაწილეობდა; გამომძიებლის, პროკურორის, მოსამართლის ნებართვით შეკითხვები დაუსვას საგამოძიებო მოქმედების ჩატარებასა და სასამართლო განხილვაში მონაწილე პირებს; გაეცნოს საგამოძიებო მოქმედებისა და სასამართლო განხილვის ოქმებს.“.

მუხლი 100. თარჯიმანი 1. თარჯიმანს იძახებენ, როცა:

ა) გამომძიებელმა, პროკურორმა, მოსამართლემ (მოსამართლეებმა) არ იციან ან სათანადოდ არ იციან ენა, რომელზედაც პროცესის მონაწილე იძლევა განმარტებას ან ჩვენებას;

ბ) ბრალდებულმა, ეჭვმიტანილმა, დამცველმა, დაზარალებულმა, სამოქალაქო მოსარჩელემ, სამოქალაქო მოპასუხემ, მათმა წარმომადგენლებმა, პროცესის სხვა მონაწილეებმა არ იციან ან სათანადოდ არ იციან სისხლის სამართლის პროცესის ენა; (25.03.2005 N1204)

გ) საჭიროა მეორეენიდან ითარგმნოს ესა თუ ის წერილობითიტექსტი.

2.თარჯიმნის გამოძახების შესახებ გამომძიებელს, პროკურორს ან მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება, ხოლო სასამართლოს– განჩინება. (25.03.2005 N1204)

3.წესები, რომლებიც ეხება თარჯიმანს, ვრცელდება იმ პირზედაც, რომელსაც ესმის ყრუ-მუნჯთა ნიშნები და რომელიც მოწვეულია სამართალწარმოებაში მონაწილეობისათვის.

31. თუ საქმის რამდენიმე მონაწილეს სჭირდება თარჯიმანი და ისინი სათანადოდ ფლობენ ერთსა და იმავე ენას, ამ კოდექსის 101-ე მუხლით გათვალისწინებული მოვალეობებისშესრულება შეუძლია ერთთარჯიმანს. (25.03.2005 N1204)

4. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ პირებს უფლება არა აქვთ შეასრულონ თარჯიმნის მოვალეობანი.

მუხლი 101. თარჯიმნის უფლება-მოვალეობანი 1. თარჯიმანი ვალდებულია: გამოცხადდეს გამომძიებლის, პროკურორის,

სასამართლოს გამოძახებით; ზუსტად და სრულად თარგმნოს ჩვენება და დოკუმენტი; ხელმოწერით დაადასტუროს თარგმანის უტყუარობა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ოქმსა და სასამართლო სხდომის ოქმში, აგრეთვე სხვა საპროცესო დოკუმენტებში, რომლებიც პროცესის მონაწილეს გადაეცემა მის მშობლიურ ენაზე ან იმ ენაზე თარგმნილი, რომელიც მან იცის; გამომძიებლის ან პროკურორის ნებართვის გარეშე არ გაამჟღავნოს წინასწარი გამოძიების მასალები, აგრეთვე ცნობები მოქალაქეთა პირადი ცხოვრების შესახებ; დაიცვას წესრიგი საქმის წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო სხდომის დროს. (25.03.2005 N1204)

2.თუ თარჯიმანი უარს იტყვის ან თავს აარიდებს თავის მოვალეობათა შესრულებას არასაპატიო მიზეზით, მას შეიძლება დაეკისროს ფულადი სახდელი 203-ე მუხლით დადგენილი წესით. არასწორი თარგმანისათვის თარჯიმანი პასუხს აგებსსაქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლით.

3.თარჯიმანს უფლება აქვს: თარგმანის დასაზუსტებლად დაუსვას შეკითხვები პროცესის მონაწილეებს; გაეცნოს მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ოქმს და სასამართლო სხდომის ოქმს, გამოთქვას შენიშვნები, რომლებიც ოქმში უნდა იქნეს შეტანილი; უარი თქვას საქმის წარმოებაში მონაწილეობაზე, თუ

თარგმნისათვისსაჭირო ცოდნა არ გააჩნია;

(საქართველოს 1998 წლის26 ივნისის N1506-IIს კანონი, „საქართველოს რესპუბლიკა“ N183 21.07.98წ. საქართველოს 1999 წლის13 მაისის N1958 კანონი, „საქართველოს რესპუბლიკა“ N130 18.05.99წ. საქართველოს 1999 წლის28 მაისის კანონი, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ N18 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის N287-IIს კანონი, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ N 18 2000

წ.)

მუხლი 102. დამსწრე (25.03.2005 N1204)

1.დამსწრე მოიწვევა ჩხრეკის, ამოღების ან შემთხვევის ადგილის დათვალიერების ჩატარების ფაქტის, მიმდინარეობისა და შედეგების დასადასტურებლად, აგრეთვე ამ კოდექსით პირდაპირ დადგენილ შემთხვევებში. ამ ნაწილით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებამდე გამომძიებელი ან პროკურორი ვალდებულია დამსწრის მოწვევის უფლება ამ მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი შეზღუდვის გათვალისწინებით განუმარტოს ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებში მითითებულ პირებს. (17.06.2005. N1681)

2.ეჭვმიტანილს, ბრალდებულს ან განსასჯელს ამ მუხლის პირველ ნაწილში გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედების დაწყებამდე მოთხოვნის შემთხვევაში, დამსწრის მოსაწვევად მიეცემა გონივრული ვადა, მაგრამ არანაკლებ ერთი საათისა. დამსწრედ არ შეიძლება მოწვეულ იქნენ ის პირები, რომლებსაც კანონით მინიჭებული აქვთ უფლება, არ მისცენ ეჭვმიტანილის, ბრალდებულის ან განსასჯელის საწინააღმდეგო ჩვენება.

3.ჩხრეკის ან/და ამოღებისას პირს, რომელიც არ არის ეჭვმიტანილი, ბრალდებული ან განსასჯელი, მაგრამ შეიძლება შეეხოს აღნიშნული საპროცესო მოქმედება, უფლება აქვს ამ მუხლით გათვალისწინებული წესით მოიწვიოს დამსწრე.

4.ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება შესაძლებელია დამსწრის გარეშე, მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში, როდესაც არსებობს ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის ხელყოფის ან მტკიცებულებათა დაზიანება-განადგურების ან გადამალვის რეალური საფრთხე, აგრეთვე ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში. საფრთხის აღმოფხვრისთანავე ეჭვმიტანილი და ბრალდებული სარგებლობენ ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრული უფლებით, რის თაობაზე გამომძიებელი ან პროკურორიაღნიშნავს საგამოძიებო მოქმედებისოქმში.

5.საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში მონაწილეობისათვის მოწვეულ პირს საგამოძიებო მოქმედების დაწყების წინ გამომძიებელი ან პროკურორი განუმარტავს მის უფლება-მოვალეობებს, მათ შორის, უფლებას, უარი განაცხადოს საგამოძიებო მოქმედებაშიდამსწრედ მონაწილეობაზე.“.

მუხლი 103. დამსწრის უფლება-მოვალეობანი 1. დამსწრე ვალდებულია: მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედების

ჩატარებაში; საგამოძიებო მოქმედების ოქმზე ხელმოწერით დაადასტუროს ამ მოქმედების ჩატარების ფაქტი, მისი მიმდინარეობა და შედეგები; გამომძიებლის ან პროკურორის ნებართვის გარეშე არ გაამჟღავნოს წინასწარი გამოძიების მასალები. (25.03.2005

2.თუ დამსწრე უარს იტყვის ან თავს აარიდებს თავის მოვალეობათა შესრულებას არასაპატიო მიზეზით, მას შეიძლება დაეკისროს ფულადი სახდელი 203-ე მუხლით დადგენილი წესით.

3.დამსწრე შეიძლება დაიკითხოს, როგორც მოწმე, იმ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებასთან დაკავშირებულ გარემოებათა შესახებ, რომელშიც იგი მონაწილეობდა. ამ შემთხვევაში მას აქვს მოწმის უფლება-მოვალეობები.

4.დამსწრეს უფლება აქვს: მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში; გააკეთოს განცხადება საგამოძიებო მოქმედების გამო და გამოთქვას შენიშვნა, რომელიც ოქმში უნდა იქნეს შეტანილი; გაეცნოს მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებისოქმს;

(საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“

N18)

მუხლი 104. პროცესის მონაწილისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება

1.ეჭვმიტანილად (თუ იგი დაკავებული არ არის), ბრალდებულად (თუ იგი დაპატიმრებული არ არის), დაზარალებულად ან მის წარმომადგენლად, მოწმედ, ექსპერტად, სპეციალისტად, თარჯიმნად, დამსწრედ გამოძახებულ პირს უნარჩუნდება საშუალო ხელფასითავის სამუშაო ადგილზე იმ დროისგანმავლობაში, რომელიც მან მოახმარა გამომძიებელთან, პროკურორთან ან სასამართლოში გამოძახებას. თუ პირი არ არის მუშა ან მოსამსახურე (გარდა ეჭვმიტანილისა და ბრალდებულისა), მას ეძლევა გასამრჯელო ჩვეულებრივი საქმიანობისაგან მოცდენისათვის. გარდა ამისა, ყველა აღნიშნულ პირს უფლება აქვს მოითხოვოს გამოძახებასთან დაკავშირებითგაწეული ხარჯებისანაზღაურება. (25.03.2005 N1204)

2.სპეციალური საექსპერტო დაწესებულება (ექსპერტი), სპეციალისტი (შესაბამისი დაწესებულება, სადაც სპეციალისტი მუშაობს) და თარჯიმანი იღებენ გასამრჯელოს თავიანთი მოვალეობების შესრულებისათვის და კომპენსაციას იმ დანახარჯებისათვის, რომლებიც მათ გასწიეს ამ მოვალეობათა შესასრულებლად.

(25.11.2004 N 596)

3.გამოძახებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ხორციელდება სახელმწიფო სახსრებიდან კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით. სახელმწიფო სპეციალური საექსპერტო დაწესებულებისათვის (ექსპერტიზისათვის) სასამართლო- საექსპერტო მომსახურების (სპეციალისტის, თარჯიმნის) ანაზღაურებას ახორციელებს ექსპერტიზის დამნიშვნელი ორგანო (თანამდებობის პირი), საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ნორმებისა და ტარიფების შესაბამისად, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც აღნიშნული მომსახურების გაწევა წარმოებს სახელმწიფო სახსრებიდან გამოყოფილი პროგრამული დაფინანსების ფარგლებში. კერძო სპეციალური საექსპერტო დაწესებულებისათვის (დამოუკიდებელი ექსპერტისათვის) სასამართლო-საექსპერტო მომსახურების ანაზღაურება წარმოებს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურებისათვის.

(25.11.2004 N 596)

(საქართველოს 1999 წლის 13 მაისის N1958 კანონი, „საქართველოს რესპუბლიკა“ N130

18.05.99წ.)

თავი XIV

სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოებანი. აცილება

(16.12.2005 N 2265)

მუხლი 105. საქმეში მოსამართლის, პროკურორის, გამომძიებლისა და სასამართლო სხდომის მდივნის მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოებანი

(25.03.2005 N1204)

1.მოსამართლე, პროკურორი, გამომძიებელი ან სასამართლო სხდომის მდივანი მონაწილეობას ვერმიიღებს სისხლის სამართლის საქმის წარმოებაში, თუ:

ა) იგი არ იყო თანამდებობაზე დანიშნული ან არჩეული კანონით დადგენილი წესით;

ბ) საქმე არ არის ამ პროკურორის ან გამომძიებლის ქვემდებარე ანდა ამ სასამართლოს განსჯადი;

გ) იგი მონაწილეობს ან წინათ მონაწილეობდა იმავე საქმეში, როგორც ეჭვმიტანილი, ბრალდებული, დამცველი, დაზარალებული, სამოქალაქო მოსარჩელე, სამოქალაქო მოპასუხე, ექსპერტი, სპეციალისტი, თარჯიმანი, დამსწრე, მოწმე, ანდა ბრალდებულის, ეჭვმიტანილის, დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელის ან სამოქალაქო მოპასუხისკანონიერი წარმომადგენელი;

დ) მას ამ საქმის მწარმოებელ თანამდებობის პირთან ან ამ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ სხვა პირებთან ნათესაური, მეგობრული ან სხვა ახლობლური ურთიერთობააქვს;

ე) ამ ნაწილში აღნიშნულ პირებს ნათესაური ან სხვა ახლობლური ურთიერთობააქვთ ერთმანეთთან;

ვ) არის სხვა გარემოებები, რომლებიც ეჭვს ბადებს მის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაში.

2.მოსამართლე მონაწილეობას ვერ მიიღებს საქმის განხილვაში, თუ იგი წინათ მონაწილეობდა იმავე საქმის წარმოებაში, როგორც გამომძიებელი, პროკურორი ან სასამართლო სხდომის მდივანი.

3.მოსამართლე, რომელიც მონაწილეობდა პირველი და მეორე ინსტანციების სასამართლოებში ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქმის განხილვაში, მონაწილეობას ვერ მიიღებს ამ საქმის განხილვაში. (28.04.2006 N2936)

4.პროკურორის მიერ თავისი ფუნქციების განხორციელება სამართალწარმოების არც ერთ სტადიაზე არ აბრკოლებსამ საქმეში მისშემდგომმონაწილეობას.

5.გამომძიებელი მონაწილეობას ვერ მიიღებს იმ საქმის წარმოებაში, რომელიც მის მიერ იქნა გამოძიებული და დაბრუნდა დამატებითი გამოძიებისათვის, თუ ამას განჩინებით (დადგენილებით) აუცილებლად მიიჩნევს სასამართლო (მოსამართლე), ან თუ ასეთგადაწყვეტილებას მიიღებს პროკურორი.

6.საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატაში საქმის განხილვაში

მოსამართლის მონაწილეობის გამომრიცხავ გარემოებას არ წარმოადგენს ადრე ამავე საქმის საკასაციო წესით განხილვაში მისი მონაწილეობა.(08.06.2001 N 920)

(საქართველოს 1999 წლის13 მაისის N1958 კანონი, „საქართველოს რესპუბლიკა“ N130 18.05.99წ. საქართველოს 1999 წლის28 მაისის კანონი, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ N18 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის N287-IIს კანონი, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ N 18 2000

წ.)

მუხლი 106. საქმეში ექსპერტის, სპეციალისტის ან თარჯიმნის მონაწილეობის გამომრიცხველი გარემოებები (25.03.2005 N1204)

1.ექსპერტს (გარდა ამ კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან სპეციალისტს უფლება არა აქვს მონაწილეობა მიიღოს სისხლის სამართლის საქმის წარმოებაში, როცა სამსახურებრივად ან სხვაგვარად დამოკიდებულია საქმეში მონაწილე ამა თუ იმ პირზე ან/და ნათესაური ურთიერთობააქვს მასთან.

2.ექსპერტი, სპეციალისტი, თარჯიმანი აცილებული უნდა იქნენ იმ შემთხვევაშიც, თუ გამოვლინდება მათი პროფესიულიარაკომპეტენტურობა.

3.საფინანსო-საბუღალტრო ექსპერტს უფლება არა აქვს მონაწილეობა მიიღოს სისხლის სამართლის პროცესში, თუ მეორე მხარის მოთხოვნის საპასუხოდ ის ვერ წარადგენს მისი სპეციალური განათლების ან/და სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელ საბუთს ან შესაბამის დოკუმენტს (სერტიფიკატს). ამ შემთხვევაში, საფინანსო-საბუღალტრო ექპერტის დასკვნა და ჩვენება დაუშვებელ მტკიცებულებად ჩაითვლება ამ კოდექსის 111-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის

საფუძველზე. (27.12.2005 N 2543)

მუხლი 107. საქმეში დამცველის, აგრეთვე დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელისა და სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენლების მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოებანი

დამცველი, დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელის ან სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენელი მონაწილეობას ვერ მიიღებს სისხლის სამართლის საქმის წარმოებაში, თუ:

ა) იგი წინათ მონაწილეობდა იმავე საქმეში, როგორც მოსამართლე, პროკურორი, გამომძიებელი, სასამართლო სხდომის მდივანი, მოწმე, ექსპერტი, სპეციალისტი, თარჯიმანი ან დამსწრე;

ბ) მას ნათესაური ურთიერთობა აქვს მოსამართლესთან, პროკურორთან, გამომძიებელთან ან სასამართლო სხდომის მდივანთან, რომელიც მონაწილეობდა ან მონაწილეობს ამ საქმის გამოძიებასა თუ სასამართლო განხილვაში, ანდა პირთან, რომლის ინტერესებიც ეწინააღმდეგება პროცესის იმ მონაწილის ინტერესებს და რომელმაცმასთან დადო შეთანხმებაიურიდიული დახმარებისგაწევის შესახებ;

გ) მას უკავია მოსამართლის, პროკურორის ან გამომძიებლის თანამდებობა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი შრომისუუნარო პირის კანონიერი წარმომადგენელია, ანდა როცა დაწესებულება, რომელშიც იგი მუშაობს, ცნობილია

სამოქალაქო მოსარჩელედ ან სამოქალაქო მოპასუხედ და ის ამ დაწესებულების წარმომადგენლად გამოდის; (25.03.2005 N1204)

დ) იგი იურიდიულ დახმარებას უწევს ან წინათ უá